რა ჭირს ქართულ ექსპორტს?

დიდი მადლობა ქალბატონ ნატო მიმინოშვილს და TV ობიექტივს თემისადმი გამოჩენილი ყურადღებისათვის. რეპორტაჟი 2018 წლის 8 ივნისს გავიდა TV ობიექტივის საღამოს ახალ ამბებში. ჩვენი სათქმელი არის მხოლოდ ერთი: სანამ 25 მილიარდ ლარიან შიგა ბაზარზე ადგილობრივი მწარმოებლების გაყიდვები არ იქნება მყარად მზარდი, მანამ ერთეულების ხვედრი იქნება ექსპორტზე პროდუქციის გატანა! სრული რეპორტაჟი ნახეთ აქ:

განაგრძე კითხვა »

რატომ არის „საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასიციაციის შექმნა მნიშვნელოვანი?

ძალიანაც ნუ გიხარიათ, რომ ჩინეთის შემდეგ მეორე ქვეყანა ვართ ერთ სულ მოსახლეზე ბიტკოინის წარმოებით. ის თუ იცით, რომ ევროპაშიც კი ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კუთხით 48 ქვეყანაში ათეულშიც არ ვართ? იცით ციბრუტივით მბრუნავ მსოფლიოში ამ კუთხით „სად“ ვართ? ჩამორჩენა სერიოზული გვაქვს და უფსკრული ღრმავდება. უნდა მოვიქოქოთ! მოკლედ, ამოსაქაჩი გვაქვს სერიოზულად ეს მიმართულება. ვიცი, ვიცი, რომ მთლად გასაგები არ არის ეს თემა ყველასთვის, …

განაგრძე კითხვა »

შეჯამება: 2018 წლის 1-31 მაისი, 1 თვიანი კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”

პატივცემულო მეგობრებო, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოძრაობა KAR.GE-მ წარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით 2018 წლის 1-31 მაისის პერიოდში გახორციელა 1 თვიან კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთ გაგვეცნო ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. შევქმენით სპეციალური პრომო გვერდი და კამპანია აპრილის ბოლოს დავაანონსეთ. ამ ვიდეოში კი TV ობიექტივზე მოკლედ არის აღწერილი ჩვენი …

განაგრძე კითხვა »

გაიცანით „ქართული პრემიუმი“-ს ხორცპროდუქტების საწარმო

ხორცპროდუქტები გიყვართ? ძეხვი, შებოლილები, სოსიები და ა.შ. გემრიელობები … გაინტერესებთ ხომ სად მზადდება პროდუქცია? მიტომაც დავდივართ, ვსტუმრობთ წარმოებებს და ვაკეთებთ FB Live-ებს. და იცით რას გეტყვით? თითოეული ეს ვიდეო არის 100% ცოცხალი! ყოველგვარი მონტაჟისა და მაიმუნობის გარეშე. კი, კადრიც დახტუნავს და კომენტარებიც ვერაა ხშირად დალაგებული, მაგრამ ძირითადებს ყოველთვის ვამბობთ და საწარმოებასაც ყოველგვარი შელამაზების გარეშე გიჩვენებთ! სწორედ ეს ბუნებრიობაა, რაც ყველაზე …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 20 ივნისს თბილისში Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 ტარდება

სად ბიტკოინი/ბლოკჩეინი და სად მოძრაობა KAR.GE? კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს შემდეგი: ბლოკჩეინ ტექნოლოგია რამოდენიმე წელიწადში გადაატრიალებს სამყაროს როგორსაც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ. მოძრაობა KAR.GE-ს ამოცანაა ვიყოთ ტექნოლოგიურ ავანგარდში და სიახლეები შემოვიტანოთ ქართულ საქმეში. 2018 წლიდან ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე. პირველი ღონისძიება, სადაც გამოსვლა მქონდა მე პირადად იყო 25 აპრილს გამართული Black Sea Blockchain Summit. ამჯერად Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ს …

განაგრძე კითხვა »

შევაჯამოთ „გემოვანი ბაზარი“ შარდენზე, ქარვასლაში: 2018 წლის 3 ივნისი

მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები სხვა თემით ვცხოვრობთ ქვეყანაში, დღეს მაინც ქართული დღეა: შარდენზე „გემოვანი ბაზარი“ გაიმართა. ცხადია ვესტუმრეთ, FB Live-იც გავაკეთეთ, ფოტოები გადავიღე და გიზიარებთ აქვე. პრაქტიკულად ყველაფერი რაც იქ იყო, ამ ფოტოებშია ასახული.   ესეც ადგილიდან გაკეთებული FB Live:

განაგრძე კითხვა »

2018-05-26: რუსთაველზე შედგა ადგილობრივი ნაწარმის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესაც გილოცავთ! და დღეს სპეციალურად ყველა ის სტენდი გადავიღე, რომელიც კი რუსთაველზე იყო წარმოდგენილი. ძალიან ბევრი მწარმოებელი იყო წარმოდგენილი. რაც მე მინახავს 26 მაისის დღესასწაულები მე მგონი ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა დღეს შედგა!

განაგრძე კითხვა »

ჯეო მულჩი – #ესპროდუქციაჩვენია

ასეთი ცხოვრებაში არ გექნებათ ნანახი ? პირდაპირ ეთერში გაიცანით ორგანული მულჩის მწარმოებელი – ”ჯეო მულჩი”, რომელიც სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს და რომელსაც ანალოგი კავკასიის მასშტაბით უბრალოდ არ ჰყავს ?. ეს არის ცოცხალი ისტორია სამშობლოს მოყვარული ემიგრანტი ქართველი კაცისა. ბნ. მიხეილ მესტვირიშვილი აშშ-ში 15 წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში გენიალური იდეით 4 წლის წინ დაბრუნდა და მულჩის წარმოება ააწყო. პირდაპირი ეთერის დროს ინტერნეტმა გვიმუხთლა, …

განაგრძე კითხვა »

გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის

გურიელი – ქართული ჩაის ინდუსტრიის ფლაგმანი! ქართული კომპანია, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია ქართულ ბიზნეს სექტორში! კომპანია, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაზარზე უშვებს უნიკალურ ჩაის, რომელიც საქართველოს 10 კუთხის არომატით არის სავსე! ჩაი საიუბილეო მხოლოდ 7,000 ცალი გამოვიდა და მისი შეძენა სულ მალე ქსელებში შეგეძლებათ! სწორედ ამ ჩაის პრეზენტაცია შედგა დღეს მოსწავლეთა სასახლეში თბილისში. გურიელის FB გვერდზე კი …

განაგრძე კითხვა »

ქართულ ნაწარმზე 20% ფასდაკლების უპრეცედენტო აქცია გუდვილში!

ყოჩაღ Goodwill • გუდვილი!!! დღეს უპრეცედენტო რამ მოხდა გუდვილში ? ასეთი რამ არცერთ ქსელს არ “უკადრებია” აქამდე ? გთხოვთ აუცილებლად გ ა ა ზ ი ა რ ე თ, რომ სხვა ქსელებმაც აიღონ მაგალითი და შემოგვთავაზონ არანაკლები ? ? რა მოხდა? რა და, ყველა ქართული წარმოების პროდუქტზე ღვინიდან დაწყებული, მაფინით დამთავრებული (შეფუთულებზე) იყო 20% ფასდაკლების აქვია მხოლოდ დღეს, 24 მაისს! …

განაგრძე კითხვა »