ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გურული ხილის ოტკა ანასეულის კომბინატისგან

გამოწვევის 3-ე დღის შენაძენი თბილისი მოლის კარფურში
22,95 ლარად
0,7 ლიტრი
ტყემლის ოტკა
გურული
იწარმოება ანასეულში
ჩემი თვალით მაქვს ნანახი
ინებეთ წარმოების ვიდეო

? გაიცანით Anaseuli Otka • ანასეული ოტკა ? აი, ასე იწარმოება ნაღდი გურული ხილის ოტკა :)გ ა ა ზ ი ა რ ე ძამა ეს ვიდეო ?დღეს სპეციალურად ჩამოვედი ანასეულში, რომ თქვენი თვალით ნახოთ შუაგულ გურიაში თანამედროვე იტალიური დანადგარებით აღჭურვილი საწარმო, რომელით 8 სახის ხილის ოტკას და ჩხავერის ჭაჭას აწარმოებს 100% ადგილობრივი ნედლეულისგან და ჩინეთში და რუსეთში ექსპორტზე გააქვს. იყიდება ცხადია საქართველოშიც. ამ მომენტში ტყემლის გადამუშავება მიდის, თან ატამიც მოიტანეს … შრომაა გახურებული ?იამაყეთ (გურულებმა განსაკუთრებით) :)#ქართულიადაკარგია#იყიდექართული

Posted by მოძრაობა KAR.GE on ოთხშაბათი, 11 ივლისი, 2018

ეს ისეთი პროდუქტია (გურულებისათვის განსაკუთრებით ვამბობ) ულაპარაკოდ რომ უნდა იყიდოთ. ხოლო სტუმრად თუ მიდიხართ, მაშინ ხომ სულ დაგამშვენებთ 🙂

იყიდება თბილისი მოლის და ისთ პოინთის კარფურებში და ნიკორას დიდ ობიექტებში. სხვაგან ვერ ნახავთ.

ინფორმაციისათვის:

2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით, 30 დღის განმავლობაში მე – ტარიელ ზივზივაძე ყოველ დღე ვიყიდი ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, ჩავწერ FB ვიდეოს და გამოვიწვევ ჩემს მინიმუმ 3 მეგობარს გააკეთონ იგივე 24 საათში. გიწვევთ თქვენც ჩაერთოთ. როგორ? გააკეთეთ იგივე – როცა მოახერხებთ იყიდეთ ბრენდირებული ქართული ნაწარმი, ჩაწერეთ FB ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები!

ეს გამოწვევა არის რიგით მე-7. მიზანი მარტივია: ვიყიდოთ ქართული პროდუქცია და მაგალითი მივცე სხვებს. სწორედ გაყიდვებია მთავარი, რაც ამოძრავებს ბიზნესს. იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გავაკეთოთ ქართული საქმე ერთად!