ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული სიგარილა RAMONA

ქართული სიგარილა RAMONA – დღე #22, 30 დღიანი გამოწვევა

სიგარა პირველად 12 წლის წინ გავსინჯე. ეს ჩემი ძმის დამსახურებით მოხდა, რომელმაც ქორწილის წინა დღით მე და ჩემს მომავალ მეუღლეს თითო ძალიან მაგარი კუბური სიგარა ჩაგვახუტა. იმის შემდეგ პერიოდულად ვეწევი ხოლმე, პრიორიტეტულად სიგარას რა თქმა უნდა.

და ჩემს გახარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ თურმე საქართველოში შეიქმნა ახალი საწარმო, რომელიც სიგარას გამოუშვებს. ეგ კიდევ რა, ორმაგად გასახარი იყო ჩემთვის, რომ ამ სიგარის გამოშვება ესწრებოდა დეკემბერის გამოფენა-გაყიდვამდე და ჩვენს ღონისძიებას კიდევ ერთი ჰიტური პროდუქტი დაამშვენებდა. ჰოდა გაიცანით …

ქართული სიგარილა RAMONA

მულატკების თეძოებზე დახვეული არ არის, მაგრამ აჭარული ნედლეულით კი არის დამზადებული საქართველოში და მართლა ძალიან მაგარია. გამოფენა-გაყიდვაზე სიგარელები იყო წარმოდგენილი ძალიან ორიგინალურ შეფუთვებში მხოლოდ სადემონსტრაციოდ, არ იყიდებოდა. მეამაყება, რომ მეც მქონდა ბედნიერება დამეგემოვნებინა RAMONA და ბევრ სტუმარსაც ჩემნაირად.

ამ სტატიით სიგარეტს, სიგარას და თუთუნს … ზოგადად მოსაწევს რეკლამას არ ვუკეთებ. ადამიანს ჭკუა თავში თუ არ აქვს, მაინც მოიტეხს კისერს სიგარეტის მოწევით იქნება ეს თუ სხვა რამით. მე ერთი ხედვა მაქვს, რომელსაც ამ შემთხვევაში „ვასრულებ“: ეს მე ვეწევი სიგარეტს, სიგარეტი კი არ მეწევა მე … ასე რომ მინდა მოვწევ, მინდა არ მოვწევ და თან ყველაფერი ეს მაშინ, როცა გამიხარდება.

იცნობდეთ ქართულ სიგარილა RAMONA-ს, რომელის სულ ესესაა შემოვიდა ბაზარზე. მალე მოგვარდება გაყიდვებთან დაკავშირებული ნიუანსები, ქსელშიც გამოჩნდება და ჩვენც პირველები გამცნობთ ამის შესახებ!

IMG_0490 IMG_0494 IMG_0498 IMG_0499 IMG_0507