ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ფოტორეპორტაჟი: ეთნოფესტი, 23-25 სექტემბერი, 2016

ეთნოფესტი – ტრადიციული რეწვისა და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი – “ეთნოფესტი 2016” თბილისში 23-25 სექტემბერს გაიმართა ექსპოჯორჯიაში. 24-ში ვეწვიე მე და აი ეს ფოტოკოლაჟი შევკრიბე თქვენთვის.

რა ხდებოდა აქ?

  • ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში;
  • მონაწილეობა მიიღო 250-ზე მეტმა ქართველმა ოსტატმა, ასევე ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სლოვაკეთიდან;
  • პროექტის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში, ექსპერტები ატარებდნენ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • ღონისძიება “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის” პროექტის – “ტრადიციული რეწვა, პლატფორმა ეკონომიკური განვითარებისთვის” და ევროკავშირის პროექტის Investing in People პროგრამის ფარგლებში გაიმართა;
  • პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ქალაქ თბილისის მერია, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამერიკის საელჩო საქართველოში, ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის საკრებულო, კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია და გამოფენების ცენტრი ექსპოჯორჯია.

აი რა იყო იქ კონკრეტულად …