ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > სიახლე > tbilisiflood.info – ბიზნესის კონტრიბუციის ვიზუალიზაცია
company contributions

tbilisiflood.info – ბიზნესის კონტრიბუციის ვიზუალიზაცია

უცნაური რამეა როგორ შეგვიძლია ქართველებს საერთო გასაჭირის წინააღმდეგ გაერთიანება … ხანდახან მაინც … ის ფხა, რაც მთავრობამ ვერ გამოიჩინა, მოსახლეობამ მოახერხა …

მაგალითად:

  • რუსთავი2 პრაქტიკულად კრიზის მენეჯმენტ ცენტრად გადაიქცა და იდეალურად წარმართავდა საზოგადოების ინფორმირების საქმეს
  • შეიქმნა მოხალისეთა გაერთიანება 13ივნისი, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო გააუქმეს თუ გაუქმდა [ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს რატომ მოხდა]
  • მოხალისეები პირველი დღიდანვე ათასობით შეესიენ საქმეს
  • ბიზნეს ორგანიზაციებმა ვინც როგორ შეძლო ისე ჩაერთო დახმარებების კუთხით
  • შეიქმნა ვიზუალიზაცია 13ivnisi.ge
  • მილიონები შეიკრიბა დახმარებების სახით და პროცესი კიდევ გრძელდება

და ეხლა კიდევ ეს tbilisiflood.info – მშვენიერი მოფიქრებაა. მთავარია ზედ ასახო არა მხოლოდ ფულადი კონტრიბუციები, არამედ რეალური გაწეული ხარჯები მათ შორის ყველა კომპანიის … და კიდევ, ვინ ადასტურებს ამ ხარჯის გაღებას? სადაა ანგარიშების ამონაწერები? ამაზე ვინ იზრუნებს?

company contributions

 

ჩემი მთავარი შეთავაზება მთავრობას [ვისაც ეხება]: ისწავლეთ ამ ენთუზიასტი ადამიანებისგან, გააერთიანეთ ისინი ერთ უღელში და მომზადებული დახვდით მსგავს სტიქიებს … ისწავლეთ და იმოქმედეთ …