ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

აღმოაჩინე Sobissuri- ვაშლის წვენი

სობისსური

ქართულია & kar.ge-ა! ბავშვობა … კარგად მახსოვს იმ გახეხილი ვაშლის გემო დედაჩემი რომ გაგვიხეხავდა და-ძმებს. ეს იყო ოდნავ ჯანგისფერი, მაგრამ უგემრიელესი ულუფა. ჭამის დროს წვენი სულ წურწურით გასდიოდა … ეს ემოცია თუ ოდესმე გამახსენდებოდა ვერც კი ვიფიქრებდი … Sobissuri-ის ვაშლის წვენის პირველი ყლუპი რომ მოვსვი აი იქ მოხდა მოსახდენი. ვაშლის წვენი ყოველთვის ძალიან მიყვარდა და დღესაც მიყვარს, მაგრამ დღემდე ასეთი …

განაგრძე კითხვა »

ასკილის წვენი – უკონსერვანტო, 0% შაქარი, ეკოლოგიურად სუფთა

ასკილის წვენი

ქართულია & kar.ge-ა! საყიდლებზე წასულს უცებ მომხვდა თვალში ეტიკეტი – ასკილის წვენი, 0% შაქარი. ეს უნდა გავსინჯო, ბავშობის გემოებს თუ გამახსენებსთქო ვიფიქრე და არ შევმცდარვარ. ეკოლოგიურად სუფთა, ველური ასკილისგან დამზადებული წვენი, სასარგებლო როგორც დიდების, ისე პატარებისათვის. გემო ძალიან მომეწონა და უკვე ეტიკეტის შესწავლაზე გადავედი. ჩემთვის სრულიად უცხო მწარმოებელი BPC ltd, რომელსაც საკმაოდ გამართული და დახვეწილი ვებ-გვერდი გააჩნია http://bpc.ge, თუმცა მხოლოდ …

განაგრძე კითხვა »

მათ ვისაც ემჟავება – კიტრის მწნილი მარნეულისგან!

კიტრის მწნილი kitris mwnili, მჟავე,

ქართულია & kar.ge-ა! დღეს დილიდან რაღაც მინდა, არ ვიცი რა, არც მშიოდა, არც ტკბილი მინდოდა ხოდა ასე წუწუნ-წუწუნით შევედი მაღაზიაში, ვეძებ რაღაც ისეთს რაც მინდა 🙂 რომ დავინახე ისე გემრიელად გამოიყურებოდა, არ ვიცი ამ ემოციას ჩემს პოსტში თუ გადმოვცემ, მაგრამ ზოგადად ძალიან მიყვარს მარნეულის ქართული და kar.ge პროდუქცია, სახლში სულ მუდამ გვაქვს ამ კომპანიის რამე-რუმეები. აი დღეს კი ეს ჩემთვის …

განაგრძე კითხვა »

ყავა: ჩერი ნატიფი

ყავა ჩერი

ქართულია & kar.ge-ა! ყავა „ჩერი ნატიფი“, წარმოადგენს ძირითადად აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს. გამოირჩევა შედარებით მაღალი კოფეინით. მწვანე მარცვლები ჩამოდის საქართველოში და ჩერის საწარმოში საუკეთესო დანადგარების საშუალებით იხალება. დაფქულია უმაღლესი ხარისხის წმინდა კონსისტენციის დონემდე. ჩერი აწარმოებს რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ყავას. პროდუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.cherie.ge რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს მიერ შეძენილ ყავას, საკმაოდ წმინდად დაფქულია და განკუთვნილია ე.წ …

განაგრძე კითხვა »

შოკოლადის პასტა “ბიელა”

ქართულია & კარგია! შოკოლადის პასტის ისტორია ასე დაიწყო: 1934 წელს, ზაფხულში, ქალაქის დღესასწაულისათვის ფერეროს საკონდიტროს მიერ დამზადებული იქნა ძალიან დიდი რაოდენობით შოკოლადის ტკბილეული „ჯანდუიო“.  იმ ზაფხულს იტალიაში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა და ამის გამო მთელი შოკოლადის პარტია დადნა და გადაიქცა უფორმო მასად. მთელი საცხობის ადრე მიღებული მოგების თანხა ჩადებული იყო ამ პარტიაში. მიუხედავად ამისა მხიარულ და ოპტიმისტ პიეტროსთვის რთული იყო …

განაგრძე კითხვა »

პლასტმასის ავზები, ნოვა

ქართულია & kar.ge-ა! ბევრისთვის არაა უცხო, აგარაკზე ან სოფლად წყლის პრობლემა – თუ გინდა სოფლად ისეთი ელემენტარული კომფორტი, როგორიც ცხელი წყალია, მაშინ წყლის დიდი ავზი აუცილებლად გჭირდება, რადგან 24 საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ თბილისის და ერთეული ქალაქების ფუფუნებაა … თუმცა კახეთში 200-500 ლიტრიან და ტონიან ავზებს, სხვა გამოყენებაც მოუძებნეს – თურმე მასში შესანიშნავად იწურება ღვინო, არც ძვირია, ადვილი გასარეცხია და რაც …

განაგრძე კითხვა »

კარკადეს ჩაი – ფარაონების სასმელი

ქართულია & kar.ge! მეორე დღეს მინდა გაგაცნოთ სუდანის ვარდის ფოთლების ჩაი, ხალხში ცნობილი როგორც კარკადე. მას „ფარაონების სასმელს“, „რომაელი იმპერატორების ჩაის“ სახელითაც მოიხსენიებენ. სასარგებლო თვისებები მას ბევრი გააჩნია, მათი მცირედი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: იგი არეგულირებს წნევას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აუმჯობესებს ნივთრებათა ცვლას, ატონიზირებს ორგანიზმს. აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან საინტერესო ფაქტი: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას წევს მაღლა, …

განაგრძე კითხვა »

სინორი – ნოყიერი სადილი

სინორი

ქართულია & kar.ge! ქართული სამზარეულოს სავაჭრო დახლებზე აბარგების პროცესი ერთობ ზანტად მიმდინარეობს. ტრადიციული გემოს შენარჩუნება მეწარმისათვის ხდება აუცილებელი პირობა ბაზარზე წარმატებული ოპერირებისათვის. ის, რასაც ჩვენი პირის გემო აღიარებდა საუკუნეების მანძილზე, კომერციულ დახლთან ურთიერთობისას მალფუჭებად საქონლად გარდაიქმნება და წარმოშობს მომზადების ტექნოლოგიის გადამუშავების საჭიროებას, რათა შენახვის ვადების გახანგრძლივება გახდეს შესაძლებელი. თუმცა, ჩვენს სტუმართმოყვარე კულტურას შენახვის ხანგრძლივი ვადების მქონე სასურსათო შინაწარმოებაზე ტექნოლოგიების აღზევების …

განაგრძე კითხვა »

აღმოაჩინე ფელამუში, სს ენისელი ბაგრატიონისაგან

ფელამუში

ქართულია & kar.ge-ა!   ფელამუში … 450 გრამიანი ქილა … მწარმოებელი – სს ენისელი ბაგრატიონი ფასი – 5.6 ლარი შევიძინე ფუდმარტში, შარტავას ქუჩაზე … დღეს … ფელამუში, თან ქილაში ასე ჩამოსხმული … აი მართლა სიურპრიზი იყო ეგ ჩემთვის. შემადგენლობა გაინტერესებთ? ჰაჰაა, ვიხუმრე … ჩემი აზრით ფელამუშის ეს პარტია ან საექსპორტოდ შეიქმნა და ნაწილი დახლზე დადეს, ან რაღაც სახელდახელოდ გაკეთებულს ჰგავს. …

განაგრძე კითხვა »

ჩირი: ხურმის ჩირი

ხურმის ჩირი

ქართულია & kar.ge-ა!   დღეს მაღაზიაში აღმოვაჩინე ხურმის ჩირი, „აღმოვაჩინე“ სწორედ ის სიტყვაა რომელიც იმ წუთებში განცდილ ემოციას კარგად აღწერს. მართალია ხურმის ჩირში გასაოცარი არაფერია, საქართველოს მოსახლეობის მიახლოებით 80% შინ ამზადებს და ალბათ ყიდვაც ვერ წარმოუდგენიათ. ერთი სიტყვით ამ ყველაფერში სასიამოვნო და მიმზიდველი შეფუთვა იყო, ანუ ხურმის ჩირი ახლებურად მოწოდებული. ეს არ იყო ძაფზე აცმული და მტვერში უმოწყალოდ მოქანავე. ჯერ …

განაგრძე კითხვა »