ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ხურმის ჩირი

ჩირი: ხურმის ჩირი

ქართულია & kar.ge-ა!

 

დღეს მაღაზიაში აღმოვაჩინე ხურმის ჩირი, „აღმოვაჩინე“ სწორედ ის სიტყვაა რომელიც იმ წუთებში განცდილ ემოციას კარგად აღწერს. მართალია ხურმის ჩირში გასაოცარი არაფერია, საქართველოს მოსახლეობის მიახლოებით 80% შინ ამზადებს და ალბათ ყიდვაც ვერ წარმოუდგენიათ.

ერთი სიტყვით ამ ყველაფერში სასიამოვნო და მიმზიდველი შეფუთვა იყო, ანუ ხურმის ჩირი ახლებურად მოწოდებული. ეს არ იყო ძაფზე აცმული და მტვერში უმოწყალოდ მოქანავე. ჯერ იყო შეფუთული პოლიეთილენის პარკში და შემდეგ მუყაოში. შევიძინე 2.95 ლარად, 300გრ (14 ცალი).

შეფუთვა მომეწონა ჩირიც მშვენიერი იყო, მაგრამ დახლზე იყო რამდენიმე  ოდნავ შეობებული, ვითომ პოლიეთილენის პარკი არ უხდება და ვერ სუნთქავს? თუ კარგად გამომშრალი არ იყო? იქნებ მამაპაპურად ძაფზე აცმული სჯობს შევიძინოთ? არ ვიცი, პასუხი თქვენთვის მომინდვია.

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.