დღე #16 – ხელნაკეთი ბლოკნოტი, 17 კვადრატი

ცხვირ პირი თუ არ მიგეყინა ქართული პროდუქციის სავაჭრო ობიექტის და ქართული ნაწარმის ძებნაში რაა გამოწვევა? რაც მე 17 კვადრატი ვეძიე … და მაინც მოვძებნე … პრიზი მეკუთვნის ნამდვილად … ვიყიდე ორი ცალი ხელნაკეთი ბლოკნოტი … ხელნაკეთები … თითო 3 ლარად საახალწლოდ თოვლის ბაბუ რომ მიუტანს საჩუქრად ჩემს გოგოებს … სხვათა შორის ბევრი საინტერესო სასუვენირე და არა მხოლოდ ნივთი იყიდება 17 …

განაგრძე კითხვა »

დღე #15 – ლაღიძის წყალი, უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლიმნის ლიმონათი

ლაღიძის წყალი ბოლოს როდის გასინჯეთ? დღეს ლაღიძის წყალის რესტორანში,  გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაში, ჩამოსასხლელი ლიმონათი შევიძინე. ფაქტიურად ისტორიას შევეხე! არომატიც და გემოც სხვანაირი აქვს. სახლში ბავშვებმა გემო ასე დაახასიათეს: უცნაური! ლაღიძის წყალი – ცოცხალი ისტორიაა, ოღონდ დღეს გავიგე, რომ მხოლოდ 3 ბრენდული რესტორნითაა ბაზარზე შემორჩენილი. აქ უგემრიელესი ხაჭაპურები და ლობიანები ცხვება და და აი ის ორიგინალი ჩამოსასხმელი მინის ჭურჭლები რომ არის, …

განაგრძე კითხვა »

2016-11-29 ქართული და უცხოური წვენების #1 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება

2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge. 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების …

განაგრძე კითხვა »

„ბიზნეს პოზიტივი“ რადიო პოზიტივზე KAR.GE თემებთან ერთად

დიდი მადლობა ქალბატონ ნინო ბინიაშვილს და რადიო პოზიტივის მთელ გუნდს მოწვევისათვის. ვისაუბრეთ ცოტა უარყოფითზეც და ბევრ პოზიტივზე. მოგვისმინეთ, ძალიან საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ …

განაგრძე კითხვა »

დღე #14 – ჩვენი ფერმერის უგემრიელესი მოცარელა ნიკორას სუპერმარკეტიდან

მოცარელა გაგისინჯავთ? ერთადერთი მოცარელა, რომელიც მე ვიცი, რომ საქართველოში იწარმოება დღეს გავსინჯე … მე არ ვიცი როგორი გემო აქვს ორიგინალურ მოცარელას, მაგრამ ჩვენი ფერმერის მოცარელა არის ძალიან გემრიელი! ნიკორას სუპერმარკეტი კი, ქსელი, რომელშიც 100-ზე მეტი სავაჭრო ობიექტია უდაოდ იმ ლიდერთა შორისაა, რომელშიც უამრავი დასახელების საქართველოში წარმოებული ნაწარმი იყიდება. მათ შორის ჩვენი ფერმერის მოცარელაც, რომელიც 5 ლარი ღირს. ეწვიეთ, იყიდეთ და …

განაგრძე კითხვა »

„ფერმერის საათი“ საზოგადოებრივ რადიოზე. ქართული ნაწარმი: ხარისხი, ფასი, არჩევანი

დიდი მადლობა ქალბატონ ბარბარე ბენაშვილს მოწვევისათვის. ნამდვილად კარგი და საინტერესო გადაცემა შედგა, რომელშიც სურსათის უვლებლობის ექსპერტი, ქალბატონი ეკა ბურკაძე და მე ვღებულობდით მონაწილეობას. ჩართულობა იყო მისწრება, რამოდენიმე ადამიანმა დაგვირეკა პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო შეკითხვებით არადა რა „გვაცინებს“ … 3% ეკონომიკური ზრდა … 6 მილიარდ USD-ს რომ მიუკაკუნებს ის სავაჭრო დეფიციტი … შიმშილის და სიღატაკის ზღვარზე მისული მოსახლეობა … ყოველი მეხუთე …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოვიცნოთ ნაწარმი ქართულია თუ არა 3 სვლაში?

[ვსაუბრობთ ბრენდირებულზე, თორემ ბაზარში რომ ლობიო იყიდება მართლა ძნელია გაარკვიო ირანულია ის თუ ქართული. გამყიდველის კეთილსინდისიერებაზე და საჭიროების შემთხვევაში შენი “შემოლაწუნების სიძლიერეზეა” დამოკიდებული გაარკვევ თუ არა ამას] იმისათვის რომ არ შეცდეთ და თვითონვე შეძლოთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ამოცნობა მიჰყევით ამ 3 პუნქტიან ინსტრუქციას: 1) ნაწარმს უნდა ჰქონდეს ქართულენოვანი შეფუთვა და ეტიკეტი. თუმცა ეს არაა 100% საზომი. შეიძლება საექსპორტო დანიშნულებით აწარმოოს …

განაგრძე კითხვა »

დღე #13 – სვანური საცხობი #1: ნაღდი კუბდარი უნდა იყიდო აქ!

გლდანისკენ/მუხიანისკენ მიმავალ გზაზე როგორც კი მეტრი სარაჯიშვილს გაცდები [Google Map-ზე ნახეთ ზუსტად] უმაგრესი სწრაფი კვების ბრენდირებული ობიექტი დაგხვდება. დიდი არ არის, ორიგინალური „გარეგნობით“ გამოირჩევა. მაგრამ იქ სურნელი ტრიალებს … დღეს შევიარე და ორი ცალი უგემრიელესი კუბდარი და ორიც ლობიანი ყველით შევიძინე. ენით ვერ აგიწერთ ისეთი გემრიელი კუბდარი გამოდგა. სამი ლარი ღირს. ზომითაც ისეთია, რომ საშუალო ზომის ადამიანი 2 ცალზე მეტს …

განაგრძე კითხვა »

დღე #12 – საქკაბელის საფირმო მაღაზიაში (ელიავაზე) ნაყიდი ქართული წარმოების კაბელი

მივიწევთ წინ … იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს! გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში! …

განაგრძე კითხვა »

Tbilisi Shop – ლონდონში ქართული მარკეტი გაიხსნა

ვიცოდი რომ პროცესი დაძრული იყო და ლონდონში ქართული მარკეტი კეთდებოდა … გუშინღამ კი გავიგე, რომ უკვე გახსნილა და მუშაობს … შიგნით ქართულის გარდა რამოდენიმე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნის ნაწარმია თავმოყრილი… და მათ შორის რა თქმა უნდა ქართული ნაწარმიც … რომლის ასორტიმენტიც ნელ-ნელა შეივსება … მისამართი: 276 Cambridge Heath rd E29DA ბრენდი სპეციალურად შეიქმნა და ამ ბრენდით საქართველოდან სხვადასხვა დასახელების პროდუქტები გავა. …

განაგრძე კითხვა »