ზანდუკელი, ნატახტარი და ზედაზენის ლიმონათები ბერლინშია აღმოჩენილი

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! ეს ლიმონათები სამივე გასინჯული მაქვს. საინტერესოა გერმანიაშიც იგივე გემო აქვს რაც საქართველოში? თუ რამე „სპეციფიკურს“ უკეთებენ საექსპორტოს? მინდა მივმართო უცხოეთში მცხოვრებთ … …

განაგრძე კითხვა »

მიხო თავის სტიქიაში

მიხო თავის სტიქიაში

მიხო სამარშრუტო ტაქსის მძღოლად მუშაობს თბილისში … ჰოდა ერთ დღესაც სამი ახალგაზრდა აჩერებს მიხოს. ერთ-ერთი ეკითხება: -ბიძია, სამნი ვართ და ორის ფული გვაქვს. წაგვიყვან? -წამო, წამო, ერთი იმ მესამის დედაც … ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ქართული LED ნათურა in action – ნათება ენერგიის გარეშე

ქართული LED ნათურა

ამ ისტორიის არ მოყოლა დანაშაული იქნებოდა „სამშობლოს“ წინაშე … 90-იანებიდან დაწყებული ენერგო კრიზისით გაგრძელებული და მომავალი „საკუთარ კარში გატანილი მესამე გოლის“ შიშით გაგრძელებული დღეს ყველაფერმა გამიელვა თავში სახლში მისვლისას, როცა შუქი არ დამხვდა. როგორც აღმოჩნდა 3 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო წასული. საბედნიეროდ ავარია ყოფილა და მალე გვპირდებოდნენ ჩართვას. თუმცა არავის განუმარტავს მოსახლეობისათვის რამდენია ეს “მალე”. ბნელოდა და ოჯახში სანთლებით …

განაგრძე კითხვა »

„შავი“ გურული ეკლესიას აშენებს

„შავი“-გურული-ეკლესიას-აშენებს

ყოფილი მხედრიონელი, ყოფილი ყაჩაღი, შავი სამყაროს წარმომადგენელი, ძველი ნაჩათლახარი და ხუთჯერ ნასამართლევი გურული ეკლესიას აშენებს თავის სოფელში. უყურა, უყურა მამამისმა და ეუბნება: -შენ მამა სამოთხეში მაინც ვერ მოხვდები და აი ეშმაკიც არ მეინდურო ტყუილად … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂   ** სურათზე გურულის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

TMT და Kula ტყემლები და საწებლები ბერლინში

ტყემლები და საწებლები

უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა. დიდი მადლობა ანა! kula-ს ტყემლები გასინჯული მაქვს, TMT-ს მხოლოდ ყვითელი ტყემალი. გემოვნების ამბავია მოგწონს თუ არა. ფაქტია, რომ მე ყველანაირი ტყემალი მომწონს, ვინაიდან ტყემალს პრაქტიკულად …

განაგრძე კითხვა »

ხარბი და გაუმაძღარი … ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძე

“ფული რამდენადაც ბევრია, იმოდენადაც ხარბია და გაუმაძღარი” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907   ფული რამდენი გეყოფათ? რიტორიკული შეკითხვაა რა თქმა უნდა … ან რამდენს ეყოფით თვითონ?   კაცს რომ ჰკითხო ფული ხელის ჭუჭყია. არადა მის გარეშე კაცად არ გთვლიან …   ფული რა არის? ჩემთვის ეს უბრალოდ საპოხია … მთავარი ხიბლი ისაა, რაც მისი მეშვეობითაა შესაძლებელი … kar.ge საქმეების კეთება …

განაგრძე კითხვა »

2015 წლის ეკონომიკური ზრდა – წინასწარი შეფასება

ეკონომიკური ზრდა

წავიკითხე 2015 წლის პირველი 8 თვის საერთო ანგარიში და მინდა გითხრათ არაფერი გამკვირვებია [თქვენც გადახედეთ]. არაფერი განსაკუთრებული, ზრდა 3 %-მდეც კი ვერ ქაჩავს … საქსტატის მიერ წარმოდგენილ ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას თუ დავაწყვილებთ ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასთან და ლარის “გაჭენებულ” კურსთან მივიღებთ დასკვნას: შპს „საქართველო“ კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს სტატუსს „სათრევი საცერი“ … „სათრევი“ იმიტომ, რომ ღარიბები ვართ და კიდევ მეტად ვღარიბდებით … …

განაგრძე კითხვა »

გაოგნებული დაქალი

გაოგნებული დაქალი

ორი დაქალი საუბრობს … -იცი, გუშინ მეუღლეს გუშინ სილამაზის სალონში წასასვლელად 200 ლარი ვთხოვე, ეუბნევა ერთი მეორეს. -მერე? მოგცა? -იმ უსინდისომ შემათვალიერა და 500 ლარი მომცა.

განაგრძე კითხვა »

რა სარგებლობის მოტანა შეუძლია DCFTA-ს ფერმერებისათვის?

DCFTA

ამ ვიდეოში მოკლედ და გასაგებადაა აღწერილი თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია რიგით ქართველ ფერმერზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას – DCFTA. მეტიც ვიდეოში მოყვანილია ის ფაქტორები, რომლებიც ამ შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ მოდი რეალობას დავუბრუნდეთ …    ქართველმა წვრილმა ფერმერმა ევროპაში რამე გაიტანოს? ძალიან მცირე შანსია … მაგრამ თუ ფერმერები გაერთიანდებიან, წარმოების მასშტაბებს …

განაგრძე კითხვა »

TMT-ს ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით ბერლინში

TMT-ს ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით ბერლინში

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოებისათვის. ჩვენი ძველი კამპანია – „დაიპყარი მსოფლიო“ ძალაშია. ანა ბერლინში ცხოვრობს. ესენი Ledo Market-ში გადაღებული ფოტოებია, სადაც TMT-ს ქართული წარმოების ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით არიან გამოჭიმულები. თან ფასიც რა ნორმალური აქვთ დააკვირდით … გაგისინჯავთ TMT-ს ქართული წარმოების ცეცხლოვანი აჯიკა და აჯიკა ნიგვზით? მე არა და თბილისში არც კი ვიცი სად შეიძლება ამის …

განაგრძე კითხვა »