KAR.GE

რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერს … :)

რობოტი

იაპონიაში გამოიგონეს ინოვაციური რობოტი, რომელიც ქურდებს ელვის სისწრაფით იჭერს. გადაწყვიტეს მისი შემოწმება და სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში სამუშაოდ გაუშვეს. -ამერიკაში 5 წუთში 100 ქურდი დაიჭირა. -იტალიაში 5 წუთში 150 ქურდი დაიჭირა. -ქუთაისში 5 წუთში მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

როგორ იბადება ფუტკარი? საოცარი 64 წამიანი ვიდეო

როგორ იბადება ფუტკარი? საოცარი 64 წამიანი ვიდეო

ანანდ ვარნა, National Geographic-ის ფოტოგრაფია, რომელმაც 21 დღე დახარჯა ამ საოცრების გადასაღებად.  ფუტკარი – სიცოცხლის დაბადება … ჭიიდან მწერამდე. ფუტკრის დაბადების ეს გასაოცარი ვიდეო TED-ზე 11 მაისს აჩვენეს. გამოსვლის თემა იყო ფუტკრის პოპულაციის შემცირების პრობლემა, რაც სერიოზულ საფრთხეს მოასწავებს ადამიანებისათვის.

განაგრძე კითხვა »

რაჭველი და სვანი ჯიხვზე ნადირობენ :)

რაჭველი და სვანი ჯიხვზე ნადირობენ

რაჭველი სვანს ესტუმრება და ჯიხვზე სანადიროდ კლდეებში წავლენ. უცებ რაჭველს ფეხი დაუცდა და გადავარდა. სვანი უყვირის ზემოდან: – როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე? – არა! – ფეხი ხო არ მოიტეხე? – არა! – აბა, რა მოიტეხე? – დამაცა, კაცო დავეცე!   ** სურათზე რაჭველის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

სპეცოპერაცია 3 სასწაულით …

იყიდე ქართული

საქართველოს მიერ გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალის ამ გამოქვეყნებული ანალიზის წაკითხვის შემდეგ ნიაზ დიასამიძის ჰანგების ფონზე ამ ტექსტს ვწერ და ჩემთვის ვფიქრობ … ქართული პროდუქტის ყიდვა კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას ჰგავს, სადაც 3 სასწაული უნდა მოხდეს. პირველი მაშინ მოხდება, თუ მყიდველმა რაღაცის შეძენისას ქართული ვარიანტი საერთოდ გონებაში მაინც განიხილა; მეორე სასწაული მაშინ ხდება, თუ რაც მას უნდა ის პროდუქტი სავაჭრო ქსელში საერთოდ ნახა; …

განაგრძე კითხვა »

რა ოდენობით ღვინის ექსპორტი მოხდა 2015 წლის პირველ 6 თვეში?

ღვინის ექსპორტი

სპეციალურად არ ვაკოპირებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტიდან. აი ბმული და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ სათანადო გვერდს. მე მხოლოდ ვიტყვი მთავარს: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,706,653   ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 39,425,552 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტი ბოთლი სად გავიდა? რა თქმა უნდა რუსეთში … 6,555,183 ბოთლი, თითქმის ნახევარი. ამ ციფრებს …

განაგრძე კითხვა »

ბარსას ფანი და ოქროს თევზი … :)

ბარსა

ბარსას თავგადაკლულმა ფანმა ოქროს თევზი დაიჭირა. -გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ, – შესთავაზა თევზმა. ბარსას ფანს ბევრი არც უფიქრია ისე ჩაუთქვა სამი სურვილი: -პირველი: მინდა რომ ჩემი კლუბი გახდეს ლიგის ჩემპიონი ფეხბურთში. -მეორე: მინდა რომ მაურინიომ თქვას, რომ ჩემი კლუბი ყველა დროის საუკეთესო გუნდიაო. -მესამე: ამ გამარჯვებას მთელი ქვეყანა დიდი ზეიმით აღნიშნავდეს. უცებ ბარსას ფანი გაითიშება. აზრზე რომ მოვა ხედავს: …

განაგრძე კითხვა »

დააფასეთ: ქართული წვენი და ჩურჩხელა მელბურნში იყიდება

მელბურნი

kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეს – რუსუდან ფროდიაშვილს. სურათები იდეალურად არ გამოიყურება, მაგრამ რაც მთავარია ნაღდია 🙂 ემიგრანტებო და მოგზაურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს …

განაგრძე კითხვა »

ოჰ, ეს ფეხბურთი …

ფეხბურთი საიქიოში

ორი ქუთაისელი შეთანხმდა რომელიც პირველი მოკვდება ცოცხალს სიზმარში გამოეცხადოს და უთხრას არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოში. მართლაც, გარდაიცვალა ერთი. მეორე ღამეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და ეუბნევა: -ორი ამბავი უნდა გითხრა, კაი და ცუდი -მიდი აბა, -ფეხბურთს აქანა ნამდვილად თამაშობენ. აგი კაი ამბავი -აბა, ცუდი რაღააა? -ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერე, არ დეიგვიანო იცოდე 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂  

განაგრძე კითხვა »

მეფემ ხევსურებს შეუთვალა, იმათ კი … :)

მეფემ ხევსურებს შეუთვალა, იმათ კი ისეთ შემოუთვალეეეეს ... :)

მეფემ ხევსურებს შეუთვალა მიცვალებული მღვდლის გარეშე არ დამარხოთო და რამოდენიმე მღვდელს გაგზავნის. 2 კვირაში ხევსურები ჩამოვლენ მეფესთან და ეტყვიან რომ მღვდლები კიდევ სჭირდებათ. მეფეს გაუკვირდებათ და ჰკითხავს: -ჩემი გამოგზავნილი მღვდლები სად წაიყვანეთო? -როგორც შენ გვიბრძანე მეფეო კაცი უმღვდლოდ არ დაგვიმარხავს და ყველა მკვდარს თითო თითო მღვდელი ჩავაყოლეთო.   ** სურათზე ხევსურის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ცოლი, ქმარი და ახალგაზრდა ქალი

ცოლი, ქმარი და ახალგაზრდა ქალი

ცოლი ადრე მოვიდა სამსახურიდან და ქმარს ახალგაზრდა ქალთან შეუსწრო. – უნამუსო! ასე უხდი მადლობას შენი შვილების დედას?! მოვითხოვ განქორწინებას! – მოიცადე, მოგიყვები როგორც იყო ყველაფერი. – არ ვიცი, რა უნდა მომიყვე, მაგრამ ეს იქნება შენი უკანასკნელი სიტყვები, რომელსაც მოვისმენ! – ვბრუნდებოდი სამსახურის მერე, -დაიწყო ქმარმა, -ხელი დამიქნია საწყლად ჩაცმულმა გოგონამ. შემეცოდა და გავუჩერე მანქანა. მითხრა, რომ 3 დღე არაფერი ეჭამა. …

განაგრძე კითხვა »