ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

თაფლის ფესტივალი, 13-14 აგვისტო, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან

13-14 აგვისტოს აჭარაში, უკვე მეორედ, თაფლის ფესტივალი გაიმართება, სადაც თაფლსა და თაფლის პროდუქციას ადგილობრივი და რეგიონის წარმომადგენელი მეფუტკრეები წარადგენენ. შარშანდელთან შედარებით, წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და ორი დღე გაგრძელდება. შანშანდელი თაფლის ფესტივალი ჩვენც გავაშუქეთ. ანონსიც დავდეთ და ფოტორეპორტაჟიც. ჩვენ თვითონ იქ არ ვყოფილვართ, მაგრამ ფოტოები მოგვაწოდეს ორგანიზატორებმა. წელს კი ჩავალ ადგილზე და ჩემი თვალით ვნახავ. 13 აგვისტოს, 12:00 საათიდან, ფესტივალი …

განაგრძე კითხვა »

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეკონომიკურ პროგრამას მოძრაობა KAR.GE აკრიტიკებს

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დიდ ნაწილს კი არათუ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, არამედ საერთოდ არ აქვს ეკონომიკური პროგრამა. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ისინი ისეთივე თეთრი ბოლით „კვებავენ“ საზოგადოებას, როგორც ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოძრაობა KAR.GE-სთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!!! სწორედ ამიტომ მოძრაობა KAR.GE-მ 27 ივლისს დაანონსა პოლიტიკური სუბიექტების …

განაგრძე კითხვა »

ინდუსტრიალიზაცია … ოღონდ სტრანდარტული გაგებით არა!

არა რა … ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორები რომ იტყვიან მაინც სულ სხვაა … თუნდაც ისეთი რამ თქვან, ათასჯერ რომ გითქვამს აქამდე … ნეტა ეხლა მაინც შეისმინონ მათ, ვისაც ეს ეხება … თბილისში 2 დღის განმავლობაში [4 და 5 აგვისტოს] საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტის ცნობილი ეკონომისტები – დანი როდრიკი და ჩარლზ …

განაგრძე კითხვა »

მოძრაობა KAR.GE „გირჩი“-ს ეკონომიკურ პროგრამას აკრიტიკებს

შესავალი მოძრაობა KAR.GE-ს მიერ პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამების შეფასების მეტად მნიშვნელოვანი ინიციატივა 2016 წლის 27 ივლისს დაანონსდა. წამოწყების ფარგლებში კვირაში ერთხელ ერთი პოლიტიკური სუბიექტის ეკონომიკური პროგრამის შეფასებას გამოვაქვეყნებთ. რატომ დავიწყეთ ეს პროცესი? 1) ამომრჩეველი ითხოვს მეტ დასაქმებას, მეტ ეკონომიკურ ზრდას და მეტი სიმდიდრის დაგროვებას როგორც ქვეყანაში, ასევე მის ჯიბეში. ამომრჩევლებს რეალურად აინტერესებთ პოლიტიკური სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები, მაგრამ ობიექტურ შეფასებებს ვერ …

განაგრძე კითხვა »

[ვიდეო] ყვითელი ბარათი პოლიტიკურ პარტიებს: პირველი შეფასებები …

ვთქვით რომ დავიწყებდით პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური პროგრამების შეფასებებს და დავიწყეთ კიდეც. მადლობა ტკ იბერიას, სადაც დღეს ბნ. დავით ასლანიშვილი, ბნ. ირაკლი მაკალათია და მე – ტარიელ ზივზივაძე ვიყავით სტუმრად. ძირითადში საერთო შეფასებებით შემოვიფარგლეთ ამ ეტაპზე. დეტალებში არ შევსულვართ, მაგრამ ესეც იქნება. მთავარი ერთია: მოსახლეობის ნახევარმა ჯერ არ იცის ვის მისცეს ხმა. მე ყველას ვეტყოდი, რომ შეაფასეთ რას გთავაზობენ პოლიტიკური პარტიები …

განაგრძე კითხვა »

10 რამ უნდა იცოდე საქართველოში ფისტას კულტურის განვითარების შესახებ

გუშინდლამდე ფისტას მარტო ჭამა ვიცოდი … დღეს კი ისე ვარ აღტკინებული, მგონი ფისტის მეურნეობა გავაშენო …   გუშინ, 28 ივლისს მერიოტ თბილისში საქართველოს ფისტას ასოციაციის პრეზენტაციაზე გახლდით, სადაც ვრცლად იყო წარმოდგენილი ფისტას საქართველოში მოყვანის პოტენციალი. ეს ჩვენთვის ახალი კულტურაა, რომლის დანერგვაც და კვლევები ეხლა მიმდინარეობს. ამ პირველი ნაბიჯების ფონზე კი რამოდენიმე ისეთი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ: ფისტა …

განაგრძე კითხვა »

როგორ გამოიყურება „Checkin Georgia”-ს ფარგლებში გახსნილი ბათუმის საფესტივალო სოფელი?

ბათუმის საფესტივალო სოფელი უკვე თითქმის 1 თვეა რაც ფუნქციონირებს. იგი ბათუმის ძველ ბულვარშია მოწყობილი. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ეს არის ორი პარალელურად მდგარი ხის შენობა, რომელშიც ქართული წარმოების პროდუქცია იყიდება. უდაოდ დადებითი ფაქტია რაც იქ ხდება [რასაც თვალი ხედავს]. ღონისძიება ცხადია ტურისტებისთვისაა გათვლილი და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. დაათვალიერეთ ფოტოები, რომელთა გამოგზავნისათვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბრენდი „ჩირკოლადი“-ს წარმომადგენლებს (Y)

განაგრძე კითხვა »

ნაყინის ფესტივალი 2016

შთაბეჭდილებები: გუშინ მე და ჩემი გოგონა ნაყინის ფესტივალს ვეწვიეთ. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სიცხე იყო, მაინც ვეცადეთ ჩვენი კმაყოფილება მიგვეღო პროცესიდან და მგონი გამოგვივიდა კიდეც. სიცხე და ნაყინის ლოდინი – ესენი იყო ცუდი, დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო. მაწვნის ნაყინი ქიზიყიდან ნამდვილად გახდა ჩვენი აღმოჩენა. არ ვიცი როგორ მზადდება, მაგრამ თბილისში ამას ვერ შეჭამთ. ალავერდს უნდა ესტუმროთ. ბანერს სურათი კი გადავუღე, …

განაგრძე კითხვა »

ბიზნეს ფორუმი: მედია ინდუსტრია 2016

მეტად საინტერესო ფორუმი გაიმართა 14 ივლისს. მთავარი თემა იყო მედია, ოღონდ მედია როგორც ბიზნესი. ძალიან დიდი მადლობა Business Georgia-ს ამ ტიპის ფორუმის პირველად ორგანიზებისათვის და საქართველოს ბანკს მისი მხარდაჭერისათვის. ძალიან დიდი მადლობა სპიკერებს, რომელთაც თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს. მე პირადად გარდა მეტად საინტერესო და სასარგებლო იდეების მიღებისაა, ბევრი მეგობარი მოვინახულე და ბევრიც გავიცანი. ქვემოთ მოკლედ ჩამოვაყალიბებ თუ რა არის საჭირო საქართველოში …

განაგრძე კითხვა »

IMEDIA – გაიცანით პირველი ქართული Social Network Broadcaster

მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ Facebook-მა ცეცხლს ნავთი გადაასხა და Live ვიდეო ტრანსლაციის ფუნქცია ჩართო, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა. თუ FB გვერდი გაქვთ თქვენ უკვე შეგიძლიათ Live ვიდეო ტრანსლაცია მოაწყოთ Facebook-ის მეშვეობით. მე პირადად ჯერ თვეზე მეტი ველოდე, სანამ ჩამერთვებოდა ეს სერვისი, მაგრამ როცა ჩაირთო აღმოვაჩინე, რომ თუ რიგიანი აპარატურა და ნორმალური ინტერნეტ შეერთება არ გაქვს, Live-ში გასვლის სურვილი …

განაგრძე კითხვა »