ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

პირდაპირი ჩართვა ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“-დან „საქმიან დილა“-ში

დღეს 10 ოქტომბერია! დიდი დღეა! პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“ დაიწყო 55 ორგანიზაციისაგან შეკრებილი გუნდი გაკეთებთ ამ საქმეს მათ შორის კი ერთ-ერთია ბიზნეს მედია საქართველო, რომელიც ღონისძიების მედია პარტნიორია! და ეს ჩვენ ძალიან გვეამაყება! ეს ცოცხალი ჩართვა „საქმიან დილა“-ში შედგა. მე – ტარიელ ზივზივაძეს და ღონისძიების გენერალური სპონსორის – რუსთავის აზოტის ადმინისტრაციის უფროსს – ნინო მამუჩაშვილს შესაძლებლობა მოგვეცა …

განაგრძე კითხვა »

რომელი 50-მდე მწარმოებელი ჩაერთო #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში – “იყიდე ქართული“?

პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული“ 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის სპონსორობით 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში გაიმართება. ფორუმზე  იქნება გამოსვლები, პანელური დისკუსიები, ქართული ნაწარმის ექსპო და B2B შეხვედრები, რომელთაც 300+ სპეციალურად მოწვეული ადამიანი დაესწრება. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნეს ფორუმის საერთაშორისო …

განაგრძე კითხვა »

IBF ”იყიდე ქართული“-ს საინტერესო დეტალები [ნახეთ ვიდეო]

10 ოქტომბერს პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდე ქართული” შედგება. საპრეზენტაციო გვერდი ნახეთ აქ – http://kar.ge/buygeorgian მიზანი: რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი ქართული ნაწარმი გავიდეს ექსპორტზე და შევიდეს ქსელებში, სასტუმროებში, რესტორნებში, კაფეებში შიდა ბაზარზე, საქართველოში. ეს ნიშნავს ? მეტ დასაქმებას, ? ადგილობრივი წარმოების მეტ განვითარებას და ? ქვეყნის წინსვლას! უღრმესი მადლობა Business Media Georgia, TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი TV1-ს და გადაცემას …

განაგრძე კითხვა »

იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ვაშლს თუ …?

მოგეხსენებათ სულ ახლახან გაჟღერდა თბილისის სკოლებში ყოველკვირეულად გაშლების დარიგების თაობაზე განათლების სამინისტროს ინიციატივის შესახებ. მცირე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენგან:   იყიდის განათლების სამინისტრო ქართულ ? თუ …? 150,000 ლარის ვაშლის დარიგებაზეა საუბარი კვირაში!!! მცირე ანალიზი: 1. 2016 წლის მონაცემებით (geostat.ge) საქართველოში 564 ათასი ??⛹️? მოსწავლე ფიქსირდება 2321 ? სკოლაში და ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსწავლეთა საერთო რიცხვი სტაბილურად მერყეობს …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 30 ივლისი, 12:00, დაბა სიონში: ფესტივალი „მადლი ფშაური მიწისა“!

მადლი ფშაური მიწისა

ნეტარება იცი რა არის? აი, სურათზე რომ ხედავ, ტაფაზე, დამბალხაჭოა ის, ოღონდ დამდნარი. მასში რომ ლავაშს ამოუსვებ და მიირთმევ, ზედ კი ღაჟღაჟა წითელ ღვინოს მიაყოლებ … აი ეს … შპს “სანათას სახლი” და ა(ა)იპ “ჩვენი ფშავი” სოფლის მეურენეობის სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, 2017 წლის 30 ივლისს გიწვევენ დამბალი ხაჭოს ფესტივალზე თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონში, კორტების …

განაგრძე კითხვა »

მწარმოებლებს: გიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების მე-15 საერთაშორისო ექსპოზე (IFFE 2017)

მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ქართული კვების პროდუქტების მწარმოებლებს ვიწვევთ სამხრეთ კორეაში ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო გამოფენაში – International Fermented Food Expo 2017 (IFFE 2017) მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2017 წლის 19-23 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს უკვე მე-15-ჯერ გაიმართება. World-OKTA – http://www.okta.net/ მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, მათ შორის თბილისშიც. მოძრაობა KAR.GE …

განაგრძე კითხვა »

ფოტოკოლაჟი: კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა დედაენის ბაღში

26 ფოტო დღეს, 2017 წლის 29 ივნისს დედაენის ბაღში გამართული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვიდან. ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების განვითარების სააგენტო.  

განაგრძე კითხვა »

[ფოტო-ვიდეო ბუკეტი] “გურმან ფესტი 2017“. სიღნაღი, 2017 წლის 17 სექტემბერი

მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც არ დაიზარა, ჩაერთო ფესტივალში, ჩამოვიდა სიღნაღში და ჩვენთან ერთად იდგა იქ უამრავი სტუმრის წინაშე. ბედნიერი ვარ, რომ შანშანდელივით წელსაც მქონდა ჩემი წვლილი შემეტანა საერთო საქმეში. 17 ივნისს სიღნაღში „გურმან ფესტი 2017“ შედგა! ღონისძიების ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“. მხარდამჭერები: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, მოძრაობა …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: 17 ივნისი, სიღნაღი, ქართული პროდუქციის ფესტივალი – „გურმან ფესტი 2017“

2017 წლის 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცენტრალურ მოედანზე უკვე მესამედ გაიმართება ქართული პროდუქციის ყოველწლიური ფესტივალი „გურმან ფესტი 2017“. ფესტივალის მიზანია – საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა, ადგილობრივი წარმოების ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირის, და სხვა სახის პროდუქტების შეთავაზება როგორც, უცხოელი ტურისტებისათვის, ასევე ღონისძიებაზე დამსწრე ადგილობრივი საზოგადოებისათვის. ფესტივალი გაიმართება შაბათს, 17 ივნისს, ქ. სიღნაღის ცეტრალურ მოედანზე. დღის 12:00-დან 19:00 …

განაგრძე კითხვა »

[video] 25,000 ცალი #ქართულიადაკარგია “კვირის პალიტრა“-ს 22 მაისის ნომერში

ეს კონკრეტული “კვირის პალიტრა“ წერეთელზე, მეტროსთან ვიყიდე. 1,5 ლარი გადავიხადე. მასში კი „აღმოვაჩინე“ სპეციალური გამოცემა #ქართულიადაკარგია … პროექტის მასშტაბი უპრეცედენტოა: 25,000 ოჯახში და სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციაში მისული საგაზეთო კატალოგი ერთი კვირაში 100,000, ერთ თვეში კი 300,000-მდე ინფორმირებულ მყიდველს ნიშნავს. თანმხლები Facebook კამპანიით კი კატალოგის ელექტრონულ ვერსიას მინიმუმ 1,000,000 პოტენციური მყიდველი გაეცნობა, რომელთა 20-25%  ქართული პროდუქციით დაინტერესებული აუდიტორიაა. ანუ, ჯამურად მინიმუმ 500,000 …

განაგრძე კითხვა »