ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

IMEDIA – გაიცანით პირველი ქართული Social Network Broadcaster

მას შემდეგ, რაც სულ ცოტა ხნის წინ Facebook-მა ცეცხლს ნავთი გადაასხა და Live ვიდეო ტრანსლაციის ფუნქცია ჩართო, უნიკალური შესაძლებლობა გაჩნდა. თუ FB გვერდი გაქვთ თქვენ უკვე შეგიძლიათ Live ვიდეო ტრანსლაცია მოაწყოთ Facebook-ის მეშვეობით. მე პირადად ჯერ თვეზე მეტი ველოდე, სანამ ჩამერთვებოდა ეს სერვისი, მაგრამ როცა ჩაირთო აღმოვაჩინე, რომ თუ რიგიანი აპარატურა და ნორმალური ინტერნეტ შეერთება არ გაქვს, Live-ში გასვლის სურვილი სურვილადვე შეიძლება დაგრჩეს. არადა მაგარი რამეა!

ბაზარი ხომ იცით როგორი რამეა …

შესაძლებლობის ფანჯარა იხსნება თუ არა ეგრევე გამოჩნდება ხოლმე ის, ვინც „ჩაავლებს“. ველოდი და გამოჩნდა კიდეც …

და ახლახან აღმოვაჩინე სტარტაპი IMEDIA – პირველი ქართული Social Network Broadcaster, რომელმაც სიტუაციას ალღო აუღო და უკვე ახორციელებს ლაივსტრიმს სხვადასხვა ღონისძიებებიდან. აკეთებენ სხვადასხვა ტიპის გადაცემებს, როგორიცაა Insider (სტუმრობა საწარმოში და იქედან ტრანსლირება) და Face to Facebook (სოციალურ ქსელებში პოპულარული ადამიანების ლაივსტრიმი, სადაც მას კითხვებს უსვამენ ადამიანები პირდაპირ ეთერში). უკვე განახორციელეს კიდეც რამოდენიმე Live: GEM FEST PRE PARTY WITH AME, Summer Set, Face to Facebook-მა “კიბატონო”-ს მონაწილეობით, INSIDER-ი “ზედაზენის ქარხნიდან.

IMEDIA-ს საქმიანობის შესახებ გაცილებით მეტს გაიგებთ მისი Facebook გვერდიდან. აქ კი რამოდენიმე ჩემს მოსაზრებას დავამატებ ამ მომსახურების პრაქტიკული სარგებლიანობის შესახებ:

  1. უდაოდ სერიოზული შესაძლებლობაა Live ვიდეო ტრანსლაცია. თუ ორიგინალური იდეა გაქვთ ელვის სისწრაფით შეიძლება მსოფლიოს მოედოს თქვენი Live. ეს თქვენი ბიზნესის მარკეტინგის უნიკალური შესაძლებლობაა;
  2. ჩემი აზრით შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა ყველასთვის. ანუ თუ დღეს IMEDIA წარმატებით მუშაობს ამ სფეროში, მალე ბევრი კონკურენტი გამოუჩნდება. მოიგებს ის, ვინც მუდმივად ადაპტირებად გარემოს მოეწყობა. ეს ხომ ინოვაციური მიმართულებაა …
  3. მარკეტერებს ვურჩევ თავისი ნაჭუჭიდან გამოვიდნენ და გლობალურად იაზროვნონ. თუმცა მარკეტერებს ვინ ეკითხება, ისინი ხომ არაფერს წყვეტენ ამ ქვეყანაში …

წარმატებები ვუსურვოთ ქართულ სტარტაპს!