ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ქართული სიგარილა RAMONA – დღე #22, 30 დღიანი გამოწვევა

ქართული სიგარილა RAMONA

სიგარა პირველად 12 წლის წინ გავსინჯე. ეს ჩემი ძმის დამსახურებით მოხდა, რომელმაც ქორწილის წინა დღით მე და ჩემს მომავალ მეუღლეს თითო ძალიან მაგარი კუბური სიგარა ჩაგვახუტა. იმის შემდეგ პერიოდულად ვეწევი ხოლმე, პრიორიტეტულად სიგარას რა თქმა უნდა. და ჩემს გახარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ თურმე საქართველოში შეიქმნა ახალი საწარმო, რომელიც სიგარას გამოუშვებს. ეგ კიდევ რა, ორმაგად გასახარი იყო ჩემთვის, …

განაგრძე კითხვა »

ღვინის მარანი მანაველი – დღე #21, 30 დღიანი გამოწვევა

ღვინის მარანი მანაველი

ქართულ სუფრაზე ცხადია თამადას მიჰყავს აღლუმი, მაგრამ კარგი ღვინო თუ ხელს არ უწყობს ქეიფი ვერ შედგება. ჩვენს წინასაახალწლო „სუფრაზე“ ქარვასლაში კი ღვინო ნამდვილად კარგი გვქონდა და იგი ღვინის მარანი მანაველის დამსახურებაა. ღვინის მარანი მანაველი ერთადერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ საქმეში დადგა და თავისი პროდუქცია მომხმარებელს წარმოუდგინა. ღვინის მარანი მანაველი კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ჩამოსასხმელი ღვინო, ასევე ბოთლის, მათ შორის …

განაგრძე კითხვა »

ლიმონათი ხილიანი – დღე #20, 30 დღიანი გამოწვევა

ლიმონათი ხილიანი

უმაგრესი გამოფენა-გაყიდვა დავასრულეთ დღეს ქარვასლაში თუ თქვენ იქ იყავით, ე.ი. იცით რაც მოხდა … ხოლო თუ არ იყავით აჰა თქვენ პირველი დღის შეჯამება 55 სურათში, საიდანაც სიტუაციას ნამდვილად იგრძნობთ … დღეს კი, 30 დღიანი გამოწვევის 20-ე დღეს მინდა გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ჰიტი მინდა წარმოგიდგინოთ – ლიმონათი ხილიანი ლიმონათი ხილიანი ქართული ბრენდი, რომელიც წელს გამოჩნდა ბაზარზე … ქართული ბრენდი, რომელმაც აგრესიულად შეავიწროვა …

განაგრძე კითხვა »

ბადაგი – დღე #19, 30 დღიანი გამოწვევა

ბადაგი

ეს იცით რა არის? თქვენ ხედავთ კომპანია ბადაგის უნიკალური პროდუქციას სასაჩუქრე შეფუთვებში. ეს პროდუქცია წარმოდგენილია სავაჭრო ცენტ ქარვასლაში, სადაც 18-20 დეკემბერს ხარისხიანი ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. მონაწილეები არიან: AG მიკროელექტრონიკა, თექამიქსი, ნიკორა, ღვინის მარანი მანაველი, ქართული ჩიფსი Frixx, ბებოს ნობათი, ქართული წინდა, ჩირკოლადი, კომპანია BPC – ასკილის წვენი, ბადაგი, კოკლოზინას ბაქლავა, ქართული ყავა ჩერი, ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური, ბებოს ლავაში, Delicato (ქეითერინგი), საირმე, მედა …

განაგრძე კითხვა »

შუშა კიტრი – დღე #18, 30 დღიანი გამოწვევა

შუშა კიტრი

ხედავთ რა სიცოცხლეა? იცით როგორი პოპულარული იყო ეს პროდუქტი დღეს ქარვასლაში დაწყებულ გამოფენა-გაყიდვაზე? ეს არის ჰიტი! ხვალაც და ზეგაც იქნება! მწარმოებელი? სს საქართველოს სათბურის კორპორაცია! და კიდევ მრავალი პროდუქტი, რომელსაც შემდეგი კომპანიები წარმოგიდგენენ: AG მიკროელექტრონიკა, თექამიქსი, ნიკორა, ღვინის მარანი მანაველი, ქართული ჩიფსი Frixx, ბებოს ნობათი, ქართული წინდა, ჩირკოლადი, კომპანია BPC – ასკილის წვენი, ბადაგი, კოკლოზინას ბაქლავა, ქართული ყავა ჩერი, ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური, …

განაგრძე კითხვა »

თექის ნაძვის ხის სათამაშოები – დღე #17, 30 დღიანი გამოწვევა

ნაძვის ხის სათამაშოები

დღეს ბარბარობაა და გადავწყვიტე რამე ტრადიციული ქართული პროდუქტი დამედო 30 დღიან გამოწვევაში. ხვალ, 18 დეკემბერს ქარვასლაში [ც. დადიანის #7] ქართული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იხსნება. 23 ქართული კომპანია მონაწილეობს თავისი წარმოებული პროდუქცით. მათ შორის კი არის ერთი – თექამიქსი, რომელიც თექის ასეთ სილამაზეს აწარმოებს. ორიგინალური პროდუქტია, ნაღდი ქართულია და თან იდეალურად უხდება წინასაახალწლო სიტუაციას. თანაც ფუნფულაა და ჯანსაღი. ნაძვის ხის ბურთები …

განაგრძე კითხვა »

წყალტუბოს სიროფი – უმაგრესი პროდუქტი აღმოვაჩინე. დღე #16, 30 დღიანი გამოწვევა

წყალტუბოს სიროფი

დიდი მადლობა შენ, რომ ამას კითხულობ. სწორედ ამის გამოა, რომ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვა კარგად მომზადდა, სწორედ მაგიტომაა, რომ 30 დღიანი გამოწვევა წარმატებით მიდის და სწორედ ამ „ხმაურის“ კიდევ ერთი შედეგია ის აღმოჩენა, რომელიც მე დღეს გავაკეთე. გავიცანი ახალი ბრენდი – წყალტუბოს სიროფი. არა მხოლოდ გავიცანი, არამედ მწარმოებელი გაცნობისთანავე სრულფასოვნად ერთვება ჩვენს ერთობლივ ფერხულში. წყალტუბოს სიროფი ეს არის სიროფი, რომლის შემადგენლობაშია …

განაგრძე კითხვა »

მარილიანი პოპკორნი FRIXX – დღე #15, 30 დღიანი გამოწვევა

მარილიანი პოპკორნი FRIXX

ამ ტექსტის ადგილას შესავალი უნდა ყოფილიყო, სადაც მოკლედ უნდა დამეწერა [უფრო სწორად დავწერე და მერე წავშალე] თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ჩვენს გამოწვევას, რა კარგ მაგალითს ვაძლევთ ყველას ჩვენს ირგვლივ … მაგრამ მერე მივხვდი, რომ პირდაპირ საქმეზე გადასვლა ჯობია. საქმე კი არის იმ სიახლის ჩვენება, რომელმაც სულ ეს-ესაა ჩვენს ცხოვრებაში შემოაბიჯა. ეს არის … მარილიანი პოპკორნი FRIXX როცა 1 წლის …

განაგრძე კითხვა »

თექის საახალწლო ნაძვის ხე – თექამიქსის წინასაახალწლო სასაჩუქრე პროდუქცია

თექის საახალწლო ნაძვის ხე

თექის ბევრი ხელნაკეთი პროდუქცია მინახავს, მაგრამ შეხვედრისას თეონამ ეს ნაძვის ხეები რომ მაგიდაზე გაშალა დავმუნჯდი ისეთი სილამაზე დავინახე თვალწინ. გარწმუნებთ, ეს სურათები ვერ ასახავენ ამ სილამაზეს, თუმცა 18-20 დეკემბერს მათი ხილვაც შეგეძლებათ და ყიდვაც. მით უმეტეს, რომ ფასი ძალიან, ძალიან ხელსაყრელია. თექის საახალწლო ნაძვის ხე – ხელით შექმნილი საახალწლო აქსესუარია, რომელიც დამზადებულია ნატურალური მატყლითა და აბრეშუმით, თითოეულს აქვს განუმეორებელი დიზაინი …

განაგრძე კითხვა »

MyVideo TV Box – დღე #14, 30 დღიანი გამოწვევა

MyVideo TV Box

2 კვირა შესრულდა 30 დღიანი გამოწვევის დაწყებიდან. უკვე აშკარად იგრძნობა, რომ უჭირთ მონაწილეებს. უჭირთ სისტემატურად ყველაზე მარტივი ქმედების შესრულებაც კი და აქ არაფერი გაგიკვირდეთ. ასეთი პროცესია და ეს მოსალოდნელიც იყო. მე სხვა რამ უფრო მაინტერესებს: რამდენი შემორჩება ბოლომდე? რამდენი არ დაყრის ფარ-ხმალს და ბოლომდე შეასრულებს 30-ვე დღეს? მე კიდევ ერთი რამ მაწუხებს კიდევ … ის, რომ გინდა-არგინდა მაინც უმეტესად საკვების შესყიდვა …

განაგრძე კითხვა »