ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პროდუქცია & წარმოება

გაიცანით ჩაი მაისის კვირტი ჟონეთიდან

ჩაი მაისის კვირტი

ჩაი მაისის კვირტი – ამ ჩაის არსებობის შესახებ პირველად 2015 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე გავიგე. მაშინ სამწუხაროდ ფული არ დამრჩა და ვერ ვიყიდე. სამაგიეროდ 23 აპრილს ვიყიდე „აირჩიე ქართული“-ს გამოფენა-გაყიდვაზე. ვიყიდე და ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ნამდვილად! მე ჩაის მინის სპეციალურ ქილებში ვყრი და ისე ვინახავ. მუდმივად ორი სხვადასხვა ჩაი მაქვს, საუკეთესო ხარისხის, რაც კი ბაზარზე არის. ჩვეულებრივ შემოქმედის და გურიელის …

განაგრძე კითხვა »

ისწავლე ფოტოგრაფია – ვიდეოგაკვეთილების კრებულით

ისწავლე ფოტოგრაფია

ძალიან კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ფოტოგრაფიის შესწავლა აინტერესებს. გამოვიდა 14 ვიდეოგაკვეთილისგან შემდგარი კრებული, რომელიც უკვე გაყიდვაშია. ამ კარგი საქმის მოთავეა “საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია”. პროდუქტის პრეზენტაცია 25 აპრილს შედგა. რა არის თავად პროდუქტი? 14 ვიდეოგაკვეთილისგან შედგენილი სასწავლო კურსი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის აუცილებელი ცოდნა, რაც ტექნიკურად გამართულ და ესთეტიკურად დახვეწილ, საინტერესო ფოტოკადრს სჭირდება. ეს ინფორმაცია მოცემულია მარტივ, ყველასთვის გასაგებ და პოპულარულ …

განაგრძე კითხვა »

ახალი პროდუქტი: კამპა – წითელი გრეიფრუტი

კამპა, წითელი გრეიფრუტი

შპს კამპა, კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი 2009 წლიდან, ბრენდების „ჩვენი“ და „კამპა“ მფლობელი, 30-მდე სხვადასხვა არომატის და დაფასოების წვენებისა და ნექტარების მწარმოებელი, რომელთაც საქართველოშიც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს, წელს უკვე მეორე ახალი პროდუქტს უშვებს ბაზარზე. ეს არის კამპა – წითელი გრეიფრუტი. წვენების და ნექტარების ბაზარზე, რომ დაუნდობელი კონკურენციაა ეს ყველამ ვიცით. საქართველოს მოქალაქეები რომ ქართული წარმოების …

განაგრძე კითხვა »

ახალი პროდუქტი შპს „კამპა“-სგან: “ჩვენი” ვაშლი+მარწყვი

ჩვენი ვაშლი + მარწყვი

საქართველოში წვენებისა და ნექტარების ბაზარზე ოდნავი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ დაუნდობელი კონკურენცია მაშინვე თვალში მოგხვდეს. ამ ფონზე კი ყოველი ახალი ქართული პროდუქტის გამოჩენა გმირობის ტოლფასია. დღეს გავიგე ბრენდი „ჩვენი“-ს სახელით ახალი ნექტარის გამოსვლა და დღესვე რომ არ მეხარებინა ვერ მოვისვენებდი. “ჩვენი“, ვაშლი+მარწყვი მწარმოებელია შპს კამპა, რომელიც კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. 2009 წლიდან კომპანია მომხმარებელს სთავაზობს …

განაგრძე კითხვა »

ტკბილი ქვეყანას პასკა – შევაფასოთ?

ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტურად შევაფასო ის, რასაც მივირთმევ ხოლმე. ამიტომ თავიდანვე ვაფიქსირებ თუ როგორი მომწონს: ყოველგვარი გლაზურის/შოკოლადის გადასხმის გარეშე, ქიშმიშით დაძეძგილი [ბევრი ქიშმიშით], გემრიელი [უგემრიელესი], ზომიერად მყარი [მეტს ვიტყვი, მყარი], არომატული [1 მეტრში მაინც უნდა იგრძნობოდეს არომატი] და რაც მთავარია დედაჩემის გაკეთებული. ასეთს თბილისში ვერ იშოვნით! ასე გამოიყურება გაჭრილ მდგომარეობაში პასკა, რომლითაც შეგიძლიათ ხელი დამშვენოთ ამ სააღდგომოდ. გუშინ გვეწვია ოჯახში. ეს …

განაგრძე კითხვა »

დარბაისელი – ძველი ტრადიციული ქართული სამოსის ახალი სიცოცხლე

დარბაისელი

ბოლო წლების მანძილზე გამართულ ყველა გამოფენა-გაყიდვას ვესწრები, მათ შორის ტრადიციული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენებსაც. ბევრი სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთი ნივთი, ტანისამოსი და ა.შ. მინახავს და იშვიათად შემხვედრია ისეთი ორიგინალური ნამუშევარი, როგორიც არის დარბაისელი. ეს არის გათანამედროვებული ტიპის ყაბალახი, რომელიც შექმნილია ნატურალური ქსოვილით და ულამაზესი მაქმანების გამოყენებით. ქ-ნი ქეთევან ჯინჭარაძის მიერ რამოდენიმე თვის წინ სულ რაღაც 200 ლარით დაწყებული ჰობი, დღეს …

განაგრძე კითხვა »

გასინჯეთ მზარეულის პასკა – გემრიელი, ფაფუკი, არომატული!

ნიკორა/მზარეული პასკა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ყველა ოჯახი ემზადება. პასკა კი ამ სამზადისის მნიშვნელოვანი ნაწილია. შარშან მახსოვს წინასააღდგომოდ 5 თუ 6 პასკა დავაგემოვნე და ჩემი აზრი ღიად დავწერე. რამე სისტემატურ აქციას ამჯერად არ ვაპირებ, თან გვიანაცაა, მაგრამ თუ რამ ხელთ მომხვდება, ჩემს აზრს დავწერ. გუშინ ვიყიდე მზარეულის პასკა ქიშმიშით და თეთრი მინანქრით ნიკორას მარკეტში, გლდანში. ცოტა კი გამიჭირდა არჩევა იმდენნაირი ვარიანტი ჰქონდათ. 6.5 …

განაგრძე კითხვა »

„ნალია“ , 1 და 2 კგ. დაფასოებული სიმინდის ფქვილი ოზურგეთიდან

სიმინდის ფქვილი ნალია

გადასარევი ახალი ამბავი შემატყობინა გუშინ ჩემმა Facebook მეგობარმა – თამუნა კუპრაძემ. გურიაში თურმე დაფასოებული სიმინდის ფქვილი გამოუშვიათ სახელად „ნალია“. თეას დიდი მადლობა ამ ამბისათვის, ასევე მწარმოებლის ტელეფონის ნომრის მოწოდებისათვის. ცხადია კონტაქტი შედგა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკროდაფინანსების [5,000 ლარიანი] პროექტები როცა დაიწყო ბევრი „წუწუნი“ წამიკითხავს/მომისმენია, რომელთა ძირითადი ნაწილი დაფინანსების სიმცირეს უსვამდა ხაზს. 5,000 ლარი ბევრი არაა, მართალია, მაგრამ მრავალი სახის წარმოების …

განაგრძე კითხვა »

Altersocks – ქართული წარმოების წინდა ბაზარს ხალისით იპყრობს!

Altersocks - ქართული წარმოების წინდა

ამას თუ მოვესწრებოდი არ მეგონა … ხინკალი წინდაზე … და არა მხოლოდ ხინკალი … ქართული წარმოების წინდა, რომელსაც Altersocks აწარმოებს ქართული კომპანიაა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შემოიჭრა ბაზარზე. შემოიჭრა და „აიკლო“ ხალისით … ეს იმიტომ, რომ უბრალოდ წინდა კი არ გამოიტანეს ბაზარზე, არამედ სახალისო დიზაინის წინდები, უამრავი სახის. დასათვალიერებლად ეწვიეთ კომპანიის Facebook გვერდს და ვებსაიტს. საყიდლად კი თბილისი მოლში არსებულ …

განაგრძე კითხვა »

ტუალეტის ქაღალდი ასფურცელა იცოდით?

ასფურცელა

რაო, რახან ტუალეტის ქაღალდია არ უნდა დავწეროთ მასზე? იცით მაინც რამოდენა ბაზარია აქვს ჰიგიენის საშუალებებს? გაგიკვირდებათ რომ გითხრათ … თუ ქვემოთ კომენტარში დამეკითხებით, დავწერ 🙂 ასფურცელა – მის შესახებაც ადრეც გამეგო, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე დახლზე … საინტერესოდ ის მეჩვენა, რომ საბითუმოში დახლზე ზემოდან ედვა და დახლის ქვემოდან გამოღება არ დასჭირდა [ხშირია ასეთი შემთხვევაც] …   რა მომეწონა: ხარისხი ნორმალურია, არა, …

განაგრძე კითხვა »