ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მოდელირება

თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015

განათლება – აი რა არის საქართველოს წინსვლის მაგისტრალი!

საქართველოს განათლების სისტემა კი მისი ლოკომოტივი …

და ყოველთვის მიხარია, როცა ასეთი შანსის შესახებ ვგებულობ …

 

,,ახალგაზრდები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის იწყებს მონაწილეთა შერჩევას უპრეცედენტო პროექტისათვის ,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″-სათვის. აღნიშნული პროექტი ტარდება პირველად მთლიანად ევროპის მასშტაბით და ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი გახდნენ უნიკალური პროექტის მონაწილენი.

,,თბილისის ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მოდელირება 2015″ არის პროექტი რომელიც მონაწილეებს საშუალებას აძლევს სამი დღის მანძილზე ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, გაეცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობის პრინციპებს, მიიღონ მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში. პროექტის დასკვნით, მესამე დღეს თითოეული კომიტეტი ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო დოკუმენტს და იმსჯელებენ მიღება/არმიღების საკითხზე.

დეტალური ინფორმაცია ნახეთ Facebook Event-ის გვერდზე აქ.

მე კი ჩემის მხრივ დავამატებ, რომ ასეთი ტიპის მოდელირებაა სწორედ თანამედროვე განათლების მიღების ერთადერთი საუკეთესო გზა. სწორედ ესაა ცეცხლში ჩავარდნა და პროცესში ხარშვისას ცდებისა და ექსპერიმენტებით სწავლა და უნარების განვითარება; და არა ის მდორე მორევი, რომელსაც ჩვენი უმაღლესი სასწავლებლები სთავაზობენ. დამიჯერეთ მე, ადამიანს, რომელმაც 1998 წელს შევქმენი ჩემი სტრატეგიული ბიზნეს სიმუალცია და ათობით რაუნდის განმავლობაში ათასობით სტუდენტს და ბიზნეს პრაქტიკოსს მივეცი შანსი, რომ თავისი ბიზნეს უნარები დაეხვეწა მასში.

წარმატებებს გისურვებთ!