პურის გაძვირებას აქვს დადებითი მხარეებიც, მინიმუმ სამი …

მესმის, რომ 90-იანების რიგებში ნაჭიდავები ადამიანებისათვის პურის ფასის თემა განსაკუთრებით სათუთია. ასევე მესმის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დღეს საქართველოში მართლაც გაჭირვებულ მდგომარეობაშია. სწორედ ამიტომ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი: ყველაფერი ძვირდება და ადრე თუ გვიან პურის ფასიც ნელ-ნელა აიწევს. მოდით გავაანალიზოთ … დღეს ხორბლით და ფქვილით მომარაგების საკითხში კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს: 1. ხორბლის და ფქვილის 90 %-მდე არის იმპორტი. ეს ნიშნავს, …

განაგრძე კითხვა »

როგორი გამოდგა მწვანე გამოფენა-გაყიდვა “პრო ექსპო” პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით?

დედამიწის დღესთან დაკავშირებით 21 და 22 აპრილს პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით მწვანე გამოფენა-გაყიდვა “პრო-ექსპო“ გაიმართა, რომელშიც 30-მდე მწარმოებელი (და არა მხოლოდ) მონაწილეობდა. დაათვალიერეთ ფოტოები … სანაძლეოს ჩამოვალ ამ მწარმოებელთაგან არცერთ თქვენგანს ნახევარიც კი არ გეცოდინებათ … უნდა ვაღიარო, რომ ყველა მწარმოებლის ფოტო არ არის აქ. ზოგი არ გამომივიდა კარგი გადაღებული, თან ვერც ალტერნატიული მოვიპოვე. ბოდიშს ვუხდი მათ, ვისი ფოტოც აქ არ …

განაგრძე კითხვა »

თბილისური ბაზარი: რა დაგიჯდებათ აქ მონაწილეობა, როდის გიღირს და როდის არა?

თუ შაბათს ან კვირას ერთხელ მაინც ჩაივლით მოსწავლეთა სასახლის წინ მეტრო თავისუფლების მიმდებარედ, შეამჩნევთ თბილისურ ბაზარს. ყოველ შაბათ-კვირას აქ მცირე მწარმოებლების ნაწარმის გამოფენა გაყიდვაა. წლევანდელი სეზონი 6 აპრილს დაიწყო. დღეს, 2019 წლის 21 აპრილს, ვესტუმრე და მონაწილეებსაც გავესაუბრე. თუ ერთი დღით მოინდომებთ აქ დადგომას 65 ლარის გადახდა მოგიწევთ, ორ დღეზე 120 ლარია გადასახდელი. თურმე ისეთი მოთხოვნა ყოფილა, რომ როტაციის პრინციპით …

განაგრძე კითხვა »

წინასააღდგომო ფესტივალი მთაწმინდის პარკში, რომელიც მაინც შედგა მიუხედავად ამინდისა და …

წინასააღდგომო ფესტივალი მთაწმინდის პარკში მაინც შედგა მიუხედავად ამინდისა, რომელმაც „არ გაამართლა“, მინიმალური სტუმრიანობისა (სიცივის გამო პრაქტიკულად არავინ იყო) და მინიმალური მასპინძლობისა (დარეგისტრირებული 50-მდე მეწარმიდან 11 იყო მხოლოდ). ვინც იყო, ისენი არიან ნამდვილი გმირები!!! რატომ? 21 აპრილს მთაწმინდის პარკში წინასააღდგომო ფესტივალი იყო დაანონსებული. ამინდმა მთელი სიამოვნება პრაქტიკულად ჩაშალა. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. შუადღისას მივედი და 20 დახლი იყო შემორჩენილი, რომელთაგან …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოკოლაჟი] რას აღმოაჩენთ წინასააღდგომო გამოფენა-გაყიდვაზე დიღმის Goodwill-ში?

ტარდება უკვე მრავალი წელია … „გუდვილი“-ს მხრიდან ეს არის ქართულის მხარდაჭერა … „მოითხოვე ქართული“-ს მხრიდან ეს არის ქართულის პოპულარიზება … მწარმოებლების მხრიდან ეს არის მოკრძალებული შანსი, რომ გაყიდონ ნაწარმი … მე კი ვსტუმრობ და მხარს ვუჭერ პროდუქციის წარმოჩენით აი ასე … რა არის აქ? მაგარი სასმელები, დაძველებული ყველი, ზილე (იცი რა არის ზილე?), სვანური მარილი, კოსმეტიკა, ნაქარგი ბაფთები და მაგიდის …

განაგრძე კითხვა »

მასტერკლასი თემაზე: “ბიზნეს იდეების გენერირება”

2019 წლის 19 აპრილს, 11:00-ზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტისათვის მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია (მასტერკლასი) თემაზე – „ბიზნეს იდეების გენერირება“. მთავარი გზავნილი: „გქონდეთ ბიზნეს იდეა არ კმარა. ან გაქვთ გადაწყვეტა არსებული ან მომავალი პრობლემისათვის, ან არ გაქვთ არაფერი. მეტიც, გადაწყვეტის არსებობის შემთხვევაშიც კი უნდა არსებობდეს ისინი, ვინც იმ პრობლემის გადაჭრაში თქვენ ფულს გადაგიხდიან“. …

განაგრძე კითხვა »

ჭკუის სასწავლი ისტორია: „ჩამჭრელი“ შეკითხვა ავსტრიელი ექსპერტისთვის

ფაქტი 2019 წლის 12 აპრილს მოხდა … რა უფრო სასარგებლო იქნება ავსტრიის სახელმწიფოსათვის, სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში 1,000 ევროს  ღირებულების ავსტრიული ლუდის ყიდვა თუ 1,000 ევროს ღირებულების ქართული ლუდის (სხვა თანაბარ პირობებში)? ეს რიტორიკული შეკითხვა 150 კაციანი აუდიტორიის წინაშე დავუსვი ავსტრიელ ექსპერტს – ბნ. ანდრეას ნემეცს 12 აპრილს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის პრეზენტაციისას. პროექტი – „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ …

განაგრძე კითხვა »

“NOVA”, “DMG” და ძალიან საინტერესო ახალი მწარმოებელი Caucasus Build 2019-ზე

„NOVA“ სამშენებლო მასალების საამაყო ადგილობრივი მწარმოებელია, რომელიც 2 უშველებელ წარმოებას ამუშავებს თბილისში & ბათუმში და 200+ სხვადასხვა ნაწარმს აწარმოებს. „DMG“ კი 30+ დიზაინის სამშენებლო დეკორატიულ ფილებს აწარმოებს, რომლის გარეშეც შენობას უბრალოდ სახე არ აქვს არც შიგნიდან და არც გარედან. რა აერთიანებთ მათ გარდა იმისა, რომ საქართველოში აწარმოებენ ხარისხიან ნაწარმს? მოძრაობა KAR.GE-სთან პარტნიორობა რა თქმა უნდა! სწორედ ამიტომ განსაკუთრებით გვახარებს, როცა …

განაგრძე კითხვა »

საზოგადოებრივი არხი “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2019”-ის შესახებ

2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) მოძრაობა KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019“-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. საექსპორტო კატალოგში 55 გამორჩეული კომპანიის 65 ბრენდის ასობით პროდუცია … ჯამში 462 ჩანაწერია წარმოდგენილი. უღრმესი მადლობა საზოგადოებრივ არხს სტუმრობისა და გაშუქებისათვის.

განაგრძე კითხვა »

ვაკანსია: freelance ჟურნალისტი

მოძრაობა KAR.GE თანამშრომლობისათვის იწვევს 1 freelance ჟურნალისტს, რომელსაც შეუძლიათ ვებსაიტისთვის – http://kar.ge შექმნას ვირუსული შინაარსი. ჩვენ გვაინტერესებს ისეთი შინაარსი, რომელიც გამოიწვევს აქტიურ ჩართულობას, ცხარე დისკუსიებს FB-ზე და საიტზე, უამრავ გაზიარებას და შედეგად http://kar.ge-ზე მოიყვანს ვიზიტორს! სტატიების თემატიკა განპირობებულია მოძრაობა KAR.GE-ს მისიით. “შინაარსი”-ს მახასიათებლები: 1) 200 სიტყვა, 2) 30 წამში წაკითხვადი, 3) აქტუალური თემა, 4) ორიგინალური ტექსტი, 5) ემოციის და მოქმედების …

განაგრძე კითხვა »