ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კამპა, წითელი გრეიფრუტი

ახალი პროდუქტი: კამპა – წითელი გრეიფრუტი

შპს კამპა, კავკასიის რეგიონში წვენებისა და ნექტარების ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელი 2009 წლიდან, ბრენდების „ჩვენი“ და „კამპა“ მფლობელი, 30-მდე სხვადასხვა არომატის და დაფასოების წვენებისა და ნექტარების მწარმოებელი, რომელთაც საქართველოშიც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს, წელს უკვე მეორე ახალი პროდუქტს უშვებს ბაზარზე. ეს არის კამპა – წითელი გრეიფრუტი.

წვენების და ნექტარების ბაზარზე, რომ დაუნდობელი კონკურენციაა ეს ყველამ ვიცით. საქართველოს მოქალაქეები რომ ქართული წარმოების პროდუქციას არ წყალობენ ესეც ვიცით. მაგრამ მაინც დამაინტერესა და მოვიძიე რიცხვები და აი ისინიც … აღმოვაჩინე მარკეტინგული კვლევების კომპანია GAMMA-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც 1 წლისაა, ძველია, მაგრამ არა მგონია ეს რეალობა დიდად შეცვლილიყოს. თავად წყარო არის აქ, მე კი წყაროს მითითებით ამ რიცხვებს გადმოვიტან სტატიაში.

საქართველოს წვენების ბაზარზე წარდგენილია რამდენიმე ათეული კომპანია. ამ კომპანიების უმრავლესობა უცხოურია და, შესაბამისად, პროდუქცია – იმპორტირებული. ქართული მწარმებლების გაყიდვების წილი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საშუალოდ 15-17%-ს შეადგენდა.

წვენების ბაზარი იყოფა შემდეგ სეგმენტებად: ნატურალური წვენი, ნექტარი, მორსი და წვენის შემცველი სასმელები. გაყიდვების ძირითადი წილი – 84-85% მოდის ნექტარებზე, ნატურალურ წვენებზე – 13-14%, დანარჩენი პროდუქტების წილი შეადგენს საშუალოდ 1%-ს.

დღესდღეობით, აშკარა ლიდერია “სანდორას“ პროდუქცია, ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის წილი წვენების ბაზარზე შეადგენდა 50%-ზე მეტს. ტოპ-სამეულში შედიან „ლებედიანსკი“ – 10% და „კამპა“ 10%-ით.

2014 წელს 1 ლიტრი ნატურალური წვენის ფასი საშუალო შეწონილი ფასი შეადგენდა – 3,35 ლარს, 1 ლიტრი ნექტარისა – 3,10 ლარს. გემოების მიხედვით მომხმარებლის არჩევანი ასე გამოიყურება: შერეულ ხილი (Multi-Fruit Juice and Mix) – 40% – ზე მეტი, ფორთოხალი – ალუბალი -12%, ატამი – 10%, ვაშლი – 6%, ყველა დანარჩენი – 20%-მდე. ბოლო სამი წლის მონაცემებით, მთლიანად საქართველოში წვენის ბაზარი სტაბილურია და ფაქტობრივად უცვლელი, შეინიშნება მცირედი ზრდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ზრდა მეტ წილად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის. წყარო: Gamma Research, Retail Audit 2012-2014

მე პირადად კარგად მაქვს გათავისებული ის დებულება, რაც ამ ვებსაიტის ზედა მარჯვენა მხარეს არის დაწერილი და ყველა შემთხვევაში ვიყიდი ქართულს.

კამპა – წითელი გრეიფრუტი  უკვე შეტანილია ქსელში და სულ მალე გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი. მოიკითხეთ თქვენს სიახლოვეში, იყიდეთ, გასინჯეთ და მოსაზრებები აქვე გაგვიზიარეთ.