ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 23-24 დეკემბერს ბათუმში, ბათუმი მოლში Argani New Year Market გაიმართება

ძვირფასო მეგობრებო!

23-24 დეკემბერს, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში – Batumi Mall შედგება ხელნაკეთი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა – “Argani New Year Market“. 2 დღის განმავლობაში 5,000-მდე სტუმარს და მყიდველს დატვირთულ სავაჭრო ცენტრში დახვდება უამრავი სახის ხელნაკეთი ქართული ნაწარმი, აქციები, სპეციალური გასართობი პროგრამები ბავშვებისთვის ანიმატორების მონაწილეობით, სხვადასხვა აქტივობები, ბავშვების ნახატების გამოფენა და გაყიდვა (აუქციონი). შედგება მხატვრების და ფოტოგრაფების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ქმნი ხელნაკეთ ნაწარმს?
გაინტერესებს მონაწილეობა?
მაშინ, დაუკავშირდით ამ ადამიანს დაუყოვნებლივ!

მალხაზ ბაბლუანი
574 45 13 40
arganiartfest@gmail.com

 

PS

ორგანიზატორთა ენერგიული გუნდისთვის ეს ღონისძიება წელს რიგით მესამეა. ნახეთ აქამდე ჩატარებული ორი ღონისძიების შემაჯამებელ ვიდეოებს და მიხვდებით ვისთან გაქვთ საქმე

25-26-27 აგვისტო, 2017

 

8-9-10 ივლისი, 2017