ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა – შეაფასეთ ახალი პროდუქტი

ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა

აბა ვის გიყვართ ბამბის ნაყინი? ბამბის ნაყინი ტკბილი ბამბა ჩემს თვალსაწიერში პირველად დღეს გამოჩნდა. პროდუქტი შემთხვევით ამ დილით აღმოვაჩინე ჩემი უბნის მარკეტში…. აღმოვაჩინე და შევიძინე 1.2 ლარად ეს კონკრეტული ბურთულა. შეკითხვები გამიჩნდა. ბევრი ფიქრის გარეშე ავიღე ტელეფონი და დავრეკე იმ ნომერზე, რომელიც მითითებული იყო ეტიკეტზე და გავესაუბრე პირს, რომელმაც მიპასუხა. გადავამოწმე მწარმოებელი რეესტრში. მოკლედ, თემა გავაანალიზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო …

განაგრძე კითხვა »

თავი იგრძნო ჯადოქრად? დიახ, WarlockVR ქართული ნაწარმია …

WarlockVR

აი ამას ნამდვილად ვერ შეჭამთ … უფრო სწორად შეჭამთ, მაგრამ გონებით … Warlock VR – ეს არის პირველი ქართული VR თამაში, რომელშიც პრაქტიკულად ჯადოქარი ხარ!   kar.ge-ზე ძალიან მივეჩვიეთ „კუჭზე გამავალ“ ქართულ პროდუქციას, მაგრამ დღეს მინდა ქართული ინოვაციური თამაში – WarlockVR შემოგთავაზოთ. ეს არის ქართული თამაშების სტუდია – StormBringer Studios-ის მიერ შექმნილი თამაში, რომელიც Oculus Rift-ს და Leap Motion-ს იყენებს. …

განაგრძე კითხვა »

ბრწყინვალე ფინალური დღე – დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

ბრწყინვალე ფინალური დღე - დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა

უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენს საერთო ინიციატივაში – 30 დღიან გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და თუნდაც ერთი ქართული პროდუქტის სურათი განათავსა მოძრაობა kar.ge-ს Facebook გვერდზე. განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლომდე პირნათლად შეასრულა ყველა დღის ამოცანა. ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ასევე უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომელთაც იდეა მომაწოდეს და ერთობლივად არა მარტო ქართული პროდუქტი ვიყიდე და 30 დღიანი …

განაგრძე კითხვა »

სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა

მითანა

ეს დიდებული კალათა მითანას 26-27 სექტემბერს ჰქონდა წარმოდგენილი. იმდენად ეფექტური სურათია, რომ უარი ვერ ვუთხარი ამ გამოწვევის სტატიის მთავარი სურათის პოზიციაზე. ჩემი ნაყიდი და გადაღებული სურათი კი აქვეა, მოკრძალებულად, ქვემოთ … სერველადი არ მეგულება ხორციმჭამელი რომელსაც ძეხვი არ უყვარს. სერველადი ძეხვების მეფედ თუ არ ჩაითვლება, ძეხვეულის ოჯახში თავისი ადგილი ნამდვილად ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მაინც უჭირავს. მწარმოებელია მითანა, რომელიც ჩვენს მიერ …

განაგრძე კითხვა »

კაკალი – ნამცხვარი ტკბილი ქვეყანასაგან – დღე #28, 30 დღიანი გამოწვევა

კაკალი - ნამცხვარი ტკბილი ქვეყანასაგან

ოოო … თუ ეს არ გაგისინჯავთ ჯერ, აუცილებლად გამოასწორეთ შეცდომა … 8,5 ლარი ღირს კილოგრამი ეს კაკალი ნამცხვარი. გარანტიას გაძლევთ ბავშვებს ვერ მოპირავთ … კაკალი ეს სახელი პირობითია, არც კი ვიცი ზუსტად რა ჰქვია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც ეს ნამცხვარი პირველად გავსინჯეთ მთელმა ოჯახმა [ეს 26-27 სექტემბერის გამოფენა გაყიდვაზე მოხდა ქარვასლაში], იმის შემდეგ ჩვენს ოჯახში მეტად ხშირად გვსტუმრობს …

განაგრძე კითხვა »

ალაზნის ველი, KTW – დღე #27, 30 დღიანი გამოწვევა

ალაზნის ველი

ღვინო მიყვარს! ოღონდ ბოთლის … ბოთლის ღვინოებს შორის კი წითელს და ნახევარტკბილს უფრო ვეძალები … სწორედ ასეთია კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული ალაზნის ველი, რომელიც პირადად ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 27-ე დღის მშვენებაა!   თქვენ რომელ ღვინოს უფრო ეძალებით? ქვევრის თუ ბოთლის? კონკრეტულად რომელს?

განაგრძე კითხვა »

ექსტრა – ჭურჭლის სარეცხი საშუალება [ქართული]- დღე #26, 30 დღიანი გამოწვევა

ექსტრა

ცოტა ვინმეს წარმოუდგენია ასეთი რამ, მაგრამ ფაქტია … საქართველოში სარეცხი და საპრიალებელი საშუალებებიც იწარმოება. ეს არის კომპანია – მედა ბრაითი, რომელიც არა მხოლოდ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაზე იყო წარმოდგენილი ქარვასლაში, არამედ ჩვენსა და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ პირველი გამოფენა-გაყიდვაშიც მონაწილეობდა, რომელიც 26-27 სექტემბერს ჩატარდა ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში. დღეს კომპანიის წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი მინდა გაგაცნოთ. ექსტრა ექსტრა ჭურჭლის …

განაგრძე კითხვა »

კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა

კარაქი ნაგემი

დღეს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის 25-ე დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მომენტამდე მოგვყვება. ამ საღამოს 22:00-ზე, იმ დროს როცა ჩვეულებრივ 30 დღიანი გამოწვევის სტატიას ვაქვეყნებ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ვიქნები, სადაც ქ-ნი ნინო ზაუტაშვილის მიერ ქართული პროდუქტების და ქართული წარმოების თემაზე გაკეთებული საათნახევრიანი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ვარ. ჰოდა ერთი კარგი საქმის გამო მეორე კარგი საქმე რომ არ დაზარალდეს ამ პოსტს …

განაგრძე კითხვა »

Delicato, ქეითერინგი – დღე #24, 30 დღიანი გამოწვევა

delicato (ქეითერინგი)

ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტის ორგანიზება ან ქეითერინგ მომსახურება ადვილი საქმე არ არის. რაც არ უნდა გამოცდილი ორგანიზატორი იყოთ მაინც საჭიროა გვერდში მდგომი კომპანია, რომელსაც დაეყრდნობი და რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. სწორედ ერთი ასეთი კომპანია გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ. Delicato საკვების მიმართ მე პირადად სერიოზული მოთხოვნები მაქვს – იგი ჩემს 5-ვე …

განაგრძე კითხვა »

ნ.ე.არტი, ხის სუვენირები – დღე #23, 30 დღიანი გამოწვევა

ნეარტი

როგორც კი გამოფენა-გაყიდვის წინა დღეებში სარეკლამო კამპანია მოვქოქეთ, სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი აურზაური. ბოლო 3 დღეში ისეთი ცვლილებები მოხდა, წარმოდგენითაც რომ ვერ წარმოვიდგენდით. ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება იყო 17 დეკემბერს კომპანიის შემოერთება, რომელიც აი ასეთ მაგარ ხის სუვენირება ამზადებს. იმდენად სწრაფად მოხდა და გარკვეული გაგებით გვიანაც ყველაფერი, რომ დაბეჭდილ მასალებში ლოგოს ჩამატებაც კი უკვე გვიან იყო და … გაიცანით ნეარტი ნ.ე.არტი, …

განაგრძე კითხვა »