ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო! – გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დასახელდა

იამაყეთ ყაზბეგელებო და სრულიად საქართველო!

ბრიტანულმა გამოცემა “ტელეგრაფმა”, გერგეთის სამება მსოფლიოს ულამაზეს ტაძრებს შორის დაასახელა. გამოცემამ, 23 ულამაზეს ტაძარს შორის, გერგეთის სამებას მე-6 ადგილი მიანიჭა. “ყაზბეგის მწვანე და თეთრი მთების შერწყმა, ტაძარს ჯადოსნურს ხდის“- წერს გამოცემა.

მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”.

P.S.

აი რატომ არ უნდა დავკარგოთ ქართული, უნდა მივხედოთ ჩვენსას ყველაფერს, მართლაც დავამტკიცოთ, რომ ჩვენ უნიკალური ერი ვართ, ბევრი გვაქვს საამაყო, თუმცა იქამდე ბევრი გვაქვს გასაკეთებელიც.

 

გაგვიზიარეთ, ყველა ქართული მნიშვნელოვანი მოვლენა, რათა თავი მოვუყაროთ, გავაერთიანოთ და ერთად ვიამაყოთ ყველაფრით, რაც ქართულია და Kar.ge -ა!

 

ოფიციალური წყარო: იხ. ბმული www.telegraph.co.uk