ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ლაშა ცეცხლაძე

kar.ge-ს ახალი მხარდამჭერი შემოუერთდა: ლაშა ცეცხლაძე

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელსაც თვალში მოვხვდით და გულში ჩავრჩით. და რაც მთავარის გვერდში გვიდგას სიტყვით თუ წკაპით.

გაიცანით ლაშა ცეცხლაძე (Facebook პროფილი)

ლაშა ცეცხლაძე

მინდა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავში ეძებონ ეკონომიკის გამოცოცხლების და ეროვნული ვალუტის გამყარების გასაღები. ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, დახლზე არსებულ ქართულ და უცხოურ პროდუქციას შორის არჩევანი ქართულზე შეაჩეროს, მითუმეტეს მაშინ როცა ქართული პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში უფრო ხარისხიანია.

ვეცდები მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გაიგოს იმპორტირებული პროდუქციის ალტერნატიული ქართული პროდუქტის შესახებ, მაგალითად საქართველოს უმეტეს დიდ მარკეტებში ძირითადი ადგილი რძის პროდუქტების დახლზე უჭირავს იმპორტირებული ,,პრეზიდენტი”-ს ბრენდს (პირადად ჩემთვის არაჟანის შემთხვევაში 30%-ანი ,,სვანური” ბევრად უფრო გემრიელია). ხშირ შემთხვევაში იგივე ხდება სხვა პროდუქტებთან მიმართებაშიც და ჩემი აზრით აღნიშნული მოძრაობით უფრო მეტი ადამიანის ყურამდე მიაღწევს ქართული ალტერნატივების არსებობა.

ვაპირებ შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შევუწყო ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და ხალხისთვის გაცნობას, თავდაპირველად შესაძლებლობა მაქვს ხელი შევუწყო მხოლოდ kar.ge-ს პოსტების გაზიარებით და გახმაურებით. შემდგომში თუ შესაძლებლობა მომეცემა მინდა დიდი სუპერმარკეტის გახსნა, სადაც მხოლოდ ქართული ბრენდი გაიყიდება, მხოლოდ ქართული პროდუქცია, აღნიშნული სახის სუპერმარკეტების გახსნას ვაპირებ ქვეყნებში და ქალაქებში სადაც მრავალი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, რომ უფრო მეტად მოახმარონ თავიანთ ქვეყანას თავიანთი შრომა.

თქვენც შემოგვიერთდით! kar.ge კარი ღიაა გვერდში დგომის მოსურნეთათვის …