ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
#ფერმერიპატრიოტია

აი ასე ვუერთდები კამპანიას – #ფერმერიპატრიოტია!

როგორ გესმით სიტყვა პატრიოტი?

უმრავლესობა ალბათ დაეთანხმება, რომ ქვეყნის პატრიოტი არის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და მისთვის ყველაფერზე თუ არა ძალიან ბევრზე არის წამსვლელი. მე არ გკითხავთ პროვოკაციულ შეკითხვას – გიყვართ თუ არა თქვენი ქვეყანა … სხვა რამეს გკითხავთ … რას აკეთებთ თქვენი ქვეყნისთვის კონკრეტულად ყოველდღიურად?

#ფერმერიპატრიოტიასაქართველოს ფერმერთა ასოციაციის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს წინ წამოსწიოს ფერმერის როლი. ვინ არის ფერმერი? ამ თემაზე ჩემი აზრი ცოტა ხნის წინ სტატიაშიც დავაფიქსირე. მე ვხედავ განსხვავებას ფერმერსა და გლეხს შორის და დამიჯერეთ, ფერმერი მარტო ახალი სიტყვა არ არის … იგი თავის თავში უფრო მეტს აერთიანებს ვიდრე მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის სოფელში მოსავლის მოწევას.

ფერმერი პატრიოტია, ვინაიდან იგი არა მარტო დოვლათს ქმნის საკუთარი თავისთვის, არამედ მეურნეობას უყურებს როგორც ბიზნესს და ეტაპობრივად ავითარებს მას. ფერმერი ქართულ საქმეს აკეთებს ყველა შემთხვევაში, ვინაიდან ასაქმებს ადამიანს, ქმნის დოვლათს დ მერე მას ყიდის. სწორედ ასეთი მშრომელი ადამიანები არისნ ქართული სოფლის განვითარების საფუძველში.

სწორედ ამიტომაც ვუერთდები კამპანიას – #ფერმერიპატრიოტია.