ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მზესუმზირა mzesumzira
მზესუმზირა mzesumzira

აკნატუნე მზესუმზირა და ისიამოვნე

ქართულია & kar.ge-ა!

როცა თავისუფალი დრო გაქვს, როცა სეირნობ, როცა ფილმს უყურებ, როცა ჭორაობ, როცა უბრალოდ კნატუნი გინდა 🙂 ნებისმიერი სიტუაციისთვის შემიძლია შევიძინო 🙂 მაშინაც კი როცა ვდიეტობ, დიახ და მე ამით ნამდვილად არ ვიმატებ წონაში, ვფიქრობ, რომ გამონათქვამი მზესუმზირა ასუქებს – მითია 🙂

თავად კომპანია ასე ამბობს: ქუთაისური ბრენდი დაარსდა 2007 წელს, მას შემდეგ დიდი შრომითა და მონდომებთ, ჩვენმა პერსონალმა მიაღწია იმას რომ უკვე დღეს მთელი საქართველო მიირთმევს და სიამოვნებას იღებს ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციით. ესეც მწარმოებლის ვებსაიტი და ფეისბუქის გვერდი თქვენი ცნობისმოყვარეობის დეფიციტს შევავსებ. 🙂 სხვადასხვა მოცულობის შეფუთვა კომფორტულია, სხვადასხვა რაოდენობის დროის გასაყვანად, 🙂 ან იმის მიხედვით უბრალოდ რამდენს გაქაჩავ.

გემრიელი, მსხვილი მარცვალი, კარგი მოხალული, დროის გაყვანის უებარი საშუალება.

აკნატუნე, იფიქრეთ რომ ქართულ ეკონომიკას თქვენ ამ უბრალო გართობითაც კი ეხმარებით, ზრდით ქართულ წარმოებას, ხელფასს უხდით რამდენიმე ქართველ ადამიანს და დამერწმუნეთ სასიამოვნო ღიმილი და სიამოვნების შეგრძნება თავისთავად მოვა 🙂

დაძაბული ორშაბათის მერე ხელს გავაყოლე, საოჯახო საქმეებს მოვრჩები, ყველას მივაძინებ და ჩავუჯდები 🙂 შემომიერთდით!

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.