ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იმერული ხაჭაპური, რომელიც რესტორან საბატონში ქართული კრიპტოვალუტა AISI COIN-ით პირველად იყიდეს

მოინიშნეთ 2018 წლის 2 ოქტომბერი …

ამ დღეს პირველად პლანეტა დედამიწაზე, საქართველოში, რესტორან საბატონში, ქართული ეროვნული კერძი ხაჭაპური ქართული კრიპტოვალუტა AISI COIN-ით პირველად იყიდეს. 10 ლარის ღირებულების იმერულ ხაჭაპურში 333 AISI Coin გადაიხადეს.

ეს რესტორანი „საბატონი“-ს AISI Coin-ის შექმნელი „ლუნა ჯგუფი“-ს ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. 2 ოქტომბრიდან რესტორან „საბატონი“-ს სტუმრებს მომსახურების საფასურის გადახდა ქართული კრიპტოვალუტით, AISI COIN-ითაც შეუძლიათ. შესაბამისი შეთანხმება „ლუნა გრუპსა“ და რესტორნის ადმინისტრაციას შორის უკვე მიღწეულია.

„სასიხარულოა, რომ ქართულმა ბიზნეს სექტორმა ტექნოლოგიური მიღწევების რაციონალურად გამოყენება დაიწყო. „აისი კოინის“ მომხმარებელთა რაოდენობა უკვე 3000-ს გადასცდა. ახლა მათ, ბირჟაზე ვაჭრობის გარდა, შესაბამისი ექვივალენტით,  მომსახურების საფასურის გადახდაც შეეძლებათ. გამოყენების თვალსაზრისითაც პროცედურა ძალიან მარტივი იქნება. გადახდა QR კოდის საშუალებით, ანდროიდის ტელეფონით განხორციელდება. მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ცოტა ხანში კი აისის მფლობელებს სპეციალური ბარათებით სარგებლობის შესაძლებლობაც ექნებათ“ – განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა, გიორგი შერვაშიძემ.

ქართული კრიპტოვალუტა AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX – ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლა შეუძლიათ.

“აისი ქოინით” ანგარიშსწორება უკვე შესაძლებელია

?რესტორან „საბატონში" მომსახურების საფასურის გადახდა უკვე #AISICoin-ით არის შესაძლებელირესტორანი საბატონი • Restaurant SabatoniAISI Coin #ქართულიკრიპტოვალუტა #ელექტრონულისაფულეGiorgi Shervashidze Mamuka Tuskadze#საქმიანიდილა #ბიზნესმედია #საქმიანები #BMG?

Posted by BMG on სამშაბათი, 02 ოქტომბერი, 2018

 

გადაწყვეტილია!

უკვე დავგეგმე ვეწვიო საბატონს, ქართული კრიპტო ვალუტით ქართულ რესტორანში ვიყიდო ქართული პროდუქტი და თითოეულ თქვენგანს დეტალურად აღვუწერო რა როგორ გავაკეთე …