ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

ფესტივალი – „ულამაზესი კორეა 2016“ და გამოსვლა კორეაში ექსპორტის თემაზე

ორი ქვეყნის დაახლოებას არაფერი უწყობს ხელს ისე, როგორც ასეთი ტიპის ფესტივალები – კულტურის გაცვლა და დაახლოება. იქ კი ბევრი რამ ხდება … დამეგობრება, თანამშრომლობა და ყველაფერი კარგი! დოკდუს კინოფესტივალი „ულამაზესი კორეა 2016“-ის ფარგლებში 2016 წლის 23-25 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ორგანიზატორი – კორეის ასოციაცია საქართველოში. “Georgian Products Aiming at the Korean Market” – იყო ჩემი გამოსვლის თემა 2016 წლის 25 დეკემბერს, …

განაგრძე კითხვა »

შეჯამება: საქველმოქმედო აქციები 26 დეკემბერს და 29-30 დეკემბერს, რომლებშიც მოძრაობა KAR.GE ჩაერთო

გასული დეკემბერის ორომტრიალში მაინც მოვახერხეთ ის, რომ ორ მცირე საქველმოქმედო აქციაში მიგვეღო მონაწილეობა. მსგავსი პრეცედენტი შარშანაც გვქონდა, როცა 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევის ბოლო დღეს ახალგაზრდების აქციაში ჩავერთეთ. თუმცა წელს მგონი ცოტა მეტიც მოვახერხეთ მიუხედავად დროის სიმცირისა. პირველის აქციის იდეა 23-24 დეკემბერს ქარვასლაში მიმდინარე “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016”-თვის დაიბადა. ამ ღონისძიებისათვის სპეციალურად დავბეჭდეთ სტიკერები – “მე ვყიდულობ ქართულს” …

განაგრძე კითხვა »

30 დეკემბერი, 2016: მოძრაობა KAR.GE სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოში ისტორიული ფაქტი მოხდა … საქართველოს პრეზიდენტმა ღიად იყიდა ქართული ნაწარმი … ჟურნალისტების თანხლებით … და ფაქტი მასიურად გაშუქდა მედიაში … სწორედ ამ ფაქტის და მისი გამოხმაურების დამსახურებაა, რომ 30 დეკემბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს რამოდენიმე თანამოაზრე. თან წავიღე და პრეზიდენტს გადავეცი სპეციალურად მისთვის მომზადებული სერტიფიკატი – ჩარჩოში ჩასმული სტიკერი [ქართულად ყოფილა საკრობი] „მე ვყიდულობ ქართულს“ …

განაგრძე კითხვა »

ღია ლექცია ალმა მატერში: რატომ ვყიდულობ ქართულს? რაციონალური დასაბუთება!

ჩვენი გზავნილი ასეთია: როცა ყიდულობ ქართულს ასაქმებ ადგილობრივ მოქალაქეს, ავითარებ ადგილობრივ ბიზნესს და აძლიერებ სახელმწიფოს. ნეტა როგორ ხდება ეს ყველაფერი? თვის დასაწყისში დავგეგმეთ ეს ღია ლექცია ალმა მატერში … ყოველგვარი ზედმეტი პრეზენტაციების და ა.შ. გარეშე მხოლოდ რამოდენიმე ფერის მარკერი და თეთრი დაფა იყო საჭირო მარტივი ჭეშმარიტების ასახსნელად თუ რა რაციონალური დასაბუთება დევს ქართულის ყიდვის უკან. თუმცა აქ არ გავჩერებულვართ … ბევრ …

განაგრძე კითხვა »

29 დეკემბერს, 15:00-18:00, დიღმის გუდვილში გელოდებით

შარშან ამ დროს დავაანონსე და მომდევნო დღესვე ჩავერთე ერთ ძალიან ლამაზ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელმაც 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევა დიდებულად დააგვირგვინა. ტრადიცია წელსაც გრძელდება. ამჯერად იდეა ნინუცა კახნიაურს ეკუთვნის. დავდექით ერთად და გვინდა ერთი კარგი საქმეც გავაკეთოთ. საერთო საქმეს ძალიან წაადგება, თუ შემოგვიერთდებით. მოკლედ, 29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში 2030-ისა და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის …

განაგრძე კითხვა »

არც გვახსენებენ … არადა აქცია, რომელშიც პრეზიდენტი ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-მ ააგორა

ეხლახან დავბრუნდი ახლადგახსნილი აგროჰაბიდან … შესანიშნავი ობიექტი გაიხსნა გელოვანზე … ბევრი რამ ქართული იყიდება იქ … 30 დღიანი გამოწვევისთვის აგროჰაბის მიერ წარმოებული მაწონი ვიყიდე … სტატიის დაწერის დაწყებას ვაპირებდი, რომ ეს ვნახე … და სახტად დავრჩი … საქართველოს პრეზიდენტი, ბნ. გიორგი მარგველაშვილი ორ აქციაში ჩაერთო … ერთის მხრივ ამ FB პოსტში განაცხადის მიხედვით იგი გოგა ჩანადირის აქციაში ერთვება და ქართულ …

განაგრძე კითხვა »

23-24 დეკემბერის ფესტივალის ანონსი ბიზნესკონტაქტში

უღრმესი მადლობა ბნ. სანდრო ვეფხვაძეს და ბიზნესკონტაქტის მთელ გუნდს მხარდაჭერისათვის. სტუდიაში წამყვანთან ერთად ქართულ და კარგ თემაზე ვსაუბრობდით სს ივერიას დირექტორი, ბნ. დავით სილაგავა, შპს „ემსიბი ჯორჯია“-ს დირექტორი, ბნ. სანდრო რატიშვილი და მე, ტარიელ ზივზივაძე. ერთი სიტყვით, 2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება. …

განაგრძე კითხვა »

17-18 დეკემბრის Startup Market ფოტოებში

#ქართულიადაკარგია დღეს სტარტაპ მარკეტზე ვიყავი … ფოტოები გადავიღე … ბევრი კარგი ადამიანი ვნახე … და რამოდენიმე ფოტოს აქ გთავაზობთ … მხოლოდ ერთს გავუსვამ ხაზს … ქართულია & KAR.GE-ა (y) … ჩვენი, მოძრაობა KAR.GE-ს სხარტულა სლოგანი … უკვე სტარტაპ მარკეტის ჰეშტეგად იქცა … საამაყოა! ის, რასაც ჩვენ დიდი ხანია გავყვირით ნელ-ნელა პოპულარული ხდება და ასეთ ღონისძიებებშიც გამოიყენება …

განაგრძე კითხვა »

„ტკბილი ფესტივალი“ თელავში 17 დეკემბერს გაიმართება (Y)

17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, დღის 2 საათიდან თელავში “კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციის” ორგანიზებით “ტკბილი ფესტივალი” გაიმართება. ფესტივალს ყოველწლიური ხასიათი ექნება და ტრადიციულ ბარბარობის დღესასწაულზე ჩატარდება. მის: თელავი, რუსთაველის #4, “Mala’s Garden”. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ქალბატონ მაია კაციტაძეს.

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 23-24 დეკემბერს ქარვასლაში ’’ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება

მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი ქარვასლა … 23-24 დეკემბერს გიწვევთ უმაგრეს ფესტივალზე … სადაც თქვენ იხილავთ 2016 წელს ქართული წარმოებების მიერ შექმნილ პროდუქციას … უმაგრეს პროდუქციას … ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა … სულ 26 მწარმოებლის ადგილია გამოყოფილ სივრცეში … როგორც იტყვიან First come, first served … 23-24 დეკემბერს ქარვასლაში დაგახვედრებთ რას? ბევრ ხარისხიან ქართულ ნაწარმს … ბევრ სადღესასწაულო …

განაგრძე კითხვა »