ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ფართოდ დახუჭული თვალები

ფართოდ დახუჭული თვალები

kar.ge კომენტარი: ეს რომ არ დაგვედო/გაგვეზიარებინა უბრალოდ არ შეიძლებოდა. მადლობა ნატალი ქორჩილავას გულწრფელობისათვის. იგი კორვინუსის უნივერსიტეტში წავიდად სასწავლებლად და ეს პოსტი მან მისსავე FB პროფილზე დაწერა, აქ კი მისი ნებართვით ვაკოპირებთ. ვისურვებდი, რომ ვისაც ეხება ფართოდ გაახილოს ის „დახუჭული“ თვალები …

დიდი ხანია მსგავსი შინაარსის პოსტის დაწერა მინდა….. და ახლა, როცა საათნახევარი მაქვს თავისუფალი, თან ჩემი ტელეფონის ბატარეაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, დღის ბოლოა და მაინც 60% ს აჩვენებს … გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებები, რაც კორვინუსში 1 თვიანი სწავლის შემდეგ დამიგროვდა …

არ შეიძლება არ გადმოვცე ის განსხვავება, რაც პირველივე დღეს დავინახე ქართულ უნივერსიტეტებსა და კორვინუსს შორის …

ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით რომ დავიწყოთ, საერთოდ ხომ შედარებაა არაა მაღლივთან … უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი შენობა, რომელშიც:

-> ლიფტი არასოდეს იჭედება;

-> ყველა დენის ჩამრთველი, რაოდენ გადაკვირიც არ უნდა იყოს და ყველა მუშაობს;

-> მძიმე ჩანთით თუ ხარ მოსული, დაახლოებით 500 შემნახველი კარადა შენს განკარგულებაშია;

-> გაგიკვირდებათ, და თუ სტუდენტს მოშივდება, დაახლოებით 100 სახეობის საკვების ყიდვა ძალიან მისაღებ ფასად შეუძლია;

-> ლექციები ტარდება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აუდიტორიებში, სადაც ლექტორებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს პრაქტიკულად აუხსნან ის, რასაც თემა ეხება;

-> უნივერსიტეტს აქვს ორი ელექტრონული სისტემა: moodle და neptun.

moodle- არის სისტემა, სადაც ლექტორები ტვირთავენ ყველა სახის მასალას, და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არცერთ “მავნე” სტუდენტს არ შეუძლია მისი წაშლა, როგორც ამას მაღლივის ზოგიერთი სტუდენტი აკეთებს ( რომ ჰკითხოთ, უბრალოდ იხუმრა ). ამავე moodle- ში შეუძლიათ სტუდენტებს დავალებების ატვირთვა.

Neptun – კი არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც საგნებს ირჩევ, მაგრამ ის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე sms.tsu.ge. შენი საგნის გასწვრივ მოცემულია ყველა შენი ჯგუფელის მონაცემები და თუ რომელიმესთან დაკავშირება გჭირდება. აქვეა პირადი შეტყობინებების გაგზავნის განყოფილებაც … აქვე მოგდის წერილები, თუ სასწავლო განრიგში რამე ცვლილება ხდება … და ყველაზე მთავარი, neptun- ში საგნის არჩევა არ გულისხმობს ბრძოლას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, რადგან საკმარისზე ბევრად მეტი ადგილია გახსნილი ჯგუფებში და სერვერიც არასოდეს ჭედავს ….

თუ ლექციების შემდეგ გადაიღალე, შუალედი გაქვს ან უბრალოდ, წინა ღამეს ცუდად გეძინა, აქვეა დასასვენებელი ოთახიც, აღჭურვილი რბილი, კომფორტული ტახტებით და უამრავი საინტერესო კლასგარეშე ლიტერატურით, წიგნებით, ჟურნალებით და ა.შ. …

ყველაზე გემრიელი ლუკმა – ბიბლიოთეკა ბოლოსთვის შემოვინახე … ეს არის ადგილი , საიდანაც გამოსვლა არასოდეს მოგინდება…ადგილი, სადაც წვდომა გაქვს საოცრად დიდ ლიტერატურასთან, რომელიც დაახლოებით 20 000 მდე წიგნს მოიცავს და რომლის გატანაც თავისუფლად შეგიძლიათ რა თქმა უნდა…

უმარტივესია წიგნის პოვნის პროცედურა, შედიხარ ბიბლიოთეკაში, კარისკაცი ღიმილით გეტვის – სიასტოკ (გამარჯობა :D) ანახებ ბიბლიოთეკის წევრის ბარათს და ასევე ღიმილით შეგიპატიჟებს … მიხვალ კომპიუტერთან, სადაც სპეციალური ჩატვირთული პროგრამის მეშვეობით, ჩაწერ წიგნის სახელს და ავტომატურად განახებს, რომელ თაროზე დევს და რა ნომერია 🙂 აიღებ წიგნს, წამებში გაგიტარებენ, მხოლოდ წევრობის ბარათზე არსებული შტრიხკოდზე ლაზერის დასხივებაც საკმარისია … გამოსვლისას კარისკაცი კვლავ გაგიღიმებს, და ხმაში ოდნავ ასაკშეპარული ხმით გეტყვის – ბაი, ბაი 🙂

თუკი შენი წიგნის დაბრუნების ვადა ახლოვდება, მეილზე იღებ გამაფრთხილებელ წერილს, რომ არ დაგაგვიანდეს … თუ მაინც დაგავიწყდა წაღება, რა პრობლემაა, შედიხარ ბიბლიოთეკის შენსავე პერსონალურ გვერდზე, დასაბრუნებელი წიგნის გასწვრივ აწკაპებ ღილაკზე – ვადის განახლება და ჰოი საოცრებავ, წიგნი კიდევ 2 კვირით შენია 🙂

სამსართულიან ბიბლიოთეკაში იპოვი ცალცალკე გამოყოფილ ეკონომისტების, სოციოლოგების და ა.შ საკითხავ ოთახებს, რომლებსაც Silent study zone- ჰქვია … სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამეცადინოდ შეგიძლია დაჯდომა და სადაც, თუნდაც უბრალო კალმის დავარდნის გამოწვეული ხმაურის გამოც კი, ბოდიშს გიხდიან wink emoticon

აქვეა ფინანსური ლაბორატორიაც, სადაც სტუდენტების თვალწინ მათსავე კომპიუტერის ეკრანებზე აისახება, თუ რა ხდება ამ მომენტში მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე, როგორ იცვლება აქციებზე ფასები, და პრაქტიკაში სწავლობენ მათ ანალიზს, პროგნოზებს …

კვლევა გაქვს ჩასატარებელი? – რა პრობლემაა, უნივერსიტეტის სისტემის მეშვეობით წვდომა გაქვს Cambrodge, Oxford, Harvard ის და სხვა წამყვანი კვლევითი ცენტრების ბაზასთან …

უჰჰ, ცოტა გამიგრძელდა ( ამასობაში ჩემი ტელეფონის ბატარეაც 19%ს მაჩვენებს), მაგრამ მგონი უქმად არ გამიტარებია ეს დრო … მინდა იგივე მალე საქართველოშიც ვნახო wink emoticon

უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ხანდახან ბავშვობის ოცნებებიც ხდება და ძალიან გამიმართლა, აქ რომ მოვხვდი …