ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ბადაგონი, ალაზნის ველი – ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინო

ბადაგონი, ალაზნის ველი

ქართულ ბაზარზე მოქმედ ღვინის კომპანიებს შორის დიდი კონკურენციაა. ბრძოლა მიდის ყოველი გოჯი დახლისათვის, ყოველი გოჯი კუნძულისათვის და ამ ბრძოლაში რეალურად ნეიტრალდება ყოველი თეთრი მოგება. საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ქართული ღვინით და აქ ნემსის ჩასავარდნი ადგილიც აღარ დარჩა. ხოლო როცა ქართული ღვინოა თემა, ბადაგონი აუცილებლად ამოტივტივდება ხოლმე გონებაში. სწორედ ამის შედეგი იყო 31 ივლისს, ჩემი მეუღლის დაბადების დღესაც, როცა ბადაგონის ორი ბოთლი …

განაგრძე კითხვა »

გაინტერესებს მიწის თხილი “ბუმი” როგორია?

მიწის თხილი ბუმი

აგვისტოში, ბათუმში 2 დღით სტუმრობისას აღმოვაჩინე ეს მიწის თხილი. სპეციალურად ვეძებდი, რომ რამე ადგილობრივი წარმოების მენახა და kar.ge-ზე გამეშუქებინა. გამყიდველს რომ გავანდე ჩემი განზრახვის შესახებ გაუკვირდა, რად გინდაო. გაუკვირდა ეს რომ ვიყიდე 1.2 ლარად და არა იმპორტულები, უკეთესად შეფუთულები და სავარაუდოდ უფრო გემრიელებიც. შ.პ.ს “ბუმი”-ს საკონტაქტო ინფორმაციას ინტერნეტში ძებნისას გადავაწყდი. მისამართი: საქართველო, ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქ.N18/20, ბ.N68; ელ.ფოსტა : adambadze78@mail.ru; …

განაგრძე კითხვა »

გაახლებული ბახმარო – სეზონის ჰიტი!

ბახმარო

ერთი შეხედვით რადიკალური, მაგრამ გადაწყვეტილება, რომელმაც გაამართლა. თუ ამ მომენტამდე საქართველოში წყლის თითქმის ყველა მწარმოებელი მწვანე ან მომწვანო ფერის ბოთლებისკენ მიილტვოდა, ან ღია ცისფერისკენ, ბახმარომ კარდინალურად დათელა ეს სტერეოტიპი და შემოგვთავაზა აგრესიული ხასხასა ლურჯი! ნეტა რატომ? ფაქტია ის, რომ ხალხმა ეს ფერი აიტაცა. აიტაცა კი არა ამ ერთი კვირის წინ ბათუმში ყოველ მეორეს ხელში ბახმარო ეჭირა. მე რომ გაახლებული ბახმაროს …

განაგრძე კითხვა »

შავი ჩაი გურიიდან. და ეს მხოლოდ დასაწყისია ….

შავი ჩაი, გურია კომპანი

საქართველოში ქართული ჩაის ბაზრის დიდი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქციას უჭირავს. როგორ გგონიათ რატომ? განა ქართული წარმოების ჩაი არ გვაქვს? გვაქვს და მერე როგორ, მაგრამ … მაგრამ … მყიდველებში ქართული ბრენდების შესახებ ინფორმაცია მინიმალურადაა, ქართული ბრენდების ცნობადობა მინიმალურია, დახლზე ქართული ბრენდების წარმოდგენის ხარისხი მინიმალურია, და ა.შ. … ეს ყველაფერი კი სხვა მრავალ უარყოფითი გავლენის მქონე ფაქტორთან ერთად კი გაყიდვებზე აისახება. ყველაფერს ეშველება! …

განაგრძე კითხვა »

ახალი ქართული პროდუქტი: მიწის თხილი სეზამით. 6 შენიშვნა და 3 კომპლიმენტი

მიწის თხილი სეზამით.

დღეს ფუდმარტში შუადღისას „მოსასულიერებლად“ შესულმა შემთხვევით სნექების დახლზე უცნაური ფერის შეფუთვას მოვკარი თვალი. მივუახლოვდი, ვერ ვიცანი, დავაკვირდი … 3 სხვადასხვა სახის არაქისი იყო, სამივენი ერთ კომპანის. ოღონდ ფასებში იყო არეულობა. მაშინვე ვიკითხე სალაროსთან და აღმოჩნდა, რომ ეს 100 გრამიანი შეფუთვა 1.3 ლარი ღირდა. მოკლედ … წარმოგიდგენთ შპს „ძველი თბილისი“ის მიერ დაფასოებულ მიწის თხილს სეზამის მარცვლებით. კომპანია თბილისში მდებარეობს, ნადარეიშვილის 4 …

განაგრძე კითხვა »

გირჩის მურაბა გაგისინჯავთ? სასწაულია, სასწაული!

გირჩის მურაბა

ამ 1 კვირის წინ ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას რიკოთზე გავჩერდით, დასავლეთის მხარეს. იქ არის ერთი სასაუზმე ხეფინურა. ცოტა მოვსულიერდი თუ არა მიმოვიხედე, რამე სასუსნავი მომინდა. დახლზე რაღაც უცნაური შევნიშნე. გამყიდველ ქალბატონს დავეკითხე და აღმოჩნდა ქილაში გირჩის მურაბა ჰქონდა გასაყიდად გამოტანილი. გირჩის მურაბა – ამ სასწაულის შესახებ ადრე გამეგონა, მაგრამ გასინჯული არ მქონდა. აბა საიდან, თბილისში ხომ ამას ვერ იყიდი?! ასევე გამეგო, …

განაგრძე კითხვა »

შეჭამე ბაყაყი?

შეჭამე ბაყაყი

შეჭამე ბაყაყი – ბრაიან ტრეისის ეს ბესტსელერი ამ ერთი თვის წინ ვიყიდე და ჯერჯერობით გარე ყდა მაქვს მხოლოდ წაკითხული. რა ვქნა, ვერ მოვიცალე … თუმცა რაც ამ ყდაზე წავიკითხე უკვე ვაკეთებ. თუ ჩემს წინაშე ორი ბაყაყია, მათგან უფრო მახინჯს მივირთმევ პირველად. თქვენ წარმოიდგინეთ და სულაც არ მეცინება … და თქვენც გირჩევთ რომ სერიოზულად შეხედოთ ამ თემას. შეჭამე ბაყაყი – მთელი …

განაგრძე კითხვა »

მარწყვი ხობისწყლის ულამაზესი ხეობიდან, კოოპერატივი შამათია

მარწყვი

9 წლის იყო ნინო, როცა აფხაზეთში მომდარი საშინელი ომის გამო, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე „დევნილის“ სტატუსით აღმოჩნდა. და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა გადარჩენისა და თვითდამკვიდრებისთვის. ამ ბრძოლაში მან პროგრესისკენ მიმავალი გზა აირჩია, რომელიც განათლებაზე გადიოდა. ნინომ წარმატებით დაამთავრა ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი და  თავისი სპეციალობით განაგრძო მუშაობა სხვადასხვა კომპანიაში. დაოჯახების შემდეგ ნინოს ოჯახის სასარგებლოდ მოუწია არჩევანის გაკეთება და გარკვეული დრო დიასახლისობას მიჰყო …

განაგრძე კითხვა »

ლუდი ხევსურული … კარგი ლუდი!

ლუდი ხევსურული

ლუდი ხევსურული … პირველად დაახლოებით 1 თვის წინ დავსინჯე, მაგრამ მას შემდეგ უკვე მეორედ შევიძინეთ ოჯახში. ძალიან მომეწონა! მწარმოებელია ლუდსახარში ზედაზენი. ლუდ ხევსურულს თავისი Facebook გვერდიც კი აქვს. ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ფასია 1.9 ლარი [მარკეტის ფასი]. 3 მიზეზი მაქვს, რატომაც ხევსურულ ლუდს შემდეგ ჯერზეც ვიყიდი: ხევსურეთმა შემოგვინახა ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიცია. სწორედ ამ ტრადიციებზე მზადდება ლუდი ხევსურული. ეს ჩემთვსი ფასეულია! …

განაგრძე კითხვა »

ახალი აღმოჩენა: უგემრიელესი ორცხობილა – იმერიონი

ორცხობილა იმერიონი

ერთი კვირის წინ ბათუმში მოვხვდი. საკუთარ თავს 2 დღე გამოვუყავი „გადატვირთვისთვის“ და ბათუმში, ოჯახთან ერთად გავატარე. აი იქ აღმოვაჩინე შემთხვევით ეს პროდუქტი. ორცხობილის დიდი მოყვარული არ ვარ. მაგრამ იმერიონის ორცხობილა ლიმონით რომ გავსინჯე მაშინ მივხვდი როგორი უნდა იყოს საჩემო ორცხობილა. 5 რამეს გავუსვამდი ხაზს: ზომიერად მაგარია. არც ისეთი, რომ კბილები დაგამტვრიოთ და არც ისეთი, რომ კბილებში ჩაგრჩეთ; გემრიელია, მართლა გემრიელია. …

განაგრძე კითხვა »