ქართულია & kar.ge-ა! მარნეულის სასურსათო ქარხანა მდებარეობს ქალაქ მარნეულში – ქვემო ქართლის განთქმულ სასოფლო-სამეურნეო ცენტრში. ქარხანას ნედლეულით “მარნეული აგრო” და ადგილობრივი მცირე სასოფლო მეურნეობები ამარაგებენ. ქილაში ჩადებული თითიეული პროდუქტი ქართულ მიწაზეა მოყვანილი და 100 პროცენტით ქართულია. მათ ასორტიმენტში 60-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქციაა. ძირითადი საწარმოო მიმართულებებია: ტომატ პასტა, მჟავეულობა, საწებელი, ტკბილეულობა. “მარნეულის” პროდუქციის ხშირი მომხმარებელი ვარ, განსაკუთრებით მიყვარს მჟავეულობა. დღეს შევიძინე …
განაგრძე კითხვა »პროდუქცია & წარმოება
დრაკონის ხილის იოგურტი „მილკო ფუდი“-სგან
ქართულია & kar.ge-ა! მე დიდი იოგურტომანიით გამოვირჩევი. ამ ბოლოს კი უპირატესობას დასალევ იოგურტებს ვანიჭებ და არ დაგიმალავთ, საყვარელი მწარმოებელიც მყავს. თუმცა კარფურში სტუმრობისას ზრდილმა პრომო გოგონამ „მილკო ფუდი“-ს ახალი პროდუქტების დაგემოვნება შემომთავაზა. წარმოდგენილი იოგურტებიდან ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური სახელის დრაკონის ხილის იოგურტი შევარჩიე. ადრეც შემინიშნავს მაღაზიის დახლებზე, მაგრამ რაღაც არ მხიბლავდა ინგრედიენტის გაურკვეველი წარმომავლობა. გავრისკე, გავსინჯე, გემო ნორმალური, აშკარად განსხვავებული …
განაგრძე კითხვა »სარაჯიშვილი ენისელი – პოეტური სასმელი
ქართულია & kar.ge-ა! მეგობრებს სასაცილოდ არ ყოფნით, როდესაც დალევაზე ვიწყებ საუბარს, ხუმრობენ, რომ 1 ჭიქას ვსვამ ხარივით; თუმცა გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად სასმელის მოყვარული, უფრო მეტიც, გურმანი ვარ…. ძალიან მიყვარს კარგი კონიაკი, ღვინო, ვისკიც კი… დღესაც სწორედ ამიტომ შევარჩიე უძველესი ქართული ბრენდი – სარაჯიშვილი, კონკრეტულად კი მისი კონიაკი სარაჯიშვილი ენისელი. რომელსაც საერთაშორისო დეგუსტაციებზე 29 ჯილდო, მათ შორის 20 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. …
განაგრძე კითხვა »ტენილი ყველი, სამზარეულოს მარგალიტი
ქართულია & kar.ge-ა! ტენილი ყველი ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ჩეჩილი ყველი მესხური სამზარეულოს ნამდვილი მარგალიტია. დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე ტენილი ყველი მცირე რაოდენობით მზადდებოდა ოჯახებში და რძის პროდუქტების დელიკატესადაც კი იყო მიჩნეული. უფრო მეტიც, 2013 წელს ტენილ ყველს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ეს მარგალიტი ალ. ყაზბეგის 20ა–ში მდებარე ყველის სახლში შევიძინე სადაც ყველის საკმაოდ დიდი ასორტიმენტია, მომხმარებელს შეუძლია შეძენამდე ყველის …
განაგრძე კითხვა »აკნატუნე მზესუმზირა და ისიამოვნე
ქართულია & kar.ge-ა! როცა თავისუფალი დრო გაქვს, როცა სეირნობ, როცა ფილმს უყურებ, როცა ჭორაობ, როცა უბრალოდ კნატუნი გინდა 🙂 ნებისმიერი სიტუაციისთვის შემიძლია შევიძინო 🙂 მაშინაც კი როცა ვდიეტობ, დიახ და მე ამით ნამდვილად არ ვიმატებ წონაში, ვფიქრობ, რომ გამონათქვამი მზესუმზირა ასუქებს – მითია 🙂 თავად კომპანია ასე ამბობს: ქუთაისური ბრენდი დაარსდა 2007 წელს, მას შემდეგ დიდი შრომითა და მონდომებთ, ჩვენმა …
განაგრძე კითხვა »ჩურჩხელა ბადაგი
ქართულია & kar.ge-ა! ჩურჩხელის სტენდს თუ სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში ვნახავდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და კიდევ უფრო ვერ წარმოვიდგენდი ამ ჩურჩხელებს მოლის ყოველი ვიზიტისას რომ შევიძენდი. თუმცა, არასდროს თქვათ არასოდესო და თურმე როდესაც ძალიან ლამაზად მოწყობილი სტენდიდან მადის აღმძვრელი ჩურჩხელა გიმზერს ვერ ჩაუვლი გულგრილი. ჩურჩხელა ბადაგი – პროდუქტი რომელსაც შპს ბადაგი გვთავაზობს. უგემრიელესია თხილის შიგთავსით იქნება თუ ნიგვზის. ფუთავენ ქაღალდის პარკში, რაც …
განაგრძე კითხვა »მწვანე ტყემალი, M – მარნეულისგან
ქართულია & kar.ge-ა! აბა გამოიცანით … რომელია ის პროდუქტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შემოიტანს ხოლმე გაზაფხულის სურნელს ამ შუა ზამთრის სიცივეში? რა თქმა უნდა მწვანე ტყემალი! ხოლო თუ ასევე იცი რომ ეს მწვანე ტყემალი მარნეულისგანაა? ამ დროს უკვე ხარისხთან დაკავშირებითაც მშვიდად ხარ უკვე … მწვანე ტყემალი შევიძინე ნიკორას სავაჭრო ქსელში. ზუსტად ფასი არ მახსოვს, მგონი 2.3 ან 2.5 ლარი მივეცი. …
განაგრძე კითხვა »მდნარი ყველი “სანებოსგან”
ქართულია & kar.ge-ა! საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ უყვარს ყველი. მეტიც, ის ყველა ქართული ოჯახის ყოველდღიური, გემრიელი ნაწილია. “სანებო” იცავს ტრადიციული, ქართული ყველის დამზადების წესს და ყველის ფართო არჩევანს გვთავაზობს. მდნარი ყველი იწარმოება თანამედროვე დანადგარებზე, რომელშიც ადამიანის ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი. პროდუქციის ხარისხი ასეთ შემთხვევაში მეტად სანდოა. დღეს გადავწყვიტე “სანებოს” მდნარი ყველის შეძენა, რომელსაც 3 სახეობის მდნარი ყველი აქვს: ნაღების, …
განაგრძე კითხვა »ორი ჯუჯა “თეკლა-არტ”-ისგან
ქართულია & kar.ge-ა! ვაგრძელებ 30 დღიან მეგა გამოწვევას და ვცდილობ სანათესაოც ჩავრთო… დღეს სტუმრად ვიყავი და გადავწყვიტე, საჩუქარიც ქართული შემერჩია, მით უფრო, რომ ვიცი მასპინძელს შეუძლია დააფასოს ხელოვნება… ბევრი ვარჩიე თუ რა მეჩუქებინა და ბოლოს ეს პატარა სახელოსნო აღმოვაჩინე. თეკლა არტ ალბათ ბევრს არ გსმენიათ, ეს ერთი პატარა გოგონაა, რომელიც ძლიან ლამაზ ნაკეთობებს ქმნის არც მეტი-არც ნაკლები უბრალო ფერადი ქაღალდებისაგან! დღეს …
განაგრძე კითხვა »მაწონი სოფლის ნობათი
ქართულია & kar.ge-ა! მაწვნის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ მსმენია. ითვლება, რომ მაწონი ამაღლებს იმუნიტეტს, გვეხმარება დაღლილობასა და უძილობისას. სოფლის ნუბათის პროდუქცია ალბათ ყველა სუპერმარკეტში მოიძებნება. “ყოველთვის ნატურალური პროდუქტი” აწერია შეფუთვას და ქართველ მომხმარებელშიც პოპულარობით სარგებლობს. სიმართლე გითხრათ, საოცრად არ მიყვარს მაწონი თუმცა მივირთმევ. გაგანდობთ ერთ ხრიკს: შეიძინეთ მაწონი სოფლის ნობათი, დაამატეთ მურაბა ან შოკოლადი და მიირთვით. სასარგებლო, გემრიელი, ქართულია & კარგი : …
განაგრძე კითხვა »