ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინის მარანი მანაველი

ღვინის მარანი მანაველი – დღე #21, 30 დღიანი გამოწვევა

ქართულ სუფრაზე ცხადია თამადას მიჰყავს აღლუმი, მაგრამ კარგი ღვინო თუ ხელს არ უწყობს ქეიფი ვერ შედგება. ჩვენს წინასაახალწლო „სუფრაზე“ ქარვასლაში კი ღვინო ნამდვილად კარგი გვქონდა და იგი ღვინის მარანი მანაველის დამსახურებაა. ღვინის მარანი მანაველი ერთადერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ საქმეში დადგა და თავისი პროდუქცია მომხმარებელს წარმოუდგინა.

ღვინის მარანი მანაველი

კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ჩამოსასხმელი ღვინო, ასევე ბოთლის, მათ შორის პრიზიორი ღვინოებიც. ორიგინალურ ხის მაგიდაზე იყო ყველაფერი გაშლილი, სადაც მომხმარებელს შეეძლო როგორც ღვინის დაგემოვნება, ასევე შეძენაც. მინი ქვევრებიც სასიამოვნო სიტუაციას ქმნიდნენ.

ეხლა საახალწლო სუფრები გველის. ამ სუფრებზე აუცილებლად ქართული პროდუქტი განალაგეთ, მით უმეტეს, რომ გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, ქართული სალფეთქის ჩათვლით. ღვინო კი … მოიკითხეთ მანაველი სავაჭრო ქსელში, შეიძინეთ და დაამშვენეთ საახალწლო სუფრა მანაველით!

მადლობა კომპანიას, რომ ქართული საქმის გვერდით იდგა!