ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

პარაფინის სანთელი – სატირა და რომანტიკა

ქართულია & kar.ge

რამდენიმე დღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ქართულ სამომხმარებლო ბაზარს დავუბრუნდი. გმადლობთ, რომ ჩემი კონტრkar.ge დუმილი არ გააპროტესტეთ და ჩემს პოსტებს კითხულობდით.

ვიდრე ლარი შინ დაბრუნდება მინდა ერთ საჭირო, ჩვენი ენერგო სისტემის გადამკიდეებისთვის ძალიან საჭირო და შოკირებულ ეკონომიკაში შეუცვლელი საჭიროების მქონე ქართულზე დაგამისამართოთ.

ამ კვირაში ჩემთან დენი ჯამში 12 საათიან შვებულებაში დამეთხოვა. ამის გამო ბათუმის willmart-ს ვესტუმრე. ჰო, 21-ე საუკუნეში პარაფინის სანთლის წარმოების ნაციონალური თავისებურებები გვაქვს: პერმანენტულ ენერგო კრახს ვუმკლავდებით.

ძალიან მესიამოვნა, რომ დეკორატიული პარაფინის მრავალფეროვანი სურნელების ერთერთი წყარო საყოფაცხოვრებო სანთელი იყო შტრიხ-კოდით 486. სურნელოვანი სანთლების საბაზრო ფასის გათვალისწინებით, „ჯეო 2011“-ის მიერ წარმოებული სანთლების შეძენა პრაქტიკული გადაწყვეტილებაა.

მდგრადი მუყაოს თეთრ-მწვანე, კარგად ეთიკეტირებულ შეფუთვაში 18 ცალი საყოფაცხოვრებო სანთელია ჩალაგებული. ცალი 30 თეთრი ღირს, მთელი შეფუთვა 5.30 ლარი (მოგვიანებით გუდვილშიც ვიპოვე იგივე სანთელი 4,68 ლარად). წითელი, ვარდისფერი და თეთრი სანთლები არომატის სიმკვეთრით ფერის სიმკვეთრის პროპორციულნი არიან.

მწარმოებელს ეთიკეტს მიღმა ვერ მივაკვლიე – საიტი geolines.ge გათიშულია. არ ვიცი კიდევ რას აწარმოებენ, არის თუარა დეკორატიული ხაზი მათ წარმოებაში.

კუნკურენტების შესაფასებლად გულმოდგინედ ვეძებე და ვერ ვიპოვე იმპორტირებული პარაფინის არარომანტიული მიზეზის შესაფერისი სანთელი. ყველა მათგანს მომხმარებელთან მისასვლელად საერთო მიზეზი და მახასიათებლები აქვს: დახვეწილი ფორმა, სასიამოვნო სურნელი, მიმზიდველი შეფუთვა და ფუფუნებისა და კომფორტის მიქსი ფასში.

ბავშვობაში უშუქობისას ანთებულ მომაკვდავ სითეთრეს არაფრის სუნი არ ქონდა, იღვენთებოდა, ბოლავდა და საშინაო დავალებაზე ადრე ილეოდა.

ახლა უკვე ანტიკრიზისული სანთელი აღარ იღვენთება, ბოლის ნაცვლად სურნელს აფრქვევს და ენერგო სისტემის პერმანენტულ კრახს წელგამართულიც გაუმკლავდა. მაინც დავჯაბნე – შუქი ჩავაქრე და სანთლის შუქზე თქვენთვის გასაზიარებლად შთაბეჭდილებები დავწერე.

მოუძებნეთ ვიწრო ქართულ საყოფაცხოვრებო პრაქტიკას ფართო გამოყენება. ნუ დაელოდებით ენერგოსისტემის კრახს – 18 სანთელი თქვენს რომანტიკულ განწყობას საკმარის ნათელს მოჰფენს რომ შეგამჩნიონ რამდენად განსხვავდები ლარის კურსისაგან.

იაზროვნე პოზიტიურად! სანამ შენ ქართულ ენერგო-სატირაში რომანტიკულ განცდებს აგროვებ, სტიმულირებულ ქართულ ეკონომიკაში ლარიც გამყარდება.