პროტექციონიზმი VS „იყიდე ქართული“-ს კამპანიები: რა განსხვავებაა?

ბევრმა არ იცის განსხვავება ამ ორს შორის, რის გამოც „იყიდე ქართული“-ს კამპანიებს ხშირად პროტექციონიზმად განიხილავენ. არადა მათ შორის არის უფსკრული. პროტექციონიზმი არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლითაც იგი იცავს საკუთარ ბაზარს. მაგალითად: საბაჟო გადასახადის დაწესება, ქვოტებით დაწესება იმპორტულ ნაწარმზე, დამატებითი რეგულაციების შემოღება და ა.შ. დააკვირდით მაგალითად აშშ-ჩინეთის სავაჭო ომს, როცა ორივე მხარემ შემოტანილ პროდუქციაზე დააწესა საბაჟო გადასახადები. პროტექციონიზმის დროს მთავრობა ცდილობს …

განაგრძე კითხვა »

საექსპორტო ნიმუშები: „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ ამჯერად ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ

10 დღის წინ დავაანონსეთ, რომ ჩურჩხელას მწარმოებლებს ვეძებდით. 1 კვირის წინ ყატარში გავაგზავნეთ ჩურჩხელები. იქ უკვე დეგუსტაციები ტარდება … დღეს კი საექსპორტო ნიმუშები – „Merry“, „Dr. George“, გურჯაანის და ჩალაუბნის ჩურჩხელები, ასევე გრეიფის „თათარა“ყაზახეთისკენ დეგუსტაციაზე გავაგზავნეთ. უღრმესი მადლობა თითოეულ მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშები მოგვაწოდა. ყველა ნაღდი, ნატურალური, უგემრიელესი პროდუქცია. კერძოდ: ჩურჩხელა Merry ჩურჩხელა Dr. George გურჯაანის ჩურჩხელა ჩალაუბნის ჩურჩხელა გრეიფის თათარა ამ …

განაგრძე კითხვა »

გადაცემა „ეკონომიკსი“ ირმა ებრალიძესთან ერთად

უღრმესი მადლობა რადიო იმედს და გადაცემა „ეკონომიკსი“-ს წამყვანს – ირმა ებრალიძეს მიწვევისათვის. უმწვავეს თემებზე ვისჯელეთ და უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ მწვავე ტერმინებითაც. ✔️ რა უნდა ისწავლოს ხელისუფლებამ საარჩევნო გაკვეთილებიდან? ✔️ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა სჭირდება ქვეყანას? ✔️ რას ითხოვს ადგილობრივი ბიზნესი და რა ბედი ელის ანტიდემპინგურ კანონპროექტს?    

განაგრძე კითხვა »

ფოტორეპორტაჟი: გემოვანი ბაზარი 2018 წლის 24 ნოემბერს

აი, ასეთი იყო გემოვანი ბაზარი დღეს 🙂 სიცივეში, წვიმაში, ცოტა მყიდველით … მაგრამ მაინც იქ იყო! ადგილობრივი ფერმერული პროდუქციის ერთადერთი ბაზარია, რომელიც სისტემატურად ტარდება ივნისიდან ყოველ შაბათს იქაა, ქარვასლაში, სიონთან! https://www.facebook.com/karge.movement/posts/2244315645593111  

განაგრძე კითხვა »

AGRO EXPO 2018: ფოტოკოლაჟი და შეფასებები

სამი დღე ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი. რატომ?   ყოველ წელს დავდივარ ექსპო ჯორჯიაში ამ AGRO EXPO გამოფენაზე და წელს რომ იყო ასეთი უდღეური და უსახური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში ჯერ არ ყოფილა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესი ხდება;   ქართული ნაწარმის / კომპანიების სტენდები იყო ტირილი მოგინდებოდა ადამიანს. ფოტოები ნახეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ. და ეს …

განაგრძე კითხვა »

როგორ იცავს ყატარი თავის ადგილობრივ მწარმოებელს? აი მაგალითი …

კატარი, ყატარი – სახელმწიფოა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, მდებარეობს არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნახევარკუნძულზე. დედაქალაქი – დოჰა. 2,6 მილიონი მოსახლიდან 313 ათასი არის მოქალაქე, დანარჩენი კი ექსპატრიატი. 2018 წლის მშპ თითქმის 184 მილიარდი USD შეადგენს, რაც ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 66,000 USD არის (6-ე მსოფლიოში). ეს ისე, ინფორმაციისთვის, რომ იცოდეთ რა ეკონომიკაზე გესაუბრებით … ქვეყანაში, რომელიც ნავთობითა და გაზითაა მდიდარი (მსოფლიოში მესამე …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 2018 წლის 1 დეკემბერს ტრადიციული #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს იწყება

გიორგობას გილოცავ! და მადლობა, რომ ამ ტექსტს კითხულობთ! ტრადიციულად გიორგობა დღეს ვაცხადებ დეკემბერის 30 დღიან გამოწვევას, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართება. რატომ? მინდა გაიზარდოს დასაქმება, განვითარდეს საწარმოო სექტორი და ორივეს გადახდილი გადასახადით გაძლიერდეს ქვეყანა! ქართული პროდუქტის ყიდვა კი ყველაზე უებარი გზაა საამისოდ! უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს წინაშეა გველეშაპი (ოკუპირებული შიგა ბაზარი, რეკორდულად ცუდი სავაჭრო დეფიციტი, “მხოხავი” ეკონომიკური ზრდა), რომელსაც უცებ …

განაგრძე კითხვა »

ნატურალური ჩურჩხელა „Merry“-ს ნიმუშები მოძრაობა KAR.GE-მ ყატარში დეგუსტაციაზე გააგზავნა

გუშინ დავაანონსეთ ყატარში და ყაზახეთში ჩურჩხელას ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ, რისთვისაც გვჭირდებოდა ნიმუშების გაგზავნა. მადლობა ყველას, ვინც გამოგვეხმაურა ამ მოკლე დროში. კიდევ უფრო დიდი მადლობა ჩურჩხელა – “Merry”-ს მწარმოებელს, რომელმაც ნიმუშის მოწოდება უმოკლეს დროში მოახერხა. დღეს ნიმუშები ყატარში გავგზავნეთ. ჩურჩხელა “Merry” 2018 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მაშინვე აღმოვაჩინე იგი გემოვანი ბაზარზე ქარვასლაში, მეიდანზე. ჩურჩხელა არის ნ ა ტ უ რ ა …

განაგრძე კითხვა »

ცუდადაა მწარმოებელთა საქმე! ევროკავშირი, აშშ და ა.შ. ყველა იცავს თავის შიგა ბაზარს. ჩვენ?

უღრმესი მადლობა TV მაესტროს თემის კიდევ ერთხელ წამოწევისათვის რეპორტაჟში ვსაუბრობთ იმ ძირითად თემებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მწარმოებელთათვის: ბაზრის დაცვა, სახ. შესყიდვები, ქართულის წახალისება და ადგილობრივი ნაწარმის პოპულარიზებაში ხელშეწყობა.  

განაგრძე კითხვა »

თუ ჩურჩხელას აწარმოებთ და ყატარში და ყაზახეთში ექსპორტი გაინტერესებთ, დაგვიკავშირდით

რაც სასწრაფოა … 22 ნოემბერს (ხვალ) უკვე ვაგზავნით ნიმუშებს ყატარში. მალე გავაგზავნით ნიმუშებს ყაზახეთში. ორივე ქვეყანაში გვყავს პარტნიორები, რომლებიც გველოდებიან. თუ გსურთ თქვენი პროდუქტის ნიმუშიც მოხვდეს გასაგზავნ ნიმუშებს შორის, გთხოვთ შეგვეხმიანეთ დაუყოვნებლივ. მწარმოებელზეა ნიმუში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას და იქ დეგუსტაციის მოწყობას. ცხადია ბრენდებსაც გავაჟღერებთ და დეგუსტაციის სურათები რომ ჩამოგვივა, იმასაც. დაგვიკავშირდით ეხლავე: 577 73 79 64 (ტარიელ ზივზივაძე) ასევე … ეს …

განაგრძე კითხვა »