ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ბარამბინოს შოკო-კრემი, გამოწვევის #5 დღის პროდუქტი

ბავშვებს ხომ უყვართ ჩემთან ოჯახში? უნდა ვაღიარო, რომ ბავშვებზე არანაკლებ მიყვარს მე ბარამბინოს შოკო-კრემი, რომელიც 2018 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის მე-5 დღის პროდუქტია.

ეს პროდუქტი დიდი ხნის განმავლობაში გამოდიოდა და სულ ამას ვყიდულობდი ისედაც, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ გაქრა. რახან ქართული ალტერნატივა არ იყო, გადავედი მეც იმპორტულზე. მაგრამ როგორც კი ქართული გაჩნდა დავუბრუნდი ქართულს 🙂

7.2 ლარი ღირდა გლდანი მოლის უნივერსამში. პროდუქტი ეხლა შედის ბაზარზე და შესაძლოა ყველგან ჯერ არ იყოს.

იგივეს გირჩევთ თქვენ …

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!