ორი გურული ქეიფობს: -ახლა ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს. ჩვენ ხომ ვართ მეგობრები? -აპა? -შენ შეგიძლია ჩემი გულობიზა თავი მეიკლა ჩემ მაგივრად? -მეიცა … რავა, შენ არ გცალია თუ? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »KAR.GE
ფულადი ჩამორიცხვები 2015 წლის ოქტომბერში
რამოდენიმე დღის წინათ კახეთში ვიყავი მიწვეული პრეზენტაცია. შესვენებისას ადგილობრივებს გამოველაპარაკე, რომლებიც კონკრეტულ საქმეს არიან მოკიდებულები და დროის და ფულის ყადრი იციან. იცით რა მითხრეს? ამ ამ ქუჩას რომ გახედავ, ყველას ცოლები საბერძნეთში ჰყავთ, თვითონ კი დომინოს უბრახუნებენო … განძრევა არცერთს არ უნდაო … ბევრი ინდიკატორია, რომლითაც ხვდები თუ რა შავადაა საქმე მსოფლიოში, მაგრამ მათ შორის ეს ერთ-ერთია, რომელიც ყველაზე მწარედ …
განაგრძე კითხვა »ღრმად პოლიტიკური იუმ2 …
გურიაში ნაცების მანქანა გადაბრუნდა. გურულები მაშინვე მივარდნენ და დამარხეს. ამასობაში კი მორიგე პატრული გამოჩნდა: -რატომ დამარხეთ? ეგებ ცოცხალი იყო ვინმე? [მოხუცი გურული]: -ქე ემეიკრუსუნა ერთი-ორმა ცოცხლები ვართო, მარაააა ამათი დეიჯერება რამეეე? :))))))))))) ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »ვინ არის ფერმერი? რას ნიშნავს ფერმერობა?
ამ 4 წუთიან მოკლე რეპორტაჟში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ქ-ნი ნინო ზამბახიძე მოკლედ, მაგრამ გასაგებად განმარტავს თუ ვინ არის ფერმერი, რა როლი აქვს მას ქვეყნის გაძლიერების საქმეში, რა რეალობაში უწევს მას ცხოვრება, რა არის საჭირო წარმატებული ფერმერული მეურნეობის ასაწყობად და ა.შ. აუცილებლად ნახეთ … https://www.youtube.com/watch?v=DfH6vk1fVlw
განაგრძე კითხვა »იალბუზივით სპეტაკი ქალი ეძებს …
ნამდვილი ამბავია … საგაზეთო განცხადებიდან: ვარ 26 წლის, უაღრესად პატიოსანი წარსულისა და აწმყოს მქონე, იალბუზივით სპეტაკი და გოროზი, დედისერთა, ყველაფრით უზრუნველყოფილი, წმინდა ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი ქალიშვილი. დამღუპა სიამაყემ, ვერავინ გამიბედა სიყვარულის ახსნა და დღეს ეს ჯანღონითა და სიცოცხლით აღსავსე ქალწული მარტოობის ცრემლებს ვღვრი! მამაკაცებო! დამაჯერეთ, რომ არ გამქრალა თქვენი ვაჟკაცობა. გაბედეთ, გამომეხმაურეთ და არ ინანებთ. ერთად შთავინთქმებით ვულკანივით ნაგუბარ …
განაგრძე კითხვა »ანონსი: kar.ge კატალოგი
დაინტერესებულ ადამიანებს ხშირად უკითხავთ ჩემთვის: რა იწარმოება ქართული? ვინ არიან ქართველი მწარმოებლები? სად იყიდება ქართული პროდუქცია? როგორია მათი ხარისხი? როგორია მათი ფასი? დიდი ხნის მანძილზე ამ ინფორმაციის მოძიება ჩვენთვისაც პრობლემა იყო, მაგრამ უკვე დავალაგეთ და არცერთ შეკითხვის ავტორს უპასუხოდ არ ვტოვებთ ხოლმე. თუმცა დადგა რამე უკეთესის მოფიქრების დრო. და აი ისიც – kar.ge კატალოგი. რატომ kar.ge კატალოგი? არაინფორმირებულობა – …
განაგრძე კითხვა »ISIS, საქართველო და სინათლე გვირაბის ბოლოს
ბოლო 2 დღის განმავლობაში ლურჯის და წითელის მსგავსი რაოდენობა ბოლოს 2012 წლის არჩევნებზე მაქვს ნანახი. მაშინ ირგვლივ დიდი „ბოლი“ იდგა … პროპაგანდის „ბოლი“ … დღესაც იგივე ხდება, ოღონდ თემაა სხვა. ვინ რას იძახის და აკეთებს სოციალურ ქსელში თუ რეალურ სამყაროში, თან ხშირად გაუაზრებლად, ღმერთმა იცის. ნათელია მხოლოდ ერთი: ქართველები კაცთმოყვარე ერი ვართ და ადამიანების ასეთი „ჟლეტა“ ძალიან მოქმედებს ჩვენზე … …
განაგრძე კითხვა »ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი გერმანიის ტოპ ლიტერატურული პრიზით დაჯილდოვდა
გადასარევი ამბები გვაქვს გერმანიიდან! ნინო ხარატიშვილი, ქართველი მწერალი გერმანიის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გახდა. Anna Seghers Prize – ყოველწლიური ლიტერატურული პრიზი ნინოსია და მისი ნაშრომის აღიარებას ნიშნავს. როგორც ჟიურის წარმომადგენელმა აღნიშნა ნინოს ნამუშევარი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ნაკლებ ეგოცენტრული იყო ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს შორისო. ნინოს 8,000 ევრო და ჯილდო 19 ნოემბერს გადაეცემა ნინო ხარატიშვილი 32 წლისაა და ჰამბურგში ცხოვრობს. …
განაგრძე კითხვა »ჭიჭიკია და ბიჭიკია ვეფხვზე ნადირობენ
ჭიჭიკია და ბიჭიკია გაიგებენ ვეფხვის ტყავი ძალიან ძვირი ღირსო და ინდოეთში წავლენ სანადიროდ. ჩავლენ. მთელი დღე გაუვალ ჯუნგლებში დადიან, მაგრამ ვეფხვს ვერსად წააწყდნენ. ბოლოს დასცეს კარავი და დაბანაკდნენ, ხვალ გავაგრძელოთო. დილით გამოდის ჭიჭიკია კარვიდან და რას ხედავს … ვეფხვებს ალყაში ჰყავთ ესენი მოქცეული და დამშეული თვალებით უცქერენ. შევარდება ჭიჭიკია კარავში და აღვიძებს ბიჭიკიას: -ბიჭიკია, ბიჭიკია, გეიღვიძე, მგონი გავმდიდრდით შეჩემა! 🙂 …
განაგრძე კითხვა »მიხო და მარო
კახეთში მიხო ქვის ღობეს აკეთებს. მარო დაადგება თავზე და სულ მითითებებს აძლევს … ეს ქვა ისე დადე … ის ქვა ისეო. შეუღონა გული მიხოს და უყვირა: -დამანებე ქალო თავი. ეგრე მეუბნებოდი მაშინაც აქედან, იქიდანო და შახედე ჩვენი გიგო რა მოღრეცილი გამაგვივიდა შე შობელძაღლოო … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »