ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მწვანე ტყემალი

მწვანე ტყემალი, M – მარნეულისგან

ქართულია & kar.ge-ა!

აბა გამოიცანით … რომელია ის პროდუქტი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შემოიტანს ხოლმე გაზაფხულის სურნელს ამ შუა ზამთრის სიცივეში? რა თქმა უნდა მწვანე ტყემალი! ხოლო თუ ასევე იცი რომ ეს მწვანე ტყემალი მარნეულისგანაა? ამ დროს უკვე ხარისხთან დაკავშირებითაც მშვიდად ხარ უკვე …

მწვანე ტყემალი შევიძინე ნიკორას სავაჭრო ქსელში. ზუსტად ფასი არ მახსოვს, მგონი 2.3 ან 2.5 ლარი მივეცი. მწარმოებელია მარნეულის სასურსათო ქარხანა. საიტი – http://mff.ge/ სრულფასოვანია, შესაბამისად სრულ ინფორმაციასაც მიიღებთ. აქვეა facebook გვერდიც.

გემო უმაღლესი! ფერი უმაღლესი! მწარმოებელი უმაღლესი! ჭამის მეტი არაფერი უნდა ამას …

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გამოიყენეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.