ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაძვის ხის სათამაშოები

თექის ნაძვის ხის სათამაშოები – დღე #17, 30 დღიანი გამოწვევა

დღეს ბარბარობაა და გადავწყვიტე რამე ტრადიციული ქართული პროდუქტი დამედო 30 დღიან გამოწვევაში. ხვალ, 18 დეკემბერს ქარვასლაში [ც. დადიანის #7] ქართული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა იხსნება. 23 ქართული კომპანია მონაწილეობს თავისი წარმოებული პროდუქცით. მათ შორის კი არის ერთი – თექამიქსი, რომელიც თექის ასეთ სილამაზეს აწარმოებს. ორიგინალური პროდუქტია, ნაღდი ქართულია და თან იდეალურად უხდება წინასაახალწლო სიტუაციას. თანაც ფუნფულაა და ჯანსაღი.

ნაძვის ხის ბურთები – ხელით შექმნილი მატყლის ბურთებია, რომელთაც აქვთ განსხვავებული და უნიკალური დიზაინი აქვთ. ნაძვის ხეს შესძენს ორიგინალურობას, რადგან არ არის სტანდარტული მასიური წარმოების სათამაშოების მსგავსი, არ ტყდება, აქვს მცირე ზომის ნახვრეტი, სადაც სურვილისამებრ მისალოცი ბარათის ან სხვა თქვენთვის საინტერესო სიმბოლური აქსესუარის განთავსება შეიძლება. ფასი: 7 ლარი.

მინიშნება ჩემგან …

რას ყიდულობ წინასაახალწლოდ, როცა სტუმრად მისულს ხელი გინდათ დაიმშვენოთ რამე ნაღდი ქართულით, ეროვნულით? ღვინოს ხომ? ჩურჩხელას და ა.შ. ხომ? გიფიქრია რამე უფრო „გრძელვადიანი“ და მშვენიერით დაიმშვენო ხელი? სწორედ ესაა შანსი … გარდა ამისა თუ თქვენს ორგანიზაციაში გინდა თანამშრომლებს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთო, აი თქვენ უნიკალური შანსი.

ეხლავე დაურეკეთ კომპანიის წარმომადგენელს და შეუკვეთეთ თქვენთვის ესკლუზიურად დამზადებული თექის წინასაახალხლო ნაძვის ხე. ან გვეწვიეთ გამოფენა-გაყიდვაზე და თქვენი თვალით ნახეთ და შეიძინეთ ეს სილამაზე.

თამუნა სუთიძე
597 100 101
t.sutidze@gmail.com

 

* გეპატიჟებით 2015 წლის 18, 19 და 20 დეკემბერს მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას მიერ ორგანიზებულ ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიან წინასააახალწლო გამოფენა-გაყიდვაში – “kar.ge ქართული ქარვასლა”.  მისამართი: ც. დადიანის #7.