ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

[ფოტორეპორტაჟი] აგრო, საკვები, სასმელი, შესაფუთი და დამამუშავებელი მოწყობილობების საერთაშორისო ექსპო 2017

მადლობა მეგობრებო რომ ამ ტექსტს კითხულობთ,

დღეს ვეწვიე ექსპოს, რომელიც კიდევ 2 დღე გაგრძელდება. ეს არის 20-22 ნოემბერის პერიოდში გამართული აგრო, საკვები, სასმელი, შესაფუთი და დამამუშავებელი მოწყობილობების საერთაშორისო ექსპო. გიზიარებთ იქ გადაღებულ ფოტოებს. მანამდე კი 3 რამეს გეტყვით:

1. ბელოსურული კომპანიების დიდი ჯგუფია წარმოდგენილი. ცალკე მე-6 პავილიონი აქვთ დათმობილი მათ. მე რაც ვნახე, ფრიად საინტერესო ექსპოზიცია აქვთ. ვატყობ ბელორუსული კომპანიები აქტიურად აპირებენ ქართული ბაზრის დაპყრობას;

2. ქართული კომპანიები იმდენად ცოტანი არიან წარმოდგენილი, რომ აგეტირება კაცს. ეს ძალიან ცუდია, თუმცა ესეც ჩვენი რეალობაა;

3. რაც არ მომეწონა ასევე პირდაპირ უნდა ვთქვა:
2015-ში იგივე გამოფენა იყო სრული შოკი. ძალიან მაგარი იყო! 4 პავილიონი ეჭირა და ტერიტორიაზე მოსიარულე ფრთხილად უნდა ყოფილიყავი, რომ ტრაქტორს ან რამე ტექნიკას არ “დაჯახებოდი”. 2016-ში 2015-ის ნახევარი იყო, თქვენი თვალით ნახეთ; დღეს კი 2016-ის ნახევარი ვნახე. ეს არ მომეწონა!

საქმე წინ უნდა მიდიოდეს და არა უკან!
ამ ექსპოს კი აშკარად უკან სვლა ეტყობა!
ნებისმიერ შემთხვევაში მიდით, ესტუმრეთ და იგრძენით ბიზნესის მაჯისცემა!