ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

დღე #1 შეჯამება: ეს იყო სრული შოკი!!!

20 ოქტომბრის თითქმის ღამის 2 საათი ხდება ამ სტატიის წერის პროცესში ჯონჯუში, კორეაში … თბილისში ამ დროს საღამოს 9 საათს უკაკუნებს … მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი დღეღამის განმავლობაში მხოლოდ 1 საათი მეძინა და დატვირთული დღის შემდეგ რასაც ჰქვია მკვდარი ვარ, მაინც მოციკრიბე ძალები და ამ ტექსტს გიწერთ რომ გითხრათ შემდეგი: IFFE 2016-ის პირველი დღე იყო სრული შოკი!!! ქართული პროდუქციისადმი …

განაგრძე კითხვა »

რომელი ქართული პროდუქცია მიგვაქვს კორეაში IFFE 2016-ზე?

ამ საქმეში ძალიან ბევრი ადამიანის მონდომებაა ჩადებული … და ყველას მინდა მადლობა ვუთხრა … ყველა მწარმოებელს, რომელიც გვენდო და ნიმუში მოგვაწოდა … ყველა ჟურნალისტს, რომელმაც სხვადასხვა დროს მხარი დაგვიჭირა … ყველა სახელმწიფო მოხელეს, რომელთაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერა გამოგვიცხადა … ყველა მეგობარს, მხარდამჭერს და კომპანიას, რომელიც დაგვეხმარა დიზაინის გაკეთებიდან დაწყებული პრომო მასალების დამზადებით დამთავრებული … ჩვენს კორეელ პარტნიორს – Tbilisi-OKTA-ს … …

განაგრძე კითხვა »

პაპრიკა – ქართული პროდუქციის ახალი მაღაზია ნუცუბიძის 82-ში გელით

სულ რამოდენიმე დღის წინ გავიგე პაპრიკას არსებობის შესახებ … გავიგე და მეორე დღესვე “დაუპატიჟებლად” ვეწვიე … ნაღდი კახური ზეთი და ნაღდი ქართული წითელი დოლის ცეხვილი [პური] შევიძინე, მზეთამზეს წარმოებული … მერე შევათვალიერე, სურათები გადავუღე და … რა თქმა უნდა მაღაზიის მფლობელი გავიცანი, ქ-ნი სალომე სიმონია … მოსაზრებები გავცვალეთ … სალომეს უპირველესი ამოცანა ამ ეტაპზე ასორტიმენტის ზრდაა, რაც მუდმივად მიმდინარეობს … …

განაგრძე კითხვა »

სასწრაფოდ!!! მწარმოებლებო, შანსი გაქვთ თქვენი პროდუქცია მოხვდეს კორეაში IFFE 2016-ზე

მოგესალმებით ძალიან კარგი ინფორმაციით, თუ აწარმოებთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე პროდუქტს, გაქვთ შანსი თქვენი პროდუქციის ნიმუში მოხვდეს ძალიან მაგარ საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2016.  ესაა პრიორიტეტულ პროდუქტთა სია, რომელიც გვინდა წავიღოთ მცირე ზომით [თითოეული 2 კგ-მდე] და გამოვფინოთ [ასევე მოვაწყობთ დეგუსტაციასაც]: აჯიკა, ცხარე და ძალიან ცხარე; ჩვეულებრივი ან/და შებოლილი სულგუნი ვაკუუმში; ნივრის მწნილი; ჯონჯოლი; დამბალხაჭო; კალტი; გუდის ყველი; რაჭული ლორი; ტენილი …

განაგრძე კითხვა »

მხატვრული ფილმი “ექვთიმე“: შანსი გახდე ქველმოქმედი, შემოქმედი და მხარდამჭერი

მე ჩემი მცირე წვლილი შევიტანე ამ კარგ საქმეში … რამდენიც მოგიხერხდეს იმდენი წაამატე შენც (y) ანგარიშის მონაცემები [GEL & USD]: თიბისი ბანკი TBCBGE22 GE66TB7066736020100004 შპს „დაკარგული ლეგენდები“ გუნდის მიმართვა: “ექვთიმე”-ს მხატვრული ფილმის 80 წუთი საკუთარი და პატრიოტი ადამიანების ძალისხმევით უკვე გადაღებული გვაქვს, დაგვრჩა კიდევ 40 წუთი, რისთვისაც გვჭირდება 200,000 ლარი, რომ დავასრულოთ ფილმი. გთხოვთ, გაეცანოთ ჩვენს ვიდეომიმართვას, რომელშიც ფილმის სცენების …

განაგრძე კითხვა »

ვემზადებით: 20-24 ოქტომბერი, სამხრეთ კორეა, მე-14 IFFE 2016 – International Fermented Food Expo

20-24 ოქტომბერს ვიქნებით IFFE 2016-ზე, სადაც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საერთაშორიო ღონისძიებაზე ღირსებულად წარმოვადგინოთ ქართული ნაწარმი. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკულად ჩვენი ჯიბის ფულით მივდივართ … რა უნდა იცოდეს მოძრაობა KAR.GE-ს გულშემატკივარმა ამ თემასთან დაკავშირებით? სამხრეთ კორეა მე-11 ეკონომიკაა მსოფლიოში. 2015 წელს ნომინალურმა მშპ-მ 1.32 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მოსახლეობა 50 მილიონზე მეტია. საშუალო კორეელის შემოსავალი საშუალო ქართველის შემოსავალს 7-ჯერ აღემატება წელიწადში; Jeonju …

განაგრძე კითხვა »

ფოტორეპორტაჟი: ეთნოფესტი, 23-25 სექტემბერი, 2016

ეთნოფესტი – ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი – “ეთნოფესტი 2016” თბილისში 23-25 სექტემბერს გაიმართა ექსპოჯორჯიაში. 24-ში ვეწვიე მე და აი ეს ფოტოკოლაჟი შევკრიბე თქვენთვის. რა ხდებოდა აქ? ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში; მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა ქართველმა ოსტატმა, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან; პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები ატარებდნენ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და …

განაგრძე კითხვა »

საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა ჩინეთის სავაჭრო ექსპანსიის ფონზე

ეს სამიოდ კვირაა რაც დიდი თემა გახდა ჩინეთიდან უჟანგავი ფოლადის და ზოგადად ფოლადის ნაწარმის დაბალ ფასში ექსპორტი, რომელიც მთელი რიგი ქვეყნების სამუშაო ადგილებს და ეკონომიკას დააემუქრა. რატომ? როგორც ამბობენ ფასები იმდენად დაბალია, რომ სერიოზულად სცილდება მრავალ ქვეყანაში წარმოების თვითღირებულებას. რა მოსალოდნელი შედეგი დგება, როცა ქვეყანაში იმპორტული ფოლადი ადგილობრივ ნაწარმზე დაბალი ფასით შემოდის? რა უნდა მოიმოქმედო ამის საწინააღმდეგოდ? მოდით მაგალითებით ვისაუბროთ … …

განაგრძე კითხვა »

EBRD | EU4BUSINESS – 50 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი ქართულ ბიზნესს

დღეს დილით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეტად საინტერესო კონფერენციას დავესწარი ტექნოპარკში. საქართველოს ბანკის მიერ დაინერგა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა („ევრობანკი“) და ევროპის კავშირის ახალი, ერთობლივი დაფინანსების მექანიზმი. ამ მექანიზმის ფარგლებში, ევრობანკი, საქართველოს ბანკთან ერთად ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს – ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნების შესაბამისად. არ მინდა გადაგტვირთოთ ტერმინებით, …

განაგრძე კითხვა »