ეს იმ დროინდელია, ღიპიანი პოლიციელი რომ „მოდაში“ იყო … ბავშვი სახლში ყოველ საღამოს თავპირდასისხლიანებული ბრუნდება. მამის შეკითხვებზე თუ რატომ მოდის გალახული, ბავშვი არაფრით პასუხობს. ერთ დღესაც მამა ჩუმად გაყვება და რას ხედავს … ბავშვი ღიპიან პოლიციელთან მიდის, რაღაცას ეუბნება, შემდეგ კი ეს პოლიციელი სასტიკად ურტყამს. მივარდება მამა პოლიციელს, ბავშვს ხელიდან გამოგლეჯს და უყვირის: -ბავშვს რატომ ურტყამო? -გავლახავ აბა რას …
განაგრძე კითხვა »KAR.GE
ავსტრია – საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2014
ავსტრია … ავსტრიიდან კვების პროდუქტები შემოდის ბლომად, თუმცა არა მხოლოდ. ამას წინათ ერთი ნაცნობი ღრმად დარწმუნებული მეუბნებოდა, რომ ავსტრიული ძვირია, მაგრამ კარგიაო. ჩემი პასუხი? გადაიხადე ძვირი და გექნება ხარისხიანი ქართული წარმოების ხორცპროდუქტები მეთქი. დაფიქრდი, ეს 67,000,000 აშშ დოლარი ქართული პროდუქციის შესყიდვაში რომ დახარჯულიყო, ეს საქართველოში დამატებით პოტენციურად დაახლოებით 250,000,000 [მილიონი] აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა, საქართველოს მოქალაქეს დაასაქმებდა, ქართულ ბიზნესს განავითარებდა …
განაგრძე კითხვა »კახელი, სომეხი და ოქროს თევზი
კახელი და სომეხი თევზაობენ და დაიჭერენ ოქროს თევზს. ოქროს თევზი ეტყვის სამ სურვილს შეგისრულებთ ორივეს და გამიშვითო. სომეხი დაიწყებს: -ყველა წასული სომეხი ჩამოიყვანე და გაგვამთლიანე -კარგი, მეორე? -ეკონომიკა ააყვავე, ისე რო უკან აღარავინ წავიდეს -კარგი, მესამე? -დიდი კედელი შემოგვარტყი რო ვერავინ ვერ მოვიდეს ახლოს. -კარგი შეგისრულებ და შენ რაღა გინდა? ეკითხება კახელს. -მე ბევრი არაფერი; კედელი მაღლიდან დააბეტონე
განაგრძე კითხვა »რა განსხვავებაა პოლიტიკოსს, ჩინოვნიკს და ბიზნესმენს შორის? ნიკო ნიკოლაძე /აზრი #15/
#15 – პოლიტიკოსის, ჩინოვნიკის, ბიზნესმენის ქცევებს არ აქვს არსებითი განსხვავებები. ყოველი მათგანი ცდილობს შეზღუდული რესურსები საკუთარი სარგებლისათვის გამოიყენოს. ერთნი ოპერირებენ პოლიტიკური კაპიტალით, მეორენი-ადმინისტრაციულით, მესამენი – ეკონომიკურით. ნიკო ნიკოლაძე, 1843-1928 მხოლოდ პოზიტიური თვალით რომ შევხედოთ ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მეორეს მხრივ ზედმეტი არაფერი ვარგა. ერთ რამ ნათელია: ამ სამეულის მხოლოდ ერთობლივი მოქმედებითაა შესაძლებელი ქვეყნის წინსვლა.
განაგრძე კითხვა »მამაო და ღვთისმოშიში მგელი :)
მამაო ტყეში მარტოდმარტო მიდიოდა და მშიერ მგელს გადაეყარა. მგელმა დაიღრინა და მამაოსკენ გამოექანა შესაჭმელად. მამაოს რაღა დარჩენოდა და ღმერთს შესთხოვა: -ღმერთო, ჩაუნერგე ამ მგელს ღვთის რწმენა, შიში და სიყვარული … სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მგელმა დაიჩოქა, ბერს პირჯვარი გადასახა, ხელები ცისკენ აღაპყრო და ღმერთს შეჰღაღადა: -მეუფეო ზეცათაო, მიკურთხე საჭმელი ჩემი!
განაგრძე კითხვა »მიხოს არ უყვარს ჭკუას როცა ასწავლიან …
მიხო ხეზე ავიდა და იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის. სახლიდან მარომ გამოსძახა: -კაცო, მაგას რო ჭრი, ხო ჩამოვარდები?! მიხომ ჩამოსძახა: -ჭკუა შენიანებს ასწავლე! ტოტი მოჭრა თუ არა ჩამოვარდა და ძირს დაეძნეყვა. მარო ფანჯრიდან დამფრთხალი გამოსცქერის. მიხომ ჩაიბუტბუტა: -ვანგაა ეს შეჩვენებული?! ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »თემურ დადიანი თავისივე გინესის რეკორდს აუმჯობესებს
ვუყურებ ამ ადამიანის ფოტოს და … თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად ძალიან დადებითაც ვივსები, როცა ასეთი შეუპოვრობას ვხედავ. კაცმა თავისივე გინესის რეკორდი მოხსნა, ახალი დაამყარა და მსოფლიო კიდევ ერთხელ გააოცა თავისი შესაძლებლობებით. თამურ დადიანი, 23 წლის კაპრალი, რომელმაც ორივე ფეხი ISAF მისიაში მონაწილეობისას ავღანეთში 2011 წელს დაკარგა, 2 დღის წინ, კვირა დღეს, 7 ივნისს წუთში 44 აზიდვას აკეთებს და …
განაგრძე კითხვა »175,000,000 აშშ დოლარის ინვესტიცია ბევრია თუ ცოტა?
„წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე“ – ასე იწყება საქსტატის ანგარიში … აქედან ლომის წილი – 59,000,000 აშშ დოლარი აზერბაიჯანზე მოდის. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ინვესტიცია კი 146 მილიონს შეადგენს, და ა.შ … აღარ გავაგრძელებ მოდით მარტივად ვიანგარიშოთ … და …
განაგრძე კითხვა »ქორწინების პირველი ღამეა …
ქორწინების პირველი ღამეა. ქმარი ცოლს მუცელზე დახედავს და ამბობს: -ეს ის ნაკვეთია, სადაც მალე კარტოფილს დავთესავ … და გადაბრუნდება და დაიძინებს. დადგა მეორე ღამე. ქმარი ამჯერად ზურგზე დახედავს და ამბობს: -აი ეს ის ნაკვეთია, სადაც მალე კომბოსტოს დავთესავ … ისევ გადაბრუნდება და დაიძინებს. მესამე ღამე დადგა და ამჯერად ცოლი ამბობს: -ფერმერო, იცოდე ეხლა სტაფილოს თუ არ დათესავ, ნაკვეთს გავაქირავებ …
განაგრძე კითხვა »იამაყეთ! მამუკა გორგოძე რაგბის ისტორიაში ტოპ 20 უძლიერეს მორაგბეს შორის დასახელდა
5 ივნისი, 2015 წ. … ბრიტანულმა გამოცემა ტელეგრაფმა მამუკა გორგოძე რაგბის ისტორიაში ტოპ 20 უძლიერეს მორაგბეს შორის დაასახელა [hard man ალბათ უფრო ითარგმნება როგორც „მაგარი კაცი“]. აი რა წერია კომენტარში: „ Mamuka Gorgodze (Georgia) Known as ‘Gorgodzilla’. In Georgia he is known as Gulliver, because he stands head and shoulders above the rest, or as the Georgian Animal because of …
განაგრძე კითხვა »
KAR.GE