ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კახეთი ღვინის აკვანი

კახეთი, ღვინის აკვანი euronews-ზე

მეტი და მეტი ასეთი რეპორტაჟია საჭირო, რომ მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, ყველაფერი ქართულით მოიხიბლოს და აქ ფული დახარჯოს. როგორც ჩანს ევრონიუსთან რაღაც „ბლატები“ გვაქვს, თორემ ასეთი რეპორტაჟები „ასე მარტივად“ არ კეთდება.

22 ივნისს გასული ეს 5 წუთიანი ვიდეო რეპორტაჟი მართლა ინფორმაციული და საინტერესოა. საუბარია ყველაფერზე, რაც ასაბუთებს, რომ საქართველო არის ღვინის აკვანი, კახეთი კი მისი ერთ-ერთი მარგალიტი. კარგადაა გამოყვანილი ალავერდის მონასტერიც თავისი ღვინის მეურნეობით.

კარგი რეპორტაჟია, მაგრამ ერთი მაგარი სისულელე კი აქვთ ჩახეთქებული შიგნით. როგორ მოძებნეს ასეთი გაუნათლებელი ადამიანი რომელმაც ეს თქვა არ ვიცი – “In Georgian culture, the vineyard is the most important thing. For a peasant, his grapevine comes first, and then only next comes the family, that’s what our ancestors said,” he explained. ანუ გლეხისთვისო ჯერ ვენახია და მერე ოჯახიო …

აქ ნახეთ სრული სტატია, ქვემოთ კი თავად ვიდეო: