დღე #22 – ეფექტი ფლუ, ავერსი ფარმა

ზამთარია … ვირუსები დაერია ქვეყნიერებას … შემოგიტიეს მიკრობებმა? ჰოდა შეუტიეთ თქვენც … ქართული ნაწარმით  … თქვენ რას ფიქრობთ არ ვიცი, მაგრამ ჩემებს ეს ორივე, ტაბლეტი და ჩაი ძალიან მიეხმარა … მივაკალით გაცივება უმალვე … თან #30დღიანიგამოწვევის მორიგი დღეს შევასრულე 🙂 ვიყიდე ავერსში რა თქმა უნდა … ოღონდ სელფის გადაღება ობიექტში საერთოდ გადამავიწყდა ისე მეჩქარებოდა … ინფორმაციისათვის: #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს …

განაგრძე კითხვა »

დღე #21 – მაფინი, მწარმოებელი – BakeHouse

ეს უგემრიელესი პროდუქტი 23-24 დეკემბერს გამართულ „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“-ზე იქნება წარმოდგენილი ქარვასლაში. 3 ლარი ეღირება … თითებს ჩაიკვნეტთ … 4 სახის გამოდის … მწარმოებელია ემსიბი ჯორჯია, ბრენდი BakeHouse – http://bakehouse.ge დილით ჩაიზე მიდის სასწაულად … თან დააკვირდით შიგთავსსს … თავად მაფინს ქვემოდან აქვს სქელი ფურცელი, რომელიც იშლება ისე, რომ მაფინის დაჭრა ზედვე შეიძლება … ეს ბევრ უხერხულობებს აგაცილებთ …

განაგრძე კითხვა »

ასეთი სტიკერი გინდათ მანქანისათვის / მობილურისთვის / ლეპტოპისათვის?

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა იდეა გაჟღერებისთანავე ბომბივით გავარდა … ჩვენც ვიშრომეთ, რჩევები გავიზიარეთ და დავხვეწეთ დიზაინი … უკვე იბეჭდება ორი ვარიანტი: 1) 300 ცალი 15 სმ დიამეტრის წრე მანქანების კაპოტზე ან შუშაზე მისაკრავად 2) 200 ცალი 4 სმ დიამეტრის წრე ლეპტოპისთვის, ტელეფონისთვის და ა.შ. მცირე ნივთებისათვის   სად და როდის მიიღებთ სტიკერებს? მხოლოდ 23 და 24 დეკემბერს … მხოლოდ …

განაგრძე კითხვა »

დღე #20 – შოკოლადი ბიელა, რძიანი თხილით, შევიძინე ფურშეტში

გლდანი მოლის ფურშეტში აღმოვაჩინე დღეს სრულიად შემთხვევით … ფილა შოკოლადი … სამი სხვადასხვა ვარიანტი იყო, სამი სხვადასხვა ფერის შეფუთვით … ერთი ცალი 1.75 ლარი … ერთ ვიყიდე გასასინჯად … ნამდვილად კონკურენტული ფასი აქვს … გემოთიც ნორმალურია … ბავშვებსაც მოეწონათ … საწარმოს კარგად ვიცნობ. გრძელი და რთული გზა გაიარა პროდუქციის დასახვეწად … თუმცა მთავარი გოლგოთა წინ აქვს … მომხმარებლის გულების დაპყრობას …

განაგრძე კითხვა »

დღე #19 – დაკონსერვებული ღორის ხორცის მოთუშული, ABD Georgia

ჭოველიძის 25-ში აღმოვაჩინე ABD Georgia-ს ბრენდული მაღაზია … ნაწარმი ბევრი არ ელაგა, მაგრამ გამაკვირვა ერთმა ფაქტმა … რამოდენიმე ადამიანი შემოვიდა, რომელიც კონკრეტული პროდუქტის „რიგში ჩაეწერა“ … სახელი ვერ დავიმახსოვრე რა იკითხეს, მაგრამ გამყიდველმა უთხრა არ გვაქვო და რამოდენიმე დღეში რომ გვექნება დაგიკავშირდებითო … ამან სერიოზულად ჩამაფიქრა … შემდეგ კი ეს კონკრეტული ნაწარმი ავარჩიე … მსგავსი მეორე არ მინახავს … ღორის …

განაგრძე კითხვა »

23-24 დეკემბერის ფესტივალის ანონსი ბიზნესკონტაქტში

უღრმესი მადლობა ბნ. სანდრო ვეფხვაძეს და ბიზნესკონტაქტის მთელ გუნდს მხარდაჭერისათვის. სტუდიაში წამყვანთან ერთად ქართულ და კარგ თემაზე ვსაუბრობდით სს ივერიას დირექტორი, ბნ. დავით სილაგავა, შპს „ემსიბი ჯორჯია“-ს დირექტორი, ბნ. სანდრო რატიშვილი და მე, ტარიელ ზივზივაძე. ერთი სიტყვით, 2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება. …

განაგრძე კითხვა »

ეს ქართულია? ხალხი ითხოვს ქართულს და აი 17 ფოტოდასტური!!!

ფილმი “გლადიატორი” მახსენდება … სადაც სენატორი ამბობს, რომ რომის გული კოლიზეუმის სილაა და არა სენატის მარმარილოო … ჰოდა ერთ რამეს გეტყვით: ქართული ეკონომიკის პულსი ბაზარში სცემს და არა ჰიპერ/სუპერ/უბნის მარკეტის დახლზე … ან პარლამენტში … ან სადმე სხვაგან. ქართული „კოლიზეუმის სილა“ კი რეალიზმით გამოირჩევა … მკაცრი რეალიზმით … და იქ დანახული/გაგონილი/შეგრძნებული ბევრს ნიშნავს … სადაც ქარტოფილის გამყიდველთან 2 წუთის განმავლობაში …

განაგრძე კითხვა »

დღე #18 – შავი ჩაი, მაღაზია მუზეუმი სარჩო

მაღაზია მუზეუმი სარჩო … ამ ორიოდ დღის წინ ვეწვიე თაბუკაშვილის 22-ში … უცნაური ობიექტია … ერთის მხრივ ეს არის მინი მუზეუმი, სადაც ღვინის მე მგონი ყველა ატრიბუტი ადგილზეა ქვევრიდან დაწყებული ორშიმოთი დამთავრებული, რომ დაინტერესებული ადამიანი გაეცნოს … მეორეს მხრივ ეს მაღაზიაცაა, ოღონდ სხვანაირი მაღაზია … დგას დახლ-მაცივრები სადაც ქართული შოკოლადიდან დაწყებული კაკაოს ცხიმით დამთავრებული რამოდენიმე ერთეული პროდუქტი იყიდება [ძალიან ცოტა] …

განაგრძე კითხვა »

17-18 დეკემბრის Startup Market ფოტოებში

#ქართულიადაკარგია დღეს სტარტაპ მარკეტზე ვიყავი … ფოტოები გადავიღე … ბევრი კარგი ადამიანი ვნახე … და რამოდენიმე ფოტოს აქ გთავაზობთ … მხოლოდ ერთს გავუსვამ ხაზს … ქართულია & KAR.GE-ა (y) … ჩვენი, მოძრაობა KAR.GE-ს სხარტულა სლოგანი … უკვე სტარტაპ მარკეტის ჰეშტეგად იქცა … საამაყოა! ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გავყვირით ნელ-ნელა პოპულარული ხდება და ასეთ ღონისძიებებშიც გამოიყენება …

განაგრძე კითხვა »

დღე #17 – მაწონი, წნორის ქარხანა

წნორის ქარხანა, შპს „ნიკუშა პირველი“ … რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს ზემოთ ნახსენები სახელწოდება ფაქტია, რომ თბილისში ამ ქარხანას რამოდენიმე ბრენდული ობიექტი აქვს. და მაწონი მაგალითად, რომელიც ვიყიდე, ძალიან მოეწონათ ჩემთან ოჯახში. ეს ქილა მაწონი ჭოველიძის 23-ში ვიყიდე … მაწვნის გარდა იქ იყიდებოდა ყველი, ხაჭო, არაჟანი, ნადუღი … ასევე რამოდენიმე სახის ღვინო … მაწონი მაგალითად 1.35 ლარი ღირდა. იგივე ზომის …

განაგრძე კითხვა »