აი, ასეთი იყო „ნატურალური ღვინის და საკვების ფესტივალი“ 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2018 წლის 23 ივნისს, 18:00-დან აგუგუნდა „ნატურალური ღვინისა და საკვების ფესტივალი“ ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რომელსაც რიგ პარტნიორებთან, მონაწილეებთან და მედიასთან ერთად KAR.GE-ს მხარს უჭერდა. მივედი თუ არა, ავიარე-ჩავიარე, დავათვალიერე და კარგი ღონისძიების მოქოქვის სულისკვეთებით ეს ვიდეო ჩავწერე … მით უმეტეს, რომ ადგილზე გაგანია მზადება იყო … თან იქვე ბამბუკის მარინადი და მურაბა აღმოვაჩინე და ის გავაცანი საზოგადოებას …   გადაცდა თუ არა …

განაგრძე კითხვა »

26 ივნისს K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის შესარჩევი რაუნდი მოძრაობა KAR.GE-ს მხარდაჭერით ტარდება

გაცნობებთ, რომ სამშაბათს, 2018 წლის 26 ივნისს აკაკი ხორავას თეატრში (გ. ლეონიძის 11ა) ტარდება K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის საქართველოს შესარჩევი რაუნდი (ღონისძიების ბმული). რა არის K-POP? ეს სამხრეთ კორეაში წარმოშობილი მუსიკალური ჟანრია, რომელშიც ააერთიანებს ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტებს და მსოფლიო ახალგაზრდებს შორის მასშტაბური მუსიკალური სუბკულტურაა მილიონობით თაყვანისმცემლით. ღონისძიების მასპინძელია კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, KBS, საერთაშორისო კულტურისა და …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებლებო, ეს პუნქტი რამდენად სამართლიანია თქვენი აზრით?

სანამ რამეს ვიტყვი, მინდა გითხრათ შემდეგი: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთდერთი ადამიანი ვიყავი, ვინც ყველა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა (ვინც კი რამე გამოაქვეყნა) წერილობით შევაფასე და გამოვაქვეყნე kar.ge-ზე (აქ ნახეთ ყველა). ანუ, ამ საქმეში ცოტა რამ მესმის … იმ 52 გვერდიან პროგრამაში, რომლითაც საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის დამტკიცებამდე პარლამენტში წარსდგა, გამოვარჩევდი … ბევრ რამეს გამოვარჩევდი, მაგრამ ამჯერად მე-16 და …

განაგრძე კითხვა »

Import Goods Fair 2018 (KOIMA) და ქართველების წარმატებული მონაწილეობა. შეჯამება

KAR.GE კატალოგში რეგისტრირებული 12 მწარმოებლის ნაწარმი წარმოდგენილია იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილეს ყოველწლიურ გამოფენაზე აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018 (KOIMA). 2018 წლის 21-23 ივნისს ქალაქ სეულში, კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018. პირველად საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მოძრაობა KAR.GE-ს ჩართულობით სპეციალურად გამოფენისათვის საქართველოდან …

განაგრძე კითხვა »

შევაჯამოთ: Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

ახალი ტექნოლოგიები ვისაც გაინტერესებთ და 20 ივნისს ჩატარებული Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 გამოტოვეთ რა გითხრათ აბა … ბევრი დაკარგეთ. ჩვენ, მოძრაობა KAR.GE ჩავერთეთ როგორც მხარდამჭერიც და მონაწილეც. რა იყო საინტერესო? გამოსვლები, პანელური დისკუსიები და დემო ზონა ბევრი საერთაშორისო სტუმრით … თითოეული თავისებურად. მე პირადად ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი, საინტერესო შეკითხვები დავსვი, საინტერესო მოსაზრებებს მოვუსმინე, ჩემს ჩაფიქრებულ პროექტს 1-2 …

განაგრძე კითხვა »

პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, ბნ. მამუკა ბახტაძის ეკონომიკური გზავნილების შეფასება

სულ მალე ახალ პრემიერ მინისტრს ვიხილავთ … უღრმესი მადლობა TV იბერიას და ქალბატო მაცაცოს შესაძლებლობისათვის, რომ 2018 წლის 20 ივნისს პრემიერიობის კანდიდატის, ბნ. მამუკა ბახტაძის ეკონომიკური გზავნილების შეფასება პირდაპირ ეთერში მოვახერხეთ … მოკლედ … გასაგებად … საქმიანად … რას ველით ქართული საქმისთვის?

განაგრძე კითხვა »

ანონსი: ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი 23 ივნისს ეთნოგრაფიულ მუზეუმში

მწარმოებელი ხარ? ჩაერთე 🙂 დროის გემრიელად გატარება გსურს? მობრძანდი 🙂 23 ივნისს გიწვევთ ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში “ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალზე”, სადაც შეხვდებით ცნობილ ქართველ მეღვინეებს, მევენახეებსა და რესტორატორებს და შეძლებთ მათ მიერ დაყენებული ღვინისა და კერძების დაგემოვნებას, დამატებით გასინჯავთ ახალბედა მეღვინეების „პირველ მოსავალს“. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამორჩეული ქართული ხელნაკეთი ნივთები. ნატურალური ღვინისა და კერძების ფესტივალი ეძღვნება …

განაგრძე კითხვა »

რა სარგებლობა მოაქვს მულჩს ვენახში?

3 კვირის წინ გვქონდა პირდაპირი ეთერი, სადაც ყველას გიჩვენეთ თუ რა იყო მულჩი და როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე ლანდშაფტურ არქიტექტურაში. დღეს კი, 2018 წლის 17 ივნისს, ჩვენი თემაა მულჩი ვენახში – გიჩვენებთ ვენახში მულჩის გამოყენების შედეგს, რომელიც უბრალოდ განგაცვიფრებთ …

განაგრძე კითხვა »

ახალი პრემიერის მოსვლა რას შეცვლის ქართული ნაწარმის მხარდაჭერის საქმეში?

უღრმესი მადლობა „TV იბერია“-ს, გადაცემა ბიზნეს კოდს და მის წამყვანს – ბნ. აკაკი გოგიჩაიშვილს მოწვევისათვის. ბნ. თემურ მაისურაძესთან ერთად შევაფასეთ რას უნდა ველოდოთ ახალი პრემიერისგან. ახალი პრემიერის დანიშვნისაგან მე პირადად ქართული საქმისთვის ერთ რამეს ველი … ნახეთ ეს 6 წუთიანი ვიდეო …

განაგრძე კითხვა »

12 მწარმოებლის პროდუქცია კორეის რესპუბლიკაში KOTFA 2018-ზეა წარმოდგენილი

12 ადგილობრივი მწარმოებლის ნაწარმი წარმოდგენილია აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე – KOTFA 2018, რომელიც 14-17 ივნისის პერიოდში სეულში (სამხრეთ კორეა) ტარდება. 14-17 ივნისს ქ. სეული მასპინძლობს აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – KOTFA-2018, რომელშიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ტრადიციულად იღებს მონაწილეობას და მხარს უჭერს გამოფენაზე ასევე წარმოდგენილ ქართულ ტურისტულ კომპანიებს. დამთვალიერებელს …

განაგრძე კითხვა »