ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ინვესტიცია

175,000,000 აშშ დოლარის ინვესტიცია ბევრია თუ ცოტა?

„წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34 პროცენტით ნაკლებია 2014 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე“ – ასე იწყება საქსტატის ანგარიში … აქედან ლომის წილი – 59,000,000 აშშ დოლარი აზერბაიჯანზე მოდის. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ინვესტიცია კი 146 მილიონს შეადგენს, და ა.შ … აღარ გავაგრძელებ

მოდით მარტივად ვიანგარიშოთ … და შევადაროთ …

საქართველოში მცხოვრებ თითო ადამიანს ამ 3 თვეში [90 დღე] დღეში 1 ლარი რომ გადაემისამართებინა [ანუ იმპორტულის მაგივრად ქართული ეყიდა] ჯამში მოხდებოდა 90*1*3,700,000=333,000,000 მილიონი ლარის „გადამისამართება“. დოლარში ეს დღევანდელი კურსით 146,000,000 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია იქნებოდა, რომელიც პოტენციურად 600,000,000 აშშ დოლარის დოვლათს შექმნიდა [დასაბუთება აქ ნახეთ].

რომელი ჯობია? სისულელეა ასე დასვა საკითხი. მაგრამ სადაა გამოუყენებელი პოტენციალი? – აი ეს კი სწორი შეკითხვა იქნებოდა. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ რეალური ინვესტორი ხარ შენ, მე, ჩვენი თანამოქალაქეები და ვერცერთი გარე ინვესტორი ვერ გააკეთებს იმას, რაც ჩვენ შეგვიძლია და ისე, როგორც ჩვენ შეგვიძლია!

მოკლედ, იყიდეთ მხოლოდ ის, რაც ქართულია & kar.ge-ა!