ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ჩურჩხელა ბადაგი

ქართულია & kar.ge-ა!

ჩურჩხელის სტენდს თუ სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში ვნახავდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და კიდევ უფრო ვერ წარმოვიდგენდი ამ ჩურჩხელებს მოლის ყოველი  ვიზიტისას რომ შევიძენდი. თუმცა, არასდროს თქვათ არასოდესო და თურმე როდესაც ძალიან ლამაზად მოწყობილი სტენდიდან მადის აღმძვრელი ჩურჩხელა გიმზერს ვერ ჩაუვლი გულგრილი.

ჩურჩხელა ბადაგი – პროდუქტი რომელსაც შპს ბადაგი გვთავაზობს. უგემრიელესია თხილის შიგთავსით იქნება თუ ნიგვზის. ფუთავენ  ქაღალდის პარკში, რაც ეკოლოგიური პროდუქციის შეგრძნებას ტოვებს და გარემოსაც არ აყენებს ზიანს!

აღსანიშნავია სასაჩუქრე ნაკრებები, რომლებიც იდეალური იქნებოდა კორპორატიულ თუ უბრალო საჩუქრად.

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.