ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

როგორ ვუშველოთ თავს/ლარს/ეკონომიკას და …?

არ ვპანიკობთ … მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებთ … 1. შარშან, 2016 წლის 21 ნოემბერს კურსი იყო (წყარო) 2.4889 და სრული პანიკა სუფევდა. ზოგი ლარის კურსის შესახებ სამთავრობო „მარგალიტებს“ აგროვებდა, ზოგიც კი საბანკო სესხზე გადასახდელის ზრდის გამო თავ-ბედს იწყევლიდა; 2. დღეს, 2017 წლის 21 ნოემბერს ლარის ოფიციალური კურსი 2,7060 ფიქსირდება nbg.gov.ge-ზე, მთელი 21+ პუნქტით მაღალი. მიჰქრის უგზოუკვლოდ, თუ ვიღაცას უჭირავს აღვირით ვითომ? …

განაგრძე კითხვა »

[ფოტორეპორტაჟი] აგრო, საკვები, სასმელი, შესაფუთი და დამამუშავებელი მოწყობილობების საერთაშორისო ექსპო 2017

მადლობა მეგობრებო რომ ამ ტექსტს კითხულობთ, დღეს ვეწვიე ექსპოს, რომელიც კიდევ 2 დღე გაგრძელდება. ეს არის 20-22 ნოემბერის პერიოდში გამართული აგრო, საკვები, სასმელი, შესაფუთი და დამამუშავებელი მოწყობილობების საერთაშორისო ექსპო. გიზიარებთ იქ გადაღებულ ფოტოებს. მანამდე კი 3 რამეს გეტყვით: 1. ბელოსურული კომპანიების დიდი ჯგუფია წარმოდგენილი. ცალკე მე-6 პავილიონი აქვთ დათმობილი მათ. მე რაც ვნახე, ფრიად საინტერესო ექსპოზიცია აქვთ. ვატყობ ბელორუსული კომპანიები …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოები] ტრადიციად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი შედგა!

ტრადიციულად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი შედგა! ფესტივალზე ყველა რეგიონი საკუთარი ყველის სახეობებს წარმოადგენდა! გამოფენილი იყო როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.  ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იყო ყველის ამოყვანის მეთოდები. მოქალაქეები გაეცნენ დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და სხვა ყველის სახეობების დამზადების პროცესს. ყველის ფესტივალში 50 ყველის მწარმოებელი კომპანია იღებდა მონაწილეობას. მე ცოტა …

განაგრძე კითხვა »

“გემოვანი ბაზარი” დიდებულად შედგა! ნახეთ ვიდეო და ფოტოები

უღრმესი მადლობა ყველას, ვინც დღეს ფოლარმონიაში, თბილისი ივენთ ჰოლში „გემოვანი ბაზარს“ ესტუმრა და ამ დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო. „გემოვანი ბაზარი“ შედგა. გვეამაყება, რომ მოძრაობა KAR.GE ღონისძიების მხარდამჭერი იყო და სხვა მეტად სერიოზული ორგანიზაციების გვერდით იდგა ამ საერთო საქმეში. თქვენი თვალით ნახეთ რა ხდებოდა იქ: ცხადია მარტო სურათებით არ შემოვიფარგლე და Facebook Live გავუშვი მოძრაობა KAR.GE-ს Facebook გვერდზე. 2500 ხილვა ჰქონდა ვიდეოს …

განაგრძე კითხვა »

“გემოვანი ბაზარი” 18 ნოემბერს: ქართული გენეტიკის სურსათის გამოფენა-გაყიდვა

18 ნოემბერს 10:00-დან 18:00-მდე ”ფილარმონიის ივენთ ჰოლში” პირველად ისტორიაში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიების მიზანია ნიშანი ”გემოვანი”-ს წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას დაახლოებით 50-მდე მწარმოებელი მიიღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვლენ და საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. გამოიფინება და გაიყიდება როგორც მცენარეული, ისე ცხოველური წარმომავლობის ქართული ნატურალური პროდუქცია: პური, რძის ნაწარმი, ხორცი, …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოები] შემოდგომის ზეიმი ქარვასლაში, 4-5 ნოემბერს

სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას ორგანიებით 4-5 ნოემბერს ც. დადიანის 7-ში შემოდგომის ზეიმი მიმდინარეობს. სახეიმო განწყობას კი ქართული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა ამშვენებს. სადაც ქართული ნაწარმია იქა ვართ ჩვენც :), ჰოდა ქარვასლაში შემოდგომის ზეიმს გამოვტოვებდით? ვესტუმრე რა თქმა უნდა, „ხალხში გავერიე“ და ფოტოებიც გადავიღე თქვენთვის …

განაგრძე კითხვა »

6-8 ოქტომბერი, 2017: ქართული VR თამაშების წარმატება Poznan Game Arena-ზე

2017 წლის 6-8 ოქტომბერს გამართული PGA – Poznan Game Arena (ყველაზე დიდი თამაშებზე ორიენტირებული გამოფენა ევროპაში) ერთი ფაქტით იყო განსაკუთრებული ქართველებისათვის. პოლონეთის საელჩოს და პოლონელი კოლეგების დახმარებით წელს საქართველოს სტენდის ორგანიზება მოხერხდა, სადაც გამოფენილი იყო StormBringer Studios-ს VR და Mobile თამაშები. კერძოდ კი VRzGame და PixelFury3D. StormBringer Studios წარმომადგენლები შეხვდნენ პოლონეთის გეიმდევის წარმომადგენლებს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინიტრს და ვიცე პრეზიდენტს, …

განაგრძე კითხვა »

[ფოტოები და FB Live] ნახეთ, რა ხდებოდა სამეწარმეო მარკეტზე 28 ოქტომბერს

მადლობა რომ აქ ხართ! სამეწარმეო მარკეტი – იდეა კარგია! კარგია როცა ქართულ წარმოებას, სტარტაპებს ან თუნდაც „იყიდე ქართული“-ს იდეას ხაზი ესმება. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. იქნებ გაუნათდეს გონება ზოგიერთებს … წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფოტოს და 44 წუთიან პირდაპირ ეთერს, რომელიც მეიდანზე გავაკეთე. ამ ვიდეოში პრინციპში ყველაფერია, ასე რომ თუ გაინტერესებთ ვინ იყო და რა ჰქონდა წარმოდგენილი …

განაგრძე კითხვა »

რელიზი: მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA-მ ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2017 წარადგინეს

მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA Tbilisi Branch-მა ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2017 – International Fermented Food Expo წარადგინეს. World-OKTA – http://www.okta.net/ მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30+ წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით. მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მისია საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვების და ექსპორტის ზრდაა. IFFE 2017 …

განაგრძე კითხვა »

შანსი შანსებს შორის! მწარმოებლებო, გაგვატანეთ პროდუქცია საერთაშორისო ექსპო – IFFE2017-ზე სამხრეთ კორეაში

რა, სად, როდის … 15 ოქტომბერს, ანუ 2 დღეში მივდივართ IFFE2017-ზე – მე-15 გრანდიოზულ საერთაშორისო ექსპოზე, სადაც კორეული მხარე ქართველებს უზარმაზარ სივრცეს გვითმობს საერთაშორისო პავილიონში. ეს ჩვენი მეორე მიწვევაა IFFE-ზე. ეს კონკრეტული შეთავაზება World-OKTA-ს წარმომადგენელმა ღიად გააჟღერა პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე “იყიდე ქართული”, რომელიც 10 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა. კორეაში ჩვენ წარვადგენთ ქართულ ხარისხიან ნაწარმს. საქართველოს საელჩო კორეის რესპუბლიკაში გვერდში გვიდგას ამ …

განაგრძე კითხვა »