ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
qarTuli Tafli ქართული თაფლი
qarTuli Tafli ქართული თაფლი

თაფლი ბრეტი

ქართულია & kar.ge-ა!

ალბათ პირველი არ ვარ ვინც ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ დაწერს ბევრ დადებითს, თუმცა მე ეხლა იმიტომ ვწერ, რომ გაგაცნოთ კომპანია ბრეტას მიერ შემოთავაზებული, მშვენიერი შეფუთვაში მოთავსებულ უგემრიელეს თაფლს, და ცოტას მოვყვები ზოგადად თაფლზე, რათა თქვენი მოტივაცია კიდევ უფრო გავზარდო 🙂

თაფლი ბრეტი – შეფუთვა მშვენიერი, გემო არაჩვეულებრივი.

მართალია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშ არის გემრიელი თაფლი მაგრამ ქართული სხვადასხვა არომატის მქონე და სახვადასხვა დანიშნულებისთვის შექმნილი თაფლი მეეჭვება სადმე მოიპოვებოდეს.

მაგალითად სამკურნალოდ უებარია მაისის თაფლი, საკვებში უფრო წაბლის თაფლი გამოიყენება მეტი არმოტისთვის, და ა.შ.

თავად კომპანიის ხელმძღვანელი ერთ-ერთ სტატიაში ასე ამობობს: 6 ისეთი სახეობის თაფლს ვაწარმოებთ საქართველოში, რომლებიც სხვა ქვეყნებში არ მოიპოვება. ხოდა ვიამაყოთ!

თაფლი – სილამაზის საიდუმლო!!!

შორეული წარსულის ლამაზმანები გამოიყენებდნენ თაფლს, რათა გაენხანგრძლივებინათ ახალგაზრდობა, შეენარჩუნებინათ სახის ახალგაზრდული ფერი, ნაზი ხელები, შესანიშნავი მკერდი და რა თქმა უნდა ნატიფი ფეხები.

ხოდა არ ჩამოვრჩეთ შორეული წარსულის ლამაზმანებს, გირჩევთ მიირთვათ თაფლი და თუ თქვენ გიწევთ იყიდოთ ის სუპერმარკეტებში აუცილებლად მოიკითხეთ მისი წარმოება და აუცილებლად იყიდეთ ქართული და kar.ge !

ეხლა, როგორც მჩვევია ცოტაც ვუსაყვედუროთ: 🙂 კომპანია ექსპორტისთვის ემზადება, შეხვალ ვებგვერდზე  და ვაი 🙁 იმდენი ხარვეზია შეწუხდები, და თან თითოეულ შეფუთვას თუ მის მიერ მოწყობილ თაროებს საკმაოდ მოზრდილი ფონტით აწერია საიტი www.breti.ge, თუ არეკლამებ მიხედე კიდეც 🙁 სწორედ ამის დასასაბუთებლად შევქმენი ჩემი სტატიის ფოტო, იმედია მკითხველი დამეთანხმება ფოტოს შემდეგ. ფეისბუქის გვერდი კი მგონი სულ არ არსებობს, 🙁 ვინაიდან ბევრი ვეძიე თუმცა უშედეგოდ… ქართველ ბიზნესმენებს მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ იმიჯს ინტერნეტში და დამიკავშირდნენ მე 🙂  თქვენ კი მოგმართავთ რომ აუცილებლად შეიძინეთ კომპანია ბრეტის მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის თაფლი და ნამდვილად არ ინანებთ!

 

დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )

მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართულიწარმოებისპროდუქცია,იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.