ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

“მარშეს” სამარხვო პელმენი

ქართულია & kar.ge-ა!

შ.პ.ს “გუდვილს” აქვს ცენტრალიზებული წარმოება, რომელიც ხორც-პროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებსა და თევზეულს აწარმოებს. პროდუქცია მზადდება ხარისხის მაქსიმალური სტანდარტების დაცვით. “მარშეში” მოქმედებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ნედლეულის, ასევე მზა პროდუქციის ხარისხის ყოველდღიურ შემოწმებას და მის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. მომხმარებელთა შორის ” მარშეს” პროდუქცია დიდი მოწონებითა და პოპულარობით სარგებლობს.

პირადად მე, ძალიან მიყვარს “მარშეს” წარმოების ფენოვანი ლობიანი და სამარხვო პელმენი. დღეს არჩევანი კარტოფილის პელმენზე შევაჩერე. 400 გრამიანი შეფუთვა ჰიპერმარკეტ “გუდვილში”  1.89 ლარი ღირს. ფასთან შედარებით საკმაო რაოდენობაა. მართალია მშიერმა ადამიანმა 400 გრამი მთლიანად შეიძლება მიირთვას, მაგრამ 1.89 ჩემი აზრით საკმაოდ მისაღები ფასია. მის შემადგენლობაში შედის: ხორბლის ფქვილი, კარტოფილი, ხახვი, კამა, ზეთი, შავი პილპილი. კარტოფილის პელმენი ადვილად მოსანელებელი არ არის, მაგრამ ეს პელმენი ნამდვილად არ გვამძიმებს. გირჩევთ დააგემოვნოთ!

შეფუთვა მომწონს განსაკუთრებით, რადგანაც  მასზე საქართველოს დროშაა გამოსახული!

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.