ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ფოტოები ქუთაისიდან, სადაც პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “ოქროს საწმისის ძიებაში” იმართება

3 და 4 მაისს ქუთაისის მუნიციპალიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს იმერეთის რეგიონის ცენტრში – ქუთაისში აწყობს.

პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “ოქროს საწმისის ძიებაში” აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება. ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ საქართველოს მთავრობის წევრები, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები პარტნიორი ქალაქებიდან.

ბიზნეს ფორუმის მხარდამჭერები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, “აწარმოე საქართველოში”, USAID კარგი მმართველობის ინიციატივა , ევროკავშირის ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, ქართულ-პოლონური სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს სამრეწველო და ინდუსტრიული პალატა.

რა ხდებოდა ექსპოზე იხილეთ ქვემოთ. ძალიან სასიხარულოა, რომ ფარკონი და საქკაბელი, მოძრაობა KAR.GE-ს მეგობარი კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას ექსპოში, რომელიც ა.წერეთლის უნივერსიტეტის ფოიეში გაიმართა.