ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
სუხიშვილები

ყოჩაღ სუხიშვილები! 27 ივნისს, 20:00 საათზე საქველმოქმედო კონცერტი

27 ივნისს, 20:00 საათზე ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი სუხიშვილები თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ანსამბლის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი და სხვა. გალა კონცერტს დაესწრებიან ნიკა ცისკარიძე, ანდრის ლიეპა, საცეკვაო ხელოვნებაში მოღვაწე პროდიუსერები, სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან.

27 ივნისის, 19:00 სთ-ზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში ასევე გაიმართება გამოფენა-ექსპოზიცია, სადაც მოწვეულ სტუმრები დაათვალიერებენ ანსამბლის 70 წლის არსებობის განმავლობაში შექმნილ სასცენო კოსტიუმებს, ფოტო-ვიდეო მასალასა და ანსამბლის ისტორიისთვის მნიშვნელოვან სხვა რეკვიზიტებს. ეს წელი საიუბილეოა ანსამბლისათვის, მას 70 წელი შეუსრულდა.

ის დროა სასწრაფოდ აიღოთ ბილეთები ან სალაროებში ან biletebi.ge-ზე …