ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნეარტი

ნ.ე.არტი, ხის სუვენირები – დღე #23, 30 დღიანი გამოწვევა

როგორც კი გამოფენა-გაყიდვის წინა დღეებში სარეკლამო კამპანია მოვქოქეთ, სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი აურზაური. ბოლო 3 დღეში ისეთი ცვლილებები მოხდა, წარმოდგენითაც რომ ვერ წარმოვიდგენდით. ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება იყო 17 დეკემბერს კომპანიის შემოერთება, რომელიც აი ასეთ მაგარ ხის სუვენირება ამზადებს. იმდენად სწრაფად მოხდა და გარკვეული გაგებით გვიანაც ყველაფერი, რომ დაბეჭდილ მასალებში ლოგოს ჩამატებაც კი უკვე გვიან იყო და … გაიცანით ნეარტი

ნ.ე.არტი, ხის სუვენირები

კომპანია ახალი დაფუძნებულია. ამზადებს აი ასეთ ძალიან მაგარ სუვენირებს, რომელთაგან თითოეული 10-25 ლარი ღირს. კომპანიამ გამოფენა-გაყიდვის დაწყებიდან 1 საათში სამი ნამუშევარი გაყიდა. ხის ნამუშევრები ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი არცერთი. თან ზუსტად რომ საახალწლო თემას შეესაბამება. სწორედ ამიტომაც გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა მისთვის იყო ფრიად წარმატებული.

ეს ზუსტად იმ ტიპის პროდუქტია, რომელიც წინასაახალწლოდ შეიძლება ძალიან დაგჭირდეთ, ამიტომ აქვე გაწვდით საკონტაქტო პირის ინფორმაცის. დაუკავშირდით ქალბატონ ეკა სიდამონიძეს 597 525 237; neart2015@yahoo.com